არავინ იცის რა დაემართა ფენომენოს 1998 წლის მუნდიალის წინ. ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის ფინალის განაცხადში ვერ მოხვედრა და სასტარტო შემადგენლობაში მატჩის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დაბრუნება საფეხბურთო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული მოვლენა იყო.

რონალდო, რომელიც ოპტიმალური ფორმისაგან შორს იმყოფებოდა, ზინედინ ზიდანმა ადვილად დაჩრდილა და საფრანგეთს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოუტანა.

„მუნდიალის ფინალი წავაგეთ, მაგრამ მე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ჯილდო მოვიპოვე – ჩემი სიცოცხლე“ – განაცხადა მატჩის შემდეგ რონალდომ.

მატჩის დაწყებამდე 72 წუთით ადრე, ბრაზილიელებმა, სასტარტო შემადგენლობა გამოაქვეყნეს, სადაც ფენომენო ვერ მოხვდა. თუმცა, ნახევარ საათში გადაწყვეტილება შეცვალეს და კიჭა ძირითადში დააბრუნეს.

როგორც თავიდან იწერებოდა, რონალდუს მუხლის ტრავმა გაუმიზეზდა. შემდეგი მოხსენების მიხედვით მას კუჭის პრობლემებმა შეაწუხა. სპეკულაცია მიდიოდა მის სექსუალურ ცხოვრებაზეც.

საბოლოოდ, გუნდის ექიმმა, ლიდიო ტოლედომ, გვამცნო, რომ ფორვარდი კრუნჩხვებში ჩავარდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ნევროლოგიური და კარდიალური ტესტების შემდეგ ექიმებმა თამაშის უფლება მისცეს.

„არ ვიცი რა მოხდა, უცბად დამეძინა და, როგორც ექიმებმა მითხრეს, 30-40 წამის განმავლობაში კრუნჩხვები მქონდა.“

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

„რონალდო ძალიან ნერვიულობდა, დაძაბულობას ვერ გაუძლო და ხმამაღლა ქვითინებდა. ოთხი საათისთვის კი ძალიან ცუდად გახდა და ექიმების გამოძახება მოგვიწია“ – რობერტო კარლოსი

მატჩის ვარსკვლავი კი ზინედინ ზიდანი გახდა. ზიზუმ 27-ე წუთზე ემანუელ პეტის ჩაწოდებული კუთხური თავური გოლით დაასრულა, 46-ე წუთზე კი მეორე თავური გაიტანა, რომელიც, ფაქტობრივად, პირველი გოლის იდენტური იყო.

ბრაზილიელი გამთამაშებლები, ლეონარდო და რივალდო, დეშამისა და კარამეუს ჩრდილში მოექცნენ. ბრაზილიელთა ფინალში გასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კაფუსა და რობერტო კარლოსის ფლანგიდან შეტევები იყო, თუმცა, ლიზარაზუმ და ლილიან ტურამმა ყველანაირი ხიფათის განეიტრალება მოახერხეს, რომელთა შექმნაც ბრაზილიელმა ლატერალებმა სცადეს.

რონალდოს, მეორე ტაიმში, სხვაობის შესამცირებლად რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ ბურთი ბარტეზს პირდაპირ ხელებში მიაწოდა. დენილსონმა მოგვიანებით ბურთი ძელს მოარტყა.

საფრანგეთი 68-ე წუთიდან 10 კაცით თამაშობდა, თუმცა, ბრაზილიელებმა ამ უპირატესობის გამოყენება ვერ შეძლეს.

მატჩი ემანუელ პეტის გოლით დასრულდა, რომელმაც პატრიკ ვიეირას გამჭოლი პასით ისარგებლა და ასისტთან ერთად გოლიც მიითვალა.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

ბრაზილიური მედია მატჩის შემდეგ მხოლოდ იმას კითხულობდა, თუ რატომ ათამაშეს ასეთ მდგომარეობაში მყოფი რონალდო. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შეთქმულების თეორია ის იყო, რომ ეს გადაწყვეტილება ნაიკის ზეწოლით მიიღეს, რადგან კომპანიისთვის ფენომენოს ბუცების ეკრანებზე გამოჩენა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

როგორც ცნობილი გახდა, ბრაზილიელთა მწვრთნელი მარიო ზაგალო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე თავის შეგირდებს მატჩის წინ, 1962 წლის მუნდიალზე, ესაუბრებოდა, რომელიც ბრაზილიამ პელეს ტრავმის მიუხედავად მოიგო. თუმცა, მოგვიანებით სტადიონზე რონალდო დაბრუნდა და მატჩში მონაწილეობის მიღება მოითხოვა.

„არ მინდოდა, რომ რონალდოს ეთამაშა, მაგრამ დარწმუნებით მითხრა მზად ვარო და ამის შემდეგ რომ სკამზე დამესვა, ბევრად უფრო მეტ კრიტიკას მივიღებდი“

მატჩის შემდეგ რონალდოს ჰკითხეს, ევალებოდა თუ არა მას სტანდარტული მდგომარეობების დროს ზიდანის აყვანა, ფენომენომ კი ღიმილით უპასუხა, რომ: არაფერი არ ახსოვდა, მაგრამ ვისაც ეს ევალებოდა, დავალება კარგად ვერ შეუსრულებია-ო.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

ისტორიები

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply