1960 წელს კარიბის კრიზისის კულმინაციასა და ბერლინის კედლის აშენებამდე თვეებით ადრე, პოლიტიკოსები ევროპის გაერთიანებას სასოწარკვეთილად ცდილობდნენ. ორი მსოფლიო ომის შემდეგ, ეს კონტინენტს ძალიან სჭირდებოდა.

ფეხბურთი, ბევრის აზრით, ამის საუკეთესო საშუალება იყო. ფრანგები, რომელთა ქვეყანაც გლობალურმა კონფლიქტებმა ძალიან დააზიანა, გაერთიანების იდეას დიდი იმედით უყურებდნენ. ლეგენდარული ჟიულ რიმე, რომლის სახელსაც მსოფლიო ჩემპიონატის პირველი თასი ატარებდა, მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი შთამაგონებელი იყო, უეფას შექმნა და ჩემპიონთა თასის ჩატარება კი ასევე ფრანგი ჟურნალისტების დახმარებით მოხდა.

ევროპის ჩემპიონატის ჩატარების იდეა ჰენრი დელაუნეის ეკუთვნის. 1960 წლის ევროპის ჩემპიონატი პირველი ასეთი ტურნირი იყო. წვეულებაზე დასწრება ყველას არ უნდოდა, ინგლისმა, დასავლეთ გერმანიამ და იტალიამ ტურნირზე მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

საბჭოთა კავშირს იმ იდეის პროპაგანდირება სურდა, რომ კომუნისტური ცხოვრების წესს ადამიანი ჯანმრთელობისა და გამორჩეული სპორტული ნიჭისკენ მიჰყავს. ევრო 1960-ში მონაწილეობა მხოლოდ 17მა ნაკრებმა მიიღო: ირლანდია, ჩეხოსლოვაკია, სსრკ, უნგრეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, თურქეთი, ნორვეგია, ავსტრია, იუგოსლავია, ბულგარეთი, აღმოსავლეთ გერმანია, პორტუგალია, პოლონეთი, ესპანეთი და დანია. ტურნირი ჯგუფური ეტაპის გარეშე ჩატარდა.

თავიდანვე აშკარა იყო, რომ საბჭოელები ტურნირს სერიოზულად უდგებოდნენ. პირველი მატჩი სსრკ-მ უნგრეთის წინააღმდეგ გამართა, მატჩს კი მოსკოვში 100,000ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. სსრკ-მ მატჩი 3:1 მოიგო, მეორე გოლი კი ქართველმა სლავა მეტრეველმა გაიტანა.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

გავრილ კაჩალინმა, რომელიც მოსკოვიდან იყო, გუნდი ძირითადად მოსკოველი ფეხბურთელებით დააკომპლექტა, თუმცა, ფეხბურთელები როსტოვიდან და თბილისიდანაც იყვნენ. გივი ჩოხელი, სლავა მეტრეველი და მიხეილ მესხი ფინალის სასტარტო თერთმეტეულში მოხვდნენ.

შემდეგ ეტაპზე საბჭოელებს ძალიან გაუმართლათ. კენჭისყრამ ისინი ესპანეთს დაუპირისპირა, ფრანკოს რეჟიმის ქვეშ მყოფმა გუნდმა კი ბრძანება მიიღო, რომ სახლში დაბრუნებულიყვნენ. ფრანკომ ეს გადაწყვეტილება ესპანეთის სამოქალაქო ომში კომუნისტების მონაწილეობის გამო მიიღო. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მმართველმა ალფონსო დე ლა ფუენტემ საქმეში ჩარევა სცადა, ლაპარაკი ნეიტრალურ მინდორზეც მიდიოდა, მაგრამ ფრანკომ მისი გადაწყვეტილება არ შეცვალა.

ესპანეთი, რომელსაც ალფრედო დი სტეფანოს, პაკო ხენტოს, ლუის სუარესის და ლადისლაო კუბალას დონის ფეხბურთელები ჰყავდა, ტურნირს ავტომატურად გამოეთიშა, კაჩალინის გუნდი კი ნახევარფინალში გავიდა. ესპანეთის ნაკრებმა კონტინენტზე შთაბეჭდილების მოხდენის შანსი ხელიდან გაუშვა, არადა, ამ დროს, მადრიდის რეალი ზედიზედ მეხუთე ჩემპიონთა თასის მოგებას ზეიმობდა.

ნახევარფინალები და ფინალი საფრანგეთში გაიმართა, სადაც ფრანგებმა იუგოსლავიის წინააღმდეგ ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი მატჩი ჩაატარეს, რომელიც 4:2დან 4 წუთში გაკეთებული ქამბექის შემდეგ, იუგოსლავიამ 5:4 მოიგო. მარსელში კი სსრკ-მ ჩეხეთის ნაკრები ადვილად, 3:0 დაამარცხა.

ფინალში ერთმანეთს ბოლო ორი ოლიმპიური ჩემპიონი შეხვდა, გუნდების შემადგენლობები კი დიდწილად უცვლელი იყო.

ანგარიში ბელგრადის ფორვარდმა, მილან გალიჩმა გახსნა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი სლავა მეტრეველმა თანასწორობა აღადგინა.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

მატჩი დამატებით დროში გადავიდა და პენალტებამდე 7 წუთით ადრე ვიქტორ პონედელნიკმა თავური დარტყმით საბჭოთა კავშირს გამარჯვება მოუტანა.

როგორც ამბობენ, ამ დროს არცერთ საბჭოთა ბინაში შუქი ჩამქვრალი არ ყოფილა და ყველა ოჯახი რადიოს საშუალებით მატჩს უსმენდა. არავის ეძინა, ყველა ზეიმობდა.

1960 წლის გუნდში ფეხბურთის არაერთი ლეგენდა ირიცხებოდა. პირველ რიგში, მიხეილ მესხი, რომელიც თბილისის დინამოში თამაშობდა და ევროპელები „ქართველი გარინჩას“ სახელით იცნობდნენ. ასევე ლევ იაშინი, რომელიც, ბევრის აზრით, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია.

პარიზში ჩატარებული ფინალის შემდეგ მადრიდის რეალის პრეზიდენტი სანტიაგო ბერნაბეუ საბჭოელთა გასახდელში ჩავიდა და გუნდის ლიდერებს რეალში გადასვლა შესთავაზა. ბერნაბეუმ მათ ცარიელი ჩეკიც გაუწოდა და შესთავაზა, სატრანსფერო თანხა თავად ჩაეწერათ. თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო, ამ შემოთავაზებაზე დათანხმება ფეხბურთელებისთვის შეუძლებელი იყო.

ბევრი ადამიანი დღემდე თვლის, რომ საბჭოთა კავშირის ნაკრები ბევრად უფრო წარმატებული უნდა ყოფილიყო. ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კი ქართველი ფეხბურთელების დაუფასებლობა შეგვიძლია მივიჩნიოთ.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

ისტორიები

 

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply