2002 წლის ზაფხული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური იყო. ამ ზაფხულის მუნდიალზე ჩვენ „დავითის და გოლიათის“ ბრძოლები, გამოსყიდული დანაშაულები და მრავალი სხვა ვიხილეთ. ბექჰემმა არგენტინას პენალტი გაუტანა, რითიც ოთხი წლის წინ მიღებული ტრავმა მოიშუშა. 98 წლის აჩრდილები რონალდოსაც არ ასვენებდნენ, რომელმაც მუნდიალზე 8 გოლი გაიტანა და ტურნირის მოგება შეძლო.

ყველაზე მეტად ეს მუნდიალი ხალხს სენსაციებით ახსოვს. მართალია, იოკოჰამაში ჩატარებული ფინალი ორ ყველაზე წარმატებულ გუნდს შორის შედგა, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, უამრავი გრანდი ტურნირს ბევრად უფრო ადრე გამოეთიშა, ვიდრე ამას ხალხი ელოდა. მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთი  ჯგუფიდან ისე გავარდა, რომ ერთი ქულაც არ აუღია. პორტუგალია, ესპანეთი და იტალია კი ბევრად ადრე გამოეთიშნენ, ვიდრე ვინმე ელოდა.

როგორც წესი, სუსტი გუნდის მიერ ძლიერი მეტოქის დამარცხება ნეიტრალურ გულშემატკივარს ყოველთვის უხარია ხოლმე. მაგრამ სამხრეთ კორეისა და იტალიის მატჩი იშვიათი გამონაკლისი იყო. ეს მატჩი სამხრეთ კორეას არ მოუგია, არამედ იტალიას წაართვეს.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

მსოფლიო ჩემპიონატის ორ სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარება უკვე საკმაოდ სკანდალური გადაწყვეტილება იყო, აქამდე იაპონიას მსოფლიო ჩემპიონატზე ნათამაშებიც არ ჰქონდა, ხოლო ორი ქვეყანა ერთმანეთს არც კი ესაზღვრებოდა. აზიელებისთვის ეს მუნდიალი საკმაოდ წარმატებული იყო და მას სიხარულითაც იხსენებენ ხოლმე, პრეტენზიების უმეტესობა ევროპელებისგან მოდის.

მუნდიალზე იტალიამ ბოლო სირცხვილი  1966 წელს განიცადა, მაშინ იტალიელებმა ჩრდილოეთ კორეასთან წააგეს. ის მატჩი გუნდს იტალიამ არ აპატია და ფეხბურთელების ნაწილს ნაკრებში აღარასდროს უთამაშია. თუმცა, 2002 წელს ყველაფერი სხვაგვარად მოხდა, პრესა იმდენად იყო „დიეტროლოგიაში“ დარწმუნებული, რომ ფეხბურთელები არავის გაუკრიტიკებია.

დიეტროლოგია იტალიური სიტყვაა, რომელიც ნიშნავს, რომ მოვლენების ოფიციალური ვერსია ტყუილია და სინამდვილეში სხვა რამ მოხდა. ანუ, ყველაფერი „ჩაწყობილი“ იყო. იტალიელებს ეჭვიც არ ეპარებოდათ, რომ ჯანლუიჯი ბუფონით, ალესანდრო ნესტათი, ანდრეა პირლოთი და ალესანდრო დელ პიეროთი დაკომპლექტებულ გუნდს სამხრეთ კორეა წმინდა საფეხბურთო მატჩში ვერ დაამარცხებდა.

განსაკუთრებულად კრიტიკდებოდა ეკვადორელი მსაჯი ბრაიან მორენა. მისი გადაწყვეტილებები იმდენად უსამართლოდ ჩათვალეს, რომ მსაჯის კრიტიკაში მთავრობის წევრებიც კი ჩაერთვნენ. „ასეთი რამ არასდროს მინახავს, თითქოს ფიფა ადგა და მოილაპარაკა, რომ ტურნირიდან უნდა გამოვეთიშეთ,“- განაცხადა მაშინდელმა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დრამა მატჩში მალევე დაიწყო, იტალიელთა კარში პენალტი მეოთხე წუთზე დაიდო. დღემდე რთული სათქმელია, იყო თუ არა პენალტი დასანიშნი. თუმცა, ბუფონმა პენალტის მოგერიება ადვილად შეძლო. ამის შემდეგ, მთელი მატჩი საეჭვო გადაწყვეტილებებით მიმდინარეობდა.

იდაყვის და ფეხის ჩარტყმები, სიმულაცია, ხელის კვრები ორივე მხრიდან. ყველაზე საკამათო ეპიზოდები დამატებით დროში მოხდა. პირველ რიგში, ფრანჩესკო ტოტი მოედნიდან სიმულაციისთვის გააძევეს, განმეორებაზე კი კონტაქტი ნათლად ჩანდა. შემდეგ, დამიანო ტომასის გოლი გააუქმეს შეცდომით, რაც იტალიის მეხუთე გაუქმებული გოლი იყო ამ ტურნირზე.

შეთქმულების თეორიებს ნავთი იმ ფაქტმაც დაუსხა, რომ მორენო არაერთი ფიფას გამოძიების ობიექტი იყო. ერთ-ერთ ეკვადორის ჩემპიონატის მატჩში, მორენომ 13 წუთი დაამატა, რომელშიც მასპინძელმა გუნდმა „ქამბექი“ გააკეთა. შემდეგ კი იგი ამერიკაში ჰეროინის შეპარებას ცდილობდა.

სამხრეთ კორეელებისთვის, ამ დღის სუპერვარსკვლავი ან იუნგ-ჰუანი იყო. მან პენალტი გააცუდა, მაგრამ ექსტრა ტაიმის ბოლო წუთებზე მეორე სართლულზე ბრძოლაში პაოლო მალდინის აჯობა და ბუფონის კარში ოქროს გოლი გაიტანა. ამ გოლმა იგი სამშობლოში გმირად აქცია, მაგრამ ევროპაში თამაშის პერსპექტივა მოუკლა.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

ფეხბურთელი ამ დროს სერია ა-ს კლუბ პერუგიაში იყო განათხოვრებული და სეზონში სულ რაღაც 5 გოლი ჰქონდა გატანილი. თუმცა, მისმა კლუბმა მსოფლიო ჩემპიონატის მოვლენები კარგად არ მიიღო. „იგი პერუგიას ფეხბურთელი ვეღარასდროს იქნება. სუპერვარსკვლავობა თუ უნდოდა, შეეძლო ასეთი ფეხბურთი სერია ა-ში ეთამაშა.“ თქვა გუნდის მფლობელმა, ლუსიანო გაუჩიმ.

სკანდალები აქ არ დასრულებულა, მეოთხედფინალში კორეელებმა პენალტების სერიაში ესპანელები დაამარცხეს და ევროპული მედია კიდევ უფრო განარისხეს. ის ფაქტი, რომ მსაჯები სამხრეთ კორეას ეხმარებოდნენ, ოფიციალურად დღემდე არ არის დამტკიცებული. ხოლო აზიელების აზრით სამხრეთ კორეელების შესანიშნავი პერფორმანსი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მოვლენა იყო.

სიბრაზე მალავს იმ ფაქტს, რომ იტალიამ კორეელების წინააღმდეგაც და ზოგადად ტურნირზეც სამარცხვინოდ ითამაშა. ყველაფრის მორენოზე გადაბრალება იოლია, თუმცა, ალბათ არბიტრი იტალიელების წარუმატებლობის ერთადერთი მიზეზი არ ყოფილა.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

ისტორიები

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply