რონალდუს მაკრატელა აზერბაიჯანის წინააღმდეგ

კრიშტიანუ რონალდუ არასდროს მალავდა, რომ ერთი ტიპის გოლი, რომელიც მის კარიერას ყოველთვის აკლდა, მაკრატელა იყო.

რა თქმა უნდა, ამ მიზნის ასრულება პორტუგალიელმა უსპერვარსკვლავმა საბოლოოდ იუვენტუსის წინააღმდეგ, 2018 წლის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მოახერხა და ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლიც გაიტანა, მაგრამ მაკრატელის გატანა რონალდუს 12 წლით უფრო ადრე შეეძლო.

ორმაგად საწყენია ის ფაქტი, რომ ბურთმა კარის ხაზი აშკარად გადაკვეთა, უბრალოდ ეს მთავარმა არბიტრმა ვერ დაინახა. რა თქმა უნდა, დღეს რონალდუს უმაკრატელობის პრობლემა აღარ აწუხებს და აზერბაიჯანთან არჩათვლილ გოლს ალბათ დიდად არ განიცდის.

შმეიხელის მაკრატელა ბოლო წუთზე

პიტერ შმეიხელს მეტოქის საჯარიმოში ჩასვლა ძალიან უყვარდა და კარიერის განმავლობაში 10 გოლიც აქვს გატანილი, რაც მეკარისთვის შესანიშნავი და ბევრ მცველსა თუ ნახევარმცველზე უკეთესი შედეგია.

თუმცა, შმეიხელის კარიერაში საუკეთესო გოლი არბიტრმა არ ჩათვალა. FA თასის მეოთხე რაუნდში, იუნაიტედის გადარჩენის იმედად შმეიხელი მეტოქის საჯარიმოში ჩავიდა და მაკრატელა გაიტანა კიდეც. ამ შემთხვევაში არბიტრის გამტყუვნება რთულია, რადგან შმეიხელი აშკარა თამაშგარეში იყო.

კავანის მაკრატელა ბარსელონას კარში

კავანის გოლი ალბათ ამ ჩამონათვალში ყველაზე უმნიშვნელოა, რადგან გოლი ამხანაგურ შეხვედრაში გავიდა და რაც მთავარია, აშკარა თამაშგარე მდგომარეობიდან.

ერთადერთი მიზეზი, რატომაც შეიძლება ამ გოლის არ ჩათვლა დაგვენანოს თვითონ გოლის სილამაზეა. კავანიმ შესანიშნავი მაკრატელა დაარტყა და ბურთი კარში ძელიდან ასხლეტვით გაიტანა.

ტიაგო სილვას არანორმალური გოლი

ტიაგო სილვას არჩათვლილი გოლი 2013 წლის საფრანგეთის ჩემპიონატის 33-ე ტურში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არჩათვლილი გოლია, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, ბურთმა კუთხურის ხაზი მართლა გადაკვეთა.

ის ფაქტი რომ ბურთი ხაზს იყო გადაცდენილი, სილვას გოლს კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის. სილვას ძალიან დიდი სისწრაფე ჰქონდა აკრეფილი და ბურთის ასეთი კუთხიდან კარში მორტყმა ურთულესი იყო.

ბეილის გასროლა პსჟ-ს ცხრიანში

ბეილმა 2019-20 სეზონი ძალიან კარგად დაიწყო, სანამ ისევ ტრავმას მიიღებდა და რეალის ლაზარეთს გაამაგრებდა. მაგრამ, ჯანმრთელად ყოფნისას უელსელმა დრაკონმა თავისი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო გოლის გატანა მოასწრო, თუმცა გოლი არ ჩაითვალა.

ბეილის ხელის კონტაქტი ბურთთან მინიმალური იყო, მაგრამ მიმდინარე სეზონიდან შემოსული რეგულაციებით გოლის გასვლის შემთხვევაში შემტევი გუნდისგან ნებისმიერი ხელით კონტაქტი ბურთთან დასჯადია და განზრახვას მნიშვნელობა არ აქვს.

ანრის “მოპარული ბურთი”

ტიერი ანრის კარიერას ულამაზესი გოლები ნამდვილად არ აკლია, ბლექბერნის წინააღმდეგ გატანილი მოცემული გოლი კი მან 2003/04 სეზონში გაიტანა, როცა არსენალმა ოქროს პრემიერ ლიგა მოიგო სეზონის დაუმარცხებლად დასრულების შემდეგი. ამიტომ თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ – ანრის ამ გოლის არჩათვლის გამო ძილი არ დაუკარგავს.

გოლი ძალიან ლამაზი იყო, თუმცა აბსოლუტურად არალეგალური. ასეთ დროს, ბურთი მეკარის დავქემდებარების ქვეშაა და მასზე თამაში მოწინააღმდეგე გუნდის თავდამსხმელს არ შეუძლია.

რონალდუს გოლი იკერის კარში

დღეს კრიშტიანუ რონალდუ ევროპის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია, გოლი ოთხ სხვადასხვა მუნდიალზე აქვს გატანილი, 2016 წლის ევროპის ჩემპიონი და 2019 წლის ერთა ლიგის გამაჯრვებულია და მის სანაკრებო კარიერაზე არანაირი კითხვები აღარ არის დარჩენილი.

მაგრამ, იყო დრო როცა კრიშტიანუს ძლიერი ნაკრებების წინააღმდეგ სუსტ თამაშში ადანაშაულებდნენ და სწორედ ამ პერიოდში გაუქმდა მისი ერთ-ერთი საუკეთესო სანაკრებო გოლი.

ამ გოლის გაუქმება სამმაგად საწყენია – პირველ რიგში, ნანი ვალდებული არ იყო ბურთზე ეთამაშა, გოლი ისედაც გადიოდა. მეორე რიგში, ნანი თამაშგარეში არც ყოფილა და გოლი ყველა ვარიანტში უნდა ჩათვლილიყო.

რონალდუ ნანისა და მსაჯზე ძალიან გაბრაზდა, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ 2018 წლის მუნდიალზე იგივე ესპანეთის ნაკრების კარში გატანილი 3 გოლით გული ცოტათი მაინც მოიფხანა.

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply