„ხიხონის სირცხვილი“ 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, დასავლეთ გერმანიასა და ავსტრიას შორის ხიხონში ჩატარებული მატჩს ჰქვია. ეს თამაში მეორე ჯგუფის ბოლო მატჩი იყო, რადგან ალჟირმა და ჩილემ წინა დღეს ითამაშეს.

მეტოქის შედეგის წინასწარ ცოდნის გამო, გუნდებმა იცოდნენ, რომ დასავლეთ გერმანიის 1 ან 2 ბურთით მოგების შემთხვევაში, ჯგუფიდან ავსტრიელებიც გავიდოდნენ და გერმანელებიც, ალჟირი კი ბურთების სხვაობის გამო ჯგუფში ჩარჩებოდა.

ალჟირელებმა პირველ მატჩში დასავლეთ გერმანია დაამარცხეს (ამ მატჩის შესახებ ჩვენ უკვე გიამბეთ), მაგრამ ავსტრიასთან დამარცხდნენ. დასავლეთ გერმანიის ავსტრიასთან მოგების შემთხვევაში კი სამივე გუნდს 4 ქულა ექნებოდა და ჯგუფიდან გასვლას ბურთების სხვაობა გადაწყვეტდა, ფრე ან ავსტრიის მოგება კი ტურნირიდან გერმანელებს გამოთიშავდა.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

ცხრილი 1

გაუჩერებელი შეტევების შემდეგ, დასავლეთ გერმანიამ გოლის გატანა მოახერხა. გოლის შემდეგ გუნდები ბურთს მთელი თამაში საკუთარ ნახევარზე ათამაშებდნენ, მეტოქისგან პრესინგის შემთხვევაში კი ბურთს მეკარეს უგორებდნენ. ხანდახან გრძელ უმისამართო ჩაწოდებებსაც ვხედავდით, რომლებიც მეტოქისთვის ბურთის გადაცემას უფრო ჰგავდა, ვიდრე შეტევის წამოწყების მცდელობას.

მატჩის განმავლობაში თითქმის არ ყოფილა ორთაბრძოლები, ხოლო ვარდნებსა და შერკინებებზე ლაპარაკიც ზედმეტია. დარტყმით თითქმის არცერთი შეტევა მთავრდებოდა, მაგრამ დარტყმის შემთხვევაშიც, ბურთს მიზანში არავინ უშვებდა. ერთადერთი ავსტრიელი ფეხბურთელი, რომელმაც გოლის გატანა მართლა სცადა უოლტერ შახნერი იყო, თუმცა წარუმატებლად.

ეს მატჩი არცერთი გუნდის გულშემატკივრისთვის და მითუმეტეს ნეიტრალური ქომაგისთვის სასიამოვნო საყურებელი არ ყოფილა. დასავლეთ გერმანული ტელევიზიის კომენტატორმა ებერჰარდ სტანიეკმა მეორე ნახევარში მატჩის წაყვანაზე უარი თქვა. ავსტრიელმა კომენტატორმა რობერტ სიგერმა კი დაამთქნარა და გულშემატკივრებს სთხოვა, ტელევიზორი გაეთიშათ, ან სხვა არხზე გადაერთოთ. ნიუ იორკ ტაიმსის ჟურნალისტმა დაწერა, რომ მატჩი აშკარად გარიგებული იყო, მაგრამ ამის დამტკიცება შეუძლებელი გახლდათ. ესპანურმა გამოცემა ელ კომერსიომ კი მატჩის განხილვა სპორტის მაგივრად კრიმინალის სექციაში დაბეჭდა.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

მოხიბლული არც მოედანზე დამსწრე საზოგადოება ყოფილა, რომლებმაც მოთამაშეების საქციელით უკმაყოფილება ხმამაღლა გამოხატა „Fuera, Fuera” (წადით, წადით), „Argelia, Argelia” (ალჟირი, ალჟირი) და “Que se besen, que se besen” (აკოცეთ ერთმანეთს, აკოცეთ) – ეს შეძახილები გაისმოდა მინდორზე ესპანელი გულშემატკივრებისგან ელ მოლოლინონის ტრიბუნებზე მთელი მატჩის განმავლობაში. გაბრაზებულმა ალჟირელმა გულშემატკივარმა კი ფეხბურთელებს პროტესტის ნიშნად ფული აუფრიალა.

მატჩით ავსტრიელი და გერმანელი ქომაგებიც უკმაყოფილოები იყვნენ, რომლებსაც 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მსგავსი მატჩის ხილვა სურდათ, რომელსაც დღეს „კორდობას სასწაულის“ სახელით მოიხსენიებენ. ერთმა გერმანელმა გულშემატკივარმა, პროტესტის ნიშნად, ქვეყნის დროშა დაწვა.

მატჩი ანგარიშით 1:0 დასრულდა, რის შედეგადაც ტურნირს ალჟირი გამოეთიშა. ყველაფერი ბურთების სხვაობამ გადაწყვიტა, რადგან სამივე გუნდს თანაბარი ქულების რაოდენობა ჰქონდა. ავსტრიამ ჯგუფში პირველი ადგილი დათმო, იმის სანაცვლოდ რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა გარანტირებული ჰქონოდათ. შედეგად გერმანიას ესპანეთი და ინგლისი შეხვდა, ავსტრიას კი საფრანგეთი და ჩრდილოეთ ირლანდია.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

ცხრილი 2

მატჩის შემდეგ დასავლეთ გერმანელებს სასტუმროსთან გაცხარებული გულშემატკივარი დახვდა, რომლებმაც ფეხბურთელებს კვერცხები და სხვა ნივთები დაუშინა. ალჟირის წარმომადგენლებმა ფიფაში სარჩელი შეიტანეს, ალჟირის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კი ყველაფერი მსაჯს დააბრალა, მისი თქმით, არბიტრს შეხვედრა უნდა გაეჩერებინა. ფიფას გამოძიებამ წესების დარღვევა ვერ აღმოაჩინა, გერმანელთა მწვრთნელმა კი მისი გუნდი კრიტიკისგან დაიცვა და გუნდის უღიმღამო პერფორმანსი კარლ-ჰაინც რუმენიგესა და ული შტიელიკეს ტრავმებს დააბრალა. გერმანელები ფინალში გავიდნენ, სადაც იტალიასთან დამარცხდნენ. ავსტრია კი ტურნირიდან საფრანგეთმა გააგდო.

ამის შემდეგ ფიფამ და უეფამ გადაწყვიტეს ჯგუფური ეტაპის საფინალო მატჩები ყოველთვის პარალელურად ჩაეტარებინათ, ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება.

გერმანიაში ამ მატჩს „Nichtangriffspakt von Gijón“-ს (ხიხონის მშვიდობის პაქტს) უწოდებენ, ალჟირში „فضيحة خيخون“-ს (ხიხონის სკანდალს), ხოლო ავსტრიელები მატჩს ხუმრობით 1938 წლის ავსტრია-გერმანიის გაერთიანების სახელს, ანშლუსს ეძახიან.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

ისტორიები

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply