ურუგვაი და განა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალურ ეტაპზე ერთმანეთს სოქერ სიტის სტადიონზე, იოჰანესბურგში, დაუპირისპირდნენ და ერთმანეთში ნახევარფინალის საგზური გაითამაშეს. ეს გუნდები ერთმანეთს ოფიციალურ მატჩში პირველად შეხვდნენ.

დრამატული 120 წუთის შემდეგ, რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა, ურუგვაიმ პენალტების სერიაში 4:2 იმარჯვა. მატჩის საწყის პერიოდში ურუგვაი დომინირებდა, მაგრამ პირველ ტაიმში მათმა კაპიტანმა, დიეგო ლუგანომ ტრავმა მიიღო. შესვენებამდე წუთებით ადრე განამ უპირატესობა სალი მუნტარის გოლით მოიპოვა, რომელმაც ბურთი კარში 40 იარდის მანძილიდან გაიტანა. მეორე ტაიმში დიეგო ფორლანმა ანგარიში ულამაზესი გოლით გაათანაბრა. დამატებითი დროის ბოლო წუთებზე, განას საჯარიმო დარტყმიდან ჩაწოდებულ ბურთს, სტივენ აპიას დარტყმა მოჰყვა, რომელიც კარის ხაზიდან ლუის სუარესმა მუხლით გამოიტანა, დამატებაზე დომინიკ ადიას დარტყმული კი სუარესმა ამჯერად ხელით გააჩერა და 121’ წუთზე განას გამარჯვების გოლი წაართვა. სუარესმა წითელი ბარათი მიიღო, ურუგვაის კარში კი პენალტი დაინიშნა, რომელიც ასამოა გიანმა კარს ააცილა. სუარესმა ეს ეპიზოდი გასახდელის კიბეებიდან ემოციურად აღნიშნა.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

პენალტების სერიაში ასამოა გიანმა თავისი პენალტი ზუსტად შეასრულა, ისევე, როგორც ყველა სხვა ფეხბურთელმა სანამ ფერნანდო მუსლერამ განელების მესამე დარტყმა არ მოიგერია. ამის შემდეგ მაქსი პერეირამ ბურთი კარს ააცილა, მაგრამ მუსლერამ კიდევ ერთი პენალტი აიღო. სებასტიან აბრეუმ კი გადამწყვეტი პენალტი პანენკას სტილში გაიტანა.

მატჩის შემდეგ სუარესმა განაცხადა, რომ „ტურნირის საუკეთესო სეივი“- განახორციელა და დიეგო მარადონას ხელბურთი გაიხსენა, მეტიც, დიეგო მარადონას „ღმერთის ხელი“ თამამად მიისაკუთრა და თქვა, რომ ეს ხელი ახლა მას ეკუთვნოდა. ეს სენტიმენტი დიეგო ფორლანმაც გაიზიარა, რომელმაც ნახევარფინალის საგზურის მოპოვება ლუის სუარესის პირად მიღწევად ჩათვალა.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

განელთა მწვრთნელის აზრით, ეს მატჩი დიდი უსამართლობა იყო, სუარესი კი ბოროტმოქმედი, რომელმაც გამარჯვებას მშიშრულად მიაღწია.

ურუგვაელთა მწვრთნელი, ოსკარ ტაბარესი, ამ ყველაფერს არ დაეთანხმა და სუარესი გაამართლა. „საჯარიმოში ხელით თამაში მართლა იყო, სუარესი დამსახურებულად გააგდეს. იმის თქმა, რომ განა უსამართლოდ გავარდა სისულელეა, მათ პენალტი დაარტყეს, როგორც წესი და რიგი იყო. ჩემმა ფეხბურთელმა შეცდომა დაუშვა, მაგრამ ყველაფერი სამართლიანად მოხდა.“

განას შანსი ჰქონდა ისტორიაში პირველი აფრიკული გუნდი გამხდარიყო, რომელმაც მუნდიალის ნახევარფინალურ ეტაპს მიაღწია, თუმცა აქამდე სულ ცოტა დააკლდათ. როგორც გამოცემები წერდნენ, სუარესი მთელს აფრიკის კონტინენტს შეზიზღდა.

გულშემატკივართა ნაწილი მის საქციელს გმირულად მიიჩნევს, რომელმაც თავი საკუთარი ნაკრების წარმატებას შეწირა. ამას ასამოა გიანიც დაეთანხმა, რომელმაც პენალტი გააცუდა:- „ჩემი აზრით, სუარესი საკუთარი ქვეყნის გმირია. მან მატჩი გადაარჩინა.“

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

ისტორიები

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply