1966 წლის მუნდიალის ფინალში მერვე მუნდიალის გამარჯვებულის ვინაობა უემბლის სტადიონზე გაირკვა. მატჩი ინგლისსა და დასავლეთ გერმანიას შორის გაიმართა, ინგლისელებმა კი მეტოქეს ექსტრა ტაიმების შემდეგ 4-2 მოუგეს და ჟიულ რიმეს თასს დაეუფლნენ. ამ დღეს ინგლისის ნაკრებმა ჯერ-ჯერობით მისი ერთადერთი სანაკრებო ტიტული მოიგო. ყველაზე მეტად კი ამ ფინალს ინგლისელების მესამე გოლის გამო იხსენებენ, რომელიც დღემდე კამათის თემად რჩება. ინგლისის ამ გუნდს „უფრთო სასწაულს“ ეძახდნენ, იმ დროისთვის უჩვეულო 4-4-2 ტაქტიკის გამო.

მატჩს 96,924 ადამიანი დაესწრო, ტელევიზიით კი 32,3 მილიონმა ბრიტანელმა ნახა, რის შედეგადაც ფინალი გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში ყველაზე ყურებადი სატელევიზიო პროგრამა გახდა.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

მატჩის ანგარიში 12 წუთზე გაიხსნა, როცა ჯეკ ჩარლტონმა და გორდონ ბენკსმა ერთმანეთს ვერ გაუგეს და ჰელმუტ ჰალერის დარტყმა კარის ბადეში გაეხვა. 18 წუთზე კი ჯეფ ჰარსტმა თავისი პირველი გოლით ანგარიში გაათანაბრა. მომდევნო ერთი საათის განმავლობაში გოლი არ გასულა, 78 წუთზე კი ალან ბალის კუთხურს მარტინ პიტერსის გოლი მოჰყვა და ინგლისელები წინ გაიჭრნენ.

გერმანია დარჩენილ წუთებში მწვავე პრესინგს თამაშობდა და 89 წუთზე ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს კიდეც. ინგლისელთა მეკარე, გორდონ ბანკსი, მატჩის შემდგომ ირწმუნებოდა, რომ გოლი გერმანელ შნელინგერს ხელზე მოხვდა, 2002 წელს გამოსულ ავტობიოგრაფიაში კი ეს მოსაზრება ბანკსმა კიდევ ერთხელ გააჟღერა.

დამატებითი დრო ინგლისელთა უპირატესობით წარიმართა. ხუთი წუთის შემდეგ ბობი ჩარლტონმა ბურთი ჯერ ძელს მოარტყა, შემდეგ კი კარებს ცოტათი ააცილა. 11’ დამატებით წუთზე კი ჯეფ ჰარსტმა დუბლი შეასრულა. ბურთი ხარიხას მოხვდა, ძირს დავარდა და მცველმა გამოიტანა. არბიტრი, გოტფრიდ დინსტი გადაწყვეტილებაში დარწმუნებული არ იყო და აზრი აზერბაიჯანელ ტოფიკ ბაჰრამოვს ჰკითხა, რომლის აზრითაც ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა და შვეიცარიელმა არბიტრმა გოლი ჩათვალა. 400 მილიონმა მაყურებელმა კი იმაზე კამათი დაიწყო, გადაკვეთა თუ არა ბურთმა ხაზი.

ეს გოლი დღემდე განხილვის საკითხად ჩნდება. წესის მიხედვით, ბურთმა გოლის დროს კარის ხაზი ბოლომდე უნდა გადაკვეთოს. ინგლისელი გულშემატკივრები არგუმენტად ლაინსმენის კარგ პოზიციას და ინგლისელი როჯერ ჰანტის კომენტარს იყენებენ, რომელმაც მატჩის შემდეგ განაცხადა რომ გოლი აშკარად იყო, რის გამოც მან პირდაპირ აღნიშვნა დაიწყო და დამატებით დარტყმა აღარ უცდია, მიუხედავად იმისა, რომ ბურთთან ყველაზე ახლოს იყო.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

21 საუკუნეში, სატელევიზიო კადრების ანალიზით ჩატარებული კვლევები და სიმულაციები იტყობინებიან რომ ბურთს კარის ხაზი ბოლომდე არ გადაუკვეთავს, მხოლოდ 97%-ით. ოქსფორდის უნივერსიტეტის საინჟინერო მეცნიერების პროფესორი ენდრიუ ცისერმანი ირწმუნება, რომ ბურთს დამატებით 2,5დან 6 სანტიმეტრამდე უნდა გადაეკვეთა, რათა გოლი ჩათვლილიყო.

გერმანელების აზრით, მთავარი პრობლემა საბჭოელი ლაინსმენის მიკერძოებულობა იყო. განსაკუთრებით იმიტომ, რომ დასავლეთ გერმანიამ ნახევარფინალში სწორედ საბჭოთა კავშირი დაამარცხა. ბაჰრამოვმა მოგვიანებით განაცხადა, რომ როგორც დაინახა, ბურთი ხარიხას საერთოდ არ მოხვედრილა და ძირს ბადესთან შეხების შემდეგ დავარდა, ამიტომ მნიშვნელობა არც ჰქონია, ეხებოდა თუ არა ხაზს.

მატჩის ბოლო წუთზე, დასავლეთ გერმანელი მცველები შეტევაში გაიქცნენ ანგარიშის გათანაბრების იმედით, ბობი მურმა კი შორეული პასით ბურთი მარტო დარჩენილ ჯეფ ჰარსტს მიაწოდა, რომელიც მეკარესთან პირისპირ დარჩა და ჰეთ-თრიკი შეასრულა. მატჩის შემდეგ ჰარსტმა თქვა, რომ მისი დარტყმის მიზანი ბურთის რაც შეიძლება შორს გაგზავნა იყო, რათა დრო გაეყვანა.

ბიბისის კომენტატორი კენეტ უოლსტენჰოლმის სიტყვები კი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ ციტატად იქცა ბრიტანული ტელერეპორტაჟბის ისტორიაში: – „ბურთით ჰარსტია, ინგლისელები მოედანზე შეცვივდნენ, მათ გონიათ რომ ყველაფერი დასრულდა.. ახლა კი ყველაფერი მართლა დასრულდა, ეს მეოთხეა!“

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

ისტორიები

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply