ჩელსი და ბაიერნი ერთმანეთს ისტორიაში სულ ოთხჯერ დაუპირისპირდნენ, მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში კი კიდევ ორჯერ შეხვდებიან. ერთადერთი ადამიანი, ვისაც მონაწილეობა ყველა ამ შეხვედრაში ექნება მიღებული, ფრენკ ლამპარდია.

ფრენკი ჩელსი – ბაიერნის დაპირისპირებების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია, მას გერმანელთა კარში გოლი 3-ჯერ აქვს გატანილი. სტემფორდ ბრიჯზე 2005 წელს შესრულებული დუბლი, მისი იმ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო, რომლის ბოლოსაც ფრენკი ოქროს ბურთის ნომინაციაში მეორე ადგილზე გავიდა.

ჩელსისა და ბაიერნის შემდეგი შეხვედრა 7 წლის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ბაიერნის მშობლიურ ალიანს არენაზე გაიმართა და კვლავ ჩელსის გამარჯვებით დასრულდა – უდრამატულესი ფინალის ბოლოს პენალტების სერია ვიხილეთ, სადაც ბასტიან შვაინშტაიგერის გაცუდებული პენალტის შემდეგ, გამარჯვების გოლი დიდიე დროგბამ გაიტანა.

შექმენი შენი კოეფიციენტი და აარჩიე სასურველი მოწინააღმდეგე adjarabet.com-ზე

გუნდების ბოლო დაპირისპირება 2013 წლის სუპერთასზე იყო, სადაც პეპ გვარდიოლა და ჟოზე მოურინიო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და ისევ პენალტების სერიაში, გამარჯვებული ამჯერად ბაიერნი გამოვიდა.

ჩელსი შეხვედრისთვის მოედანზეც და მოედნის მიღმაც სერიოზულად ემზადება, სტემფორდ ბრიჯზე მატჩის წინ ფეიერვერკების შოუა დაგეგმილი, რის გამოც გუნდმა ფანებს სტადიონზე 20 წუთით ადრე შესვლა ურჩია.

ინგლისში წარუმატებელი შედეგების შემდეგ, ფრენკ ლამაპრდის გუნდზე დიდი ზეწოლაა, რადგან ბაიერნთან დაპირისპირება მნიშვნელოვან ზეგავლენას იქონიებს იმაზე, თუ რამდენად კარგად შეფასდება ლამპარდის სეზონი.

ლამპარდი ირწმუნება, რომ ტამი აბრაჰამი ძირითად შემადგენლობაში ადგილს იმსახურებს, მაგრამ გულშემატკივრების ნაწილს სურს, რომ თამაშის შანსი ოლივიე ჟირუსაც მიეცეს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც იანვარში მისი ტრანსფერი ჩაიშალა.

ბაიერნის დაცვაში ბოლო მატჩებში სისუსტეები გამოიკვეთა – გუნდმა უკანასკნელ 5 მატჩში 7 გოლი გაუშვა, მცველები მანუელ ნოიერს ძალიან ბევრ საქმეს აძლევენ, გერმანელმა კიპერმა კი პადებორნთან მატჩში მისთვის ჩვეული, გამოსვლაზე დაშვებული შეცდომით შეგვახსენა თავი.

ბაიერნი

რა თქმა უნდა, ბევრი გოლის გაშვებასთან ერთად ბაიერნს ძალიან ბევრიც გააქვს. უკანასკნელ 11 შეხვედრაში გერმანელებმა 36 გოლი გაიტანეს, სერჟ გნაბრიმ და რობერტ ლევანდოვსკიმ კი უკანასკნელ 2 შეხვედრაში 5 გოლის გატანა მოახერხეს. ბაიერნი გერმანიაში დომინირებს.

შექმენი შენი კოეფიციენტი და აარჩიე სასურველი მოწინააღმდეგე adjarabet.com-ზე

ბაიერნმა 2010-დან 2013 წლის ჩათვლით, 4-დან 3 ჩემპიონთა ლიგის ფინალი ითამაშა, მაგრამ უკვე 6 სეზონია ამ ეტაპზე გასვლას ვეღარ ახერხებს, რობერტ ლევანდოვსკის კი ჯერ კიდევ არ აქვს ჩემპიონთა ლიგის ტიტული.

მიუნხენელთა ბოლო სტუმრობა ლონდონში რამდენიმე თვით ადრე შედგა, როცა რეკორდმაისტერმა ტოტენჰემი ანგარიშით 2:7 გაანადგურა. ამ მატჩში ბაიერნმა ისეთი ცივსისხლიანობა აჩვენა, როგორიც ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მისაღწევად არის აუცილებელი.

ისტორიულად, ჩელსი ბაიერნის წინააღმდეგ თამაშის ჩაკეტვას ცდილობდა ხოლმე და თუ ბაიერნის თავდამსხმელების წლევანდელ ფორმას გავითვალისწინებთ, შესაძლოა, ლამპარდმა კვლავ ასე სცადოს მეტოქესთან გამკლავება. მაგრამ, თუ გუნდების ბოლო მატჩებს გადავხედავთ, ჩელსის მხრიდან თამაშის გადაკეტვის მცდელობა ბაიერნის ძალიან დიდ პრესინგს გამოიწვევს და, შესაძლოა, ლონდონელებისთვის დამღუპველიც აღმოჩნდეს.

ბაიერნი აშკარა ფავორიტია, ჩელსის მთავარი მოტივაცია კი სხვა შემთხვევაში ჩავარდნილი სეზონის გადარჩენა იქნება. საინტერესოა, როგორ შეეცდება გერმანული მანქანის გაჩერებას ფრენკ ლამპარდი სამშაბათს.

შექმენი შენი კოეფიციენტი და აარჩიე სასურველი მოწინააღმდეგე adjarabet.com-ზე

ბირჟა

 

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply