იუგოსლავიისგან დამოუკიდებლობის მიღებიდან შვიდი წლის შემდეგ ხორვატიამ ყველასთვის მოულოდნელად მუნდიალის ნახევარფინალი ითამაშა და ტურნირის მთავარი სენსაცია გახდა. ხორვატიის ნაკრების შესანიშნავი თამაში ყველასთვის მთავარი მოვლენა იყო, გარდა მასპინძელი საფრანგეთისა, რომელმაც ტურნირი მოიგო.

იუგოსლავიის ნაკრებში არაერთ შესანიშნავ ფეხბურთელს უთამაშია, მუნდიალზე მათ სადებიუტო შეხვედრაში ბრაზილიასაც კი მოუგეს, ორჯერ კი ევროპის ჩემპიონატის ფინალი ითამაშეს. თუმცა, ბევრისთვის უცნაურ ოთხკუთხედებიან წითელ და თეთრ მაისურებში გამოწყობილი ფეხბურთელებისგან ასეთი თამაშის ნახვა სიახლე იყო, თვითონ ფეხბურთელებმა კი ყურადღების ქვეშ ყოფნის ყოველი წამი იდეალურად გამოიყენეს.

ეს გუნდი უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელით იყო სავსე. გუნდის ლიდერი ზვონიმირ ბობანი გახლდათ, მთავარი შემტევი კი მადრიდის რეალის ფორვარდი დავორ შუკერი იყო, რომელიც ტურნირის ბომბარდირი გახდა. ნახევარდაცვის ლიდერი კი ლეგენდარული რობერტ პროსინეცკი იყო.

სამოქალაქო ომგამოვლილი თაობა ეროვნულ ერთიანობას იმაზე მეტად გრძნობდა, ვიდრე ნებისმიერი სხვა ნაკრები და ეს მათ ძალიან დაეხმარათ.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

„იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ერთად გავიარეთ, მოედანზე ბევრად უფრო ძლიერები ვართ. მწვანე მინდორზე ჩვენ ვერაფერი შეგვაშინებს“-ეს სიტყვები იგორ სტიმაჩმა ერთ-ერთი მატჩის შემდეგ პრესასთან საუბრისას თქვა.

გუნდის მწვრთნელი გამოცდილი მიროსლავ ბლაზევიჩი იყო, რომელმაც ხორვატიის დამოუკიდებლობისთვის თავის დროზე ბევრი იბრძოლა.

„ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ გუნდში პატრიოტიზმი გამეღვივებინა და ეს საჩვენოდ გამომეყენებინა“, ყვება ბლაზევიჩი – „ჩვენ ყველასთვის უცნობი ნაკრები ვიყავით და შანსი გვქონდა როგორც გუნდი, ასევე მშობლიური ქვეყანა ყველას ყურადღების ქვეშ მოგვექცია. ფეხბურთელების მოტივირება ძალიან ადვილი იყო, მათ ხორვატია უყვარდათ.“

იამაიკის და იაპონიის წინააღმდეგ გამარჯვებებმა, არგენტინასთან მინიმალური ანგარიშით წაგების მიუხედავად  ხორვატია 1/8 ფინალში გაიყვანა. შემდეგ კი მთავარი მატჩები დაიწყო. დავორ შუკერის გოლით ხორვატებმა რუმინეთი მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს და მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც გერმანელებს დაუპირისპირდნენ.

ხორვატიასა და გერმანიას შორის გამართული მატჩი ძალიან დაძაბული და უხეში იყო, მე-40 წუთზე კი გერმანელები 10 კაცით დარჩნენ. პირველი ტაიმის ბოლოს რობერტ იარნის გოლით ხორვატებმა უპირატესობა მოიპოვეს, 80 და 85 წუთებზე კი ვლაოჩიჩის და შუკერის გოლებით ევროპის მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ სენსაციური, სამბურთიანი სხვაობით მოგება დააფიქსირეს.

ამის შემდეგ ხორვატიის ნაკრები მთელმა მსოფლიომ გაიცნო. ისინი ბოლო ოთხ გუნდს შორის მოხვდნენ და ნახევარფინალში მასპინძელ საფრანგეთს დაუპირისპირდნენ.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

მეორე ტაიმის პირველივე წუთზე დავორ შუკერის გოლით ხორვატია დაწინაურდა, თუმცა, ამ სიხარულმა მხოლოდ ერთ წუთს გასტანა, რადგან ლილიან ტურამმა ანგარიში მაშინვე გაათანაბრა, 20 წუთის შემდეგ კი დუბლიც შეასრულა და ხორვატები ტურნირიდან გამოთიშა. ირონიულია ის ფაქტი რომ ლილიან ტურამმა საფრანგეთის ნაკრებში 142 მატჩი ჩაატარა, გოლის გატანა კი მხოლოდ ამ ნახევარფინალში მოახერხა, თანაც ორის.

ლორან ბლანის წითელი ბარათის მიუხედავად, ხორვატებმა ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხეს. თუმცა, ტურნირი მათ სევდიან ნოტაზე არ დაუმთავრებიათ.

მუნდიალის ბოლო მატჩში, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, ხორვატიის ნაკრებმა ჰოლანდიას 2:1 მოუგო და სამშობლოს სიამაყით ავსება მოახერხა.

„მთელი გუნდი ბედნიერი იყო, მე კი ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობდი“ – გაიხსენა ბლაზევიჩმა – „მაშინ რომ ცოტა მეტი გამოცდილება გვქონოდა, აუცილებლად მსოფლიო ჩემპიონები გავხდებოდით.“

დავორ შუკერმა გოლის გატანა პლეი ოფის ყველა რაუნდში მოახერხა, ტურნირის ბომბარდირი გახდა და სიმბოლურ გუნდშიც შეიყვანეს.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

ისტორიები

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply