1974 წლის მუნდიალის პლეი-ოფებში ერთმანეთს საბჭოთა კავშირი და ჩილე შეხვდნენ, ეს დაპირისპირება კი პოლიტიკური გარემოებების გამოა ცნობილი. განმეორებითი მატჩი ესტადიო ნასიონალ დე ჩილეზე უნდა გამართულიყო, ქალაქ სანტიაგოში. მატჩამდე ორი თვით ადრე აუგუსტო პინოჩეტის რეჟიმისთვის უსიამოვნო ადამიანების დაპატიმრება და სწორედ ამ მოედანზე დახოცვა მოხდა. საბჭოთა კავშირმა ფიფას სთხოვა მატჩისთვის სხვა სტადიონი შეერჩიათ, მაგრამ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, საბჭოთა კავშირმა კი ამ სტადიონზე გამოცხადებაზე უარი თქვა. ჩილელებმა გოლი ცარიელ კარში გაიტანეს, არბიტრმა კი საფინალო სასტვენი გააჟღერა. ჩილე 1974 წლის მუნდიალზე გავიდა, სადაც პირველივე ეტაპზე დამარცხდნენ.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

სალვადორ ალენდეს გადაგდების შემდეგ აუგუსტო პინოჩეტმა 1973 წლის სექტემბერში ათასობით ადამიანი ესტადიო ნასიონალზე დაამწყვდია, აწამა და მოკლა. ეს ყველაფერი 7 ნოემბრამდე გაგრძელდა. საბჭოთა კავშირსა და ჩილეს შორის საკვალიფიკაციო მატჩი კი 21 ნოემბერს იყო დაგეგმილი.

გადატრიალების შემდეგ პინოჩეტის რეჟიმმა ჩილელებს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა: ამასთან ერთად რეჟიმის ანტი-კომუნისტური განწყობისთვის მშობლიური ნაკრების მტრის სამშობლოში თამაში სასიამოვნო მოვლენა არ ყოფილა. ამისდა მიუხედავად, პინოჩეტი ქვეყნის იმიჯის შენარჩუნებას ცდილობდა, რის გამოც ჩილელებს მოსკოვში გამგზავრების უფლება მისცა. ფეხბურთელებს პოლიტიკური პოზიციების გამოხატვის უფლება არ ჰქონდათ, მათი ოჯახის წევრები კი პარალელურად სამხედრო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ. ფეხბურთელების ნაწილი ალენდეს მთავრობასთან საკმაოდ კარგი ურთიერთობით გამოირჩეოდა, საბჭოთა კავშირი კი პინოჩეტის მთავრობას არ სცნობდა და გადატრიალებას კატეგორიულად გმობდა, რის გამოც ჩილესთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.

მოსკოვის აეროპორტში ჩილელებს არცერთი ოფიციალური წარმომადგენელი არ დახვდა, ლეონარდო ველისი კი შემდეგ ამბავს ყვება – „მოსკოვში ჩილელი სტუდენტი შემხვდა, რომელიც კომუნისტი ემიგრანტის შვილი იყო. ვურჩიე ჩილეში დაბრუნებაზე არც კი ეფიქრა, რადგან ნებისმიერი წითელი კვალი ძალიან სახიფათო იქნებოდა.“

პირველი მატჩი მოსკოვში გადატრიალებიდან ორი კვირის შემდეგ გაიმართა, რამაც მატჩი პოლიტიკურ ჭრილში მოაქცია. საბჭოთა წარმომადგენლებმა მინდორზე ჟურნალისტების შესვლა აკრძალეს. მატჩის წინ ჭორები დადიოდა, თითქოს სსრკ ჩილელი ფეხბურთელების დაპატიმრებას და მათ სანაცვლოდ პოლიტპატიმრების განთავისუფლების მოთხოვნას აპირებდა, რის გამოც მატჩი კინაღამ გადაიდო. თამაში ფრედ, 0:0 დასრულდა.

განმეორებითი მატჩის წინ სსრკ-მ მატჩის ნეიტრალურ ქვეყანაში ჩატარება მოითხოვა, მაგრამ ეს მოთხოვნა ფიფამაც და ჩილემაც უარყო.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

ფიფამ კომიტეტი შექმნა, რომელმაც ესტადიო ნასიონალი შეისწავლა, რომელიც მატჩისთვის მოამზადეს, მაგრამ იქ ჯერ კიდევ 7,000 პატიმარი იმყოფებოდა. როგორც გრეგორიო მენა  (ერთ-ერთი დაპატიმრებული პოლიტიკოსი) ამბობს, კომიტეტმა მინდორი დაათვალიერა, პატიმრებს თვალი გადაავლო და თქვა, რომ თამაშის ჩატარება ამ მინდორზე თავისუფლად შეიძლებოდა.

საბჭოელები ჩილეში არ გაემგზავრნენ, მიზეზად კი პოლიტიკური და უსაფრთხოების მიზეზები დაასახელეს. მათი არგუმენტი ის იყო რომ ეროვნული სტადიონი არაკანონიერ ციხედ იყო ქცეული, სადაც 7,000ზე მეტი პოლიტპატიმარი იყო დამწყვდეული და სალვადორ ალენდეს მოკავშირეებს აწამებდნენ. სსრკ-ს გადაწყვეტილებას რამდენიმე ქვეყანამ დაუჭირა მხარი, მათ შორის აღმოსავლეთ გერმანიამაც.

მატჩი 30 წამს გაგრძელდა, რაც ჩილელებისთვის გოლის გასატანად საკმარისი აღმოჩნდა. ფრანცისკო ვალდესმა ბურთი ცარიელ კარში გაიტანა, რის შემდეგაც საფინალო სასტვენი გაისმა.

საბჭოთა კავშირის ფეხბურთელებმა მომდევნო წლებში თქვეს, რომ სსრკ-ს მოწინააღმდეგე პოლიტიკური იდეოლოგიის მქონე გუნდთან დაპირისპირებას, ერჩივნა მსოფლიოს თვალში მორალური გამარჯვება ეზეიმა.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

 

ისტორიები

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply