2005 წელს, ფილიპე პარენომ და დუგლას გორდონმა გადაწყვიტეს, მატჩის დროს ზიდანის ყველა მოძრაობა შეესწავლათ. „ზიდანი: 21-ე საუკუნის პორტრეტი“ ამბიციური პროექტი იყო, რომლის ფარგლებშიც ლა ლიგის 2004/05 სეზონის რეალი – ვილიარეალის მატჩის დროს ფრანგ სუპერვარსკვლავს სანტიაგო ბერნაბეუზე 17 სხვადასხვა კამერა აკვირდებოდა, შემდეგ კი ყველა ეს კადრი ფილმად იქცა, რათა გაეანალიზებინათ თუ როგორ ცხოვრობდა, სუნთქავდა და განიცდიდა ზიზუ მატჩის ყველა მომენტს.

ფილმი საინტერესო იყო, არტისტულ დონეზე საკმაოდ შთამბეჭდავი და ასევე კარგად შესრულებული. მატჩიც ძალიან კარგი გამოვიდა. პირველ ტაიმში გოლი ხუან რომან რიკელმემ გაიტანა, მეორე ნახევარში კი რონალდომ – ზიდანის საგოლე პასით – და მიშელ სალგადომ ორი გოლი გაიტანეს და რეალს 2-1 მოაგებინეს. მატჩში სამი წითელი ბარათიც იყო, ერთ-ერთი მათგანი კი ფილმის მთავარმა გმირმა მიიღო.

ეს ფილმი ბევრად უკეთესი იქნებოდა, 2006 წლის 1 ივლისს რომ გადაეღოთ.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

ამ დღეს მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალი გაიმართა, რომელშიც საფრანგეთის ნაკრები ბრაზილიას დაუპირისპირდა. ბრაზილიას, რომლისთვისაც ზიდანს, 8 წლის წინ, მუნდიალის ფინალში, დუბლი ჰქონდა შესრულებული. ბოლო 3 მუნდიალის გამარჯვებულები ერთმანეთს ნახევარფინალის საგზურისთვის უპირისპირდებოდნენ, ამჯერად ფრანკფურტში. ამ მატჩზე დამსწრებმა პუბლიკამ ნახევარმცველის მიერ ჩატარებული ერთ-ერთი საუკეთესო ინდივიდუალური პერფორმანსი იხილა.

ამ დროს უკვე ვიცოდით, რომ ზიდანი კარიერას ასრულებდა. დამარცხების შემთხვევაში, ეს ზინედინის ბოლო მატჩი იქნებოდა კარიერაში, რაც მატჩს განსაკუთრებულ დატვირთვას აძლევდა. თუმცა, ფრანგი ნახევარმცველის თამაშს ეს საერთოდ არ შეტყობია, ის ისე თავისუფლად თამაშობდა, თითქოს ისევ პატარა ბავშვი იყო მარსელის რომელიმე უბნის სტადიონზე.

მატჩის წინ ზიდანმა რონალდო ნახა, ვისთან ერთადაც რამდენიმე თვის წინ რეალის მაისურით უტიტულო სეზონი გამოიარა. ფენომენოს თავისი საფირმო ოქროს ბუცები ეცვა, ფეხბურთელებმა კი მატჩის წინ ბევრი იცინეს.

„თავიდანვე მივხვდი, რომ ეს მაგიური დღე იყო“ – თქვა ზიდანმა მოგვიანებით ფიფასთან ინტერვიუში და მართლაც, ამის მისახვედრად ზიდანს ზუსტად 34 წამი დასჭირდა. პირველივე წუთზე ფრანგმა ქუსლით გაკეთებული პასი ზე რობერტოსა და კაკას შორის მყოფ სივრცეში გააძვრინა. ეს ეპიზოდი გაფრთხილება იყო, მაგრამ სელესაომ ვერაფრის გაკეთება ვერ მოახერხა. ბრაზილიელებმა იცოდნენ, რომ ზიდანი ყველაზე სახიფათო იყო, იცოდნენ, რასაც აპირებდა, მაგრამ არ იცოდნენ, როგორ უნდა გაეჩერებინათ.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

ზიდანის ყველა ბურთთან შეხება ამ დღს იდეალური იყო. ყველაფერს ძალიან მარტივად აკეთებდა, მეტოქეებს ბურთს თავზე უგდებდა, თითქოს არც ანაღვლებდა რომ სასწორზე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალის საგზური იყო. მთლიანი მატჩი ნაიკის დიდ რეკლამას გავდა, სადაც ზიდანის საუკეთესო მომენტები იყო შემოთავაზებული. ასეთ რაღაცებს ფეხბურთელები საკუთარ პრეზენტაციაზეც კი ვერ ბედავენ ხოლმე, მაშინ, როცა მოედანზე მეტოქე არ არის. 21 სხვა ფეხბურთელის წინ, მუნდიალის ნახევარფინალში ასე თამაში გენიალური იყო.

თუმცა, ზიდანის თამაში მხოლოდ ლამაზი საყურებელი არ ყოფილა, მას შედეგიც მოჰქონდა. ყველა ზიდანის მოძრაობა, პასი და დრიბლი საფრანგეთის შეტევებს ანვითარებდა და ბრაზილიის დაცვას არღვევდა. ამის ყველაზე კარგი მაგალით 44-ე წუთზე ვიხილეთ, როცა ზიდანმა ორი მეტოქის მოტყუების შემდეგ პასი ვიეირას გაუკეთა, რომელიც ერთი-ერთზე გადიოდა და ბრაზილიელი მცველი აიძულა ბოლო იმედის ჯარიმა აეღო.

მეორე ტაიმში კი ზიდანის თამაშს მატჩის ერთადერთი გოლი მოჰყვა. ზიდანმა ბურთი თავზე ფენომენოს გადაუგდო და თავით პასი ერიკ აბიდალს მისცა, რომელზეც ბრაზილიელები ისევ დაჯარიმდნენ. ჯარიმა ზიდანმა შეასრულა და სწორედ ზიზუს ჩაწოდების შედეგად გაიტანა გოლი ანრიმ.

ზიდანმა და ანრიმ ერთად 54 მატჩი ითამაშეს, მაგრამ ტიერისთვის ფრანგ ნახევარმცველს ჯერ საგოლე გადაცემა გაკეთებული არ ჰქონდა. ეს ყველაფერი 57-ე წუთზე შეიცვალა, როცა ზიდანიშ ჩაწოდებამ ფორვარდი დიდასთან ერთი-ერთზე დატოვა.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

მატჩის წაყვანის შემდეგ საფრანგეთის მიზანი ბოლო ნახევარ საათში ბურთის შენარჩუნება იყო, რათა სამხრეთ ამერიკელებს სახიფათო შეტევების გაკეთება ვერ შეძლებოდათ. ამ დროს იფიქრეს, ბურთი ზიდანს მივცეთ და აუცილებლად დაიცავსო. მართლებიც იყვნენ. მოედნის ცენტრი ზიდანის კერძო საკუთრებად იქცა და ზიზუ წყვეტდა ვის შეეძლო იქ მოქმედება. მატჩის დასრულების შემდეგ კი ზიდანი პირველი იყო, ვინც მოედანი დატოვა. მისი სამუშაო უკვე შესრულებული იყო.

„ეს 1998 წლის ფინალის შემდეგ საუკეთესო მატჩი იყო, რაც ფეხბურთელს ჩვენს წინააღმდეგ ჩაუტარებია“ -თქვა ბრაზილიის მწვრთნელმა, კარლოს ალბერტო პარეირამ, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე. მართალი იყო, ზიდანის მუნდიალმა ყველა თავიდან დაარწმუნა იმაში, რომ ფრანგი მსოფლიოში საუკეთესო იყო. იქამდე, ზიდანის რეალში გატარებული ბოლო წლები საკმაოდ იმედგამაცრუებელი იყო. საპირისპიროს მტკიცება ექსტრემალურ რევიზიონიზმს მოითხოვს.

„ჩავის ყურება მატრიცას გავს, ზიდანის ყურება კი დოკუმენტური ფილმისას“ – ეს სიტყვები ესპანელმა ჟურნალისტმა დაწერა ერთი სეზონით ადრე. გერმანიაში ჩატარებული მატჩები ნამდვილად დიდი სიურპრიზი იყო. თუმცა, ზიდანისგან ეს არავის გაკვირვებია.

ფრანგმა გადაწყვიტა ერთხელ კიდევ ეჩვენებინა თავისი დიდება საფეხბურთო სამყაროსთვის, რაც ფრანკფურტში იდეალურად გამოუვიდა. ამ მატჩის ყურება გულშემატკივარს არასდროს მობეზრდება, საფეხბურთო ისტორიას კი არასდროს დაავიწყდება დღე, როცა ზიდანმა ბრაზილიელებს ფეხბურთის თამაში ასწავლა. პარენოს და გორდონს რომ პროექტი ამ მატჩზე განეხორციელებინათ, ეს ფილმიც არავის დაავიწყდებოდა.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

ისტორიები

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply