განმეორებითი მატჩი 7 ნოემბერს შედგება, ნახეთ იუვენტუსისა და მანჩესტერის საერთო თერთმეტეულის შემადგენლობა:

დე ხეა
ესპანელმა გოლკიპერმა სეზონი არც ისე კარგად დაიწყო, თუმცა დროთა განმავლობაში ჩვეულ ფორმას უბრუნდება და მნიშვნელოვან სეივებს ახორციელებს.მოურინიოს გუნდის წარმატება ბოლო შეხვედრებში დიდწილად დავიდ დე ხეას დამსახურებაცაა.

ბენატია
იუვენტუსის ცენტრალური მცველი კარგ ფორმაში ჩადგა. მოროკოელი მცველი ფიზიკურ სიძლიერეს კარგად იყენებს და მეორე სართულზეც შეუდარებელია. ბონუჩისთან ერთად ბენატიამ საკმაოდ ძლიერი და სტაბილური ცენტრალური დაცვის ტანდემი ჩამოაყალიბა.

ბონუჩი
იტალიელმა მცველმა ფორმა დაიბრუნა და იუვენტუსის სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრდა. ბონუჩი განეკუთვნება ისეთი კატეგორიის მცველებს, რომლებიც პროდუქტიულნი არიან როგორც დაცვაში, ისევე შეტევაში.

ალექს სანდრო
ბრაზილიელი განაპირა მცველი იუვენტუსის სასტარტო შემადგენლობის სტაბილური წევრია. ალექს სანდროს კარგი ტექნიკა და სისწრაფე აქვს, რის ხარჯზეც ის ხშირად ერთვება ხოლმე იუვენტუსის შეტევებში.

კანსელუ
პორტუგალიელი მარჯვენა მცველი იუვენტუსმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დაიმატა. კანსელუ ძალიან კარგ თამაშს აჩვენებს დაცვის ხაზში და ხშირად ერთვება შეტევაშიც. მიმდინარე სეზონში კანსელუმ სერია ა-ში 9 მატჩი ჩაატარა.

პიანიჩი
ბოსნიელი ნახევარმცველი კარგ ფორმაში იმყოფება. პიანიჩი ევროპის ყველა პრესტიჟულ ტურნირზე ბრწყინვალედ ასპარეზობს და 3 თამაშში 2 გოლი აქვს გატანილი. ამ ყველაფერთან ერთად, პიანიჩი ზუსტი პასების სტატისტიკით ერთ-ერთი მოწინავეა ჩემპიონთა ლიგაზე (90.4%).

მატუიდი
იუვენტუსის ფრანგი საყრდენი ნახევარმცველი კარგ ფორმაში ჩადგა და „ბიანკონერის“ ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა. ფრანგი ჰავბეკი თითქმის ყველა თამაშში მნიშვნელოვან შავ სამუშაოს ასრულებს და ხშირად მონაწილეობას შეტევის წამოწყებაშიც იღებს.

პოგბა
მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი ლიდერი მიმდინარე სეზონში სწორედ პოლ პოგბაა. ფრანგი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგაზე მშვენივრად ასპარეზობს და 3 თამაშში 2 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემა აქვს. პოგბას კარგ თამაშზე მანჩესტერის წარმატებული თამაში მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული.

მარსიალი
მანჩესტერის ფრანგი შემტევი ბრწყინვალე ფორვარდში შევიდა. ბოლო თამაშებში ანტონი მარსიალმა მანჩესტერის მოგებათა სერიაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 8 შეხვედრაში მარსიალს უკვე 5 გოლი დაუგროვდა. საინტერესოა, თუ როგორ ითამაშებს მარსიალი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე.

დიბალა
არგენტინელი ფეხბურთელი იუვენტუსის შემტევი ხაზის ერთ-ერთი მთავარი ლიდერია. პაულო თავისი შედეგიანი გადაცემებითა და გოლებით იუვენტუსს წარმატებული შედეგის ჩვენებაში ეხმარება. ჩემპიონთა ლიგაზე დიბალას უკვე 4 გოლი აქვს გატანილი და ერთ-ერთი მთავარი ბომბარდირია.

რონალდუ
პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი იუვენტუსში დამაჯერებელ თამაშებს აჩვენებს. „ოლდ ტრაფორდზე“ ჩატარებული საინტერესო შეხვედრის შემდეგ საინტერესოა, თუ როგორ ითამაშებს რონალდუ თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ტურინში. ამ სეზონში კრიშტიანუმ სერია ა-ს ეგიდით 7 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, ჩემპიონთა ლიგაზე კი ჯერ გოლი არ გაუტანია.
დადე ფსონები ჩემპიონთა ლიგის თამაშებზე აჭარაბეთზე.

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply