საფრანგეთი 2002 წლის მუნდიალზე ორმაგი ჩემპიონის სტატუსით გაემგზავრა, მათ 1998 წლის მუნდიალი და ევრო 2000 ჰქონდათ მოგებული. სუპერვარსკვლავებით სავსე გუნდში ისეთი ფეხბურთელები თამაშობდნენ, როგორებიც არიან: ლილიან ტურამი, ტიერი ანრი, მარსელ დესალი და ზინედინ ზიდანი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ გუნდისადმი დიდი მოლოდინი იყო.

ჯგუფში მათი პირველი მეტოქე სენეგალი გახლდათ, რომელიც მუნდიალზე პირველად გამოდიოდა. ამ დაპირისპირებამ საინტერესო ნარატივა წამოწია წინ: სენეგალის ნაკრების თითქმის ყველა ფეხბურთელი საფრანგეთის ჩემპიონატებში თამაშობდა, რადგან წლების წინ ფრანგებს სენეგალის კოლონიზაცია ჰქონდათ მოხდენილი.

ორ ქვეყანას ბევრი საერთო ჰქონდა, მაგრამ ამ მატჩს მხოლოდ ერთი ფავორიტი ჰყავდა. ამ სენტიმენტს პატრიკ ვიეირაც იზიარებდა, რომელმაც მატჩისწინა ინტერვიუში სენეგალის შანსები უარყოფითად შეაფასა.

სენეგალმა ხიფათი პირველივე წუთებიდან შექმნა. ისინი კონტრშეტევებზე ძალიან ადვილად გადადიოდნენ, ელ-ჰაჯი დიუფი კი ძალიან ჭკვიანურ დრიბლინგთან ერთად ბურთს ასევე კარგად ანაწილებდა. სწორედ დიუფმა შექმნა ეპიზოდი, რომელსაც მატჩის პირველი და ერთადერთი გოლი მოჰყვა.

იგი მარცხენა ფლანგზე ფრანკ ლებეფს გასცდა და პაპა ბუბა დიოპს დაბალი ბურთი ჩაუწოდა. ნახევარმცველის დარტყმული ფაბიენ ბარტეზმა აიღო, მაგრამ გადმოვარდნილ ბურთზე დიოპმა ემანუელ პეტის დაასწრო და ანგარიში გახსნა.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

აფრიკელებმა ტრიბუნებზე ცეკვა დაიწყეს, ფეხბურთელები კი იმავეს კუთხურის ალამთან აკეთებდნენ. დიოპმა მაისური გაიხადა, ძირს დააგდო და გუნდელებს მოუწოდა მის გარშემო ეცეკვათ. ეს ამ მუნდიალის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კადრია. ამ ცეკვას სენეგალელი ბავშვები დღესაც იმეორებენ.

მოსადუნებლად სენეგალელებს დრო ნამდვილად არ ჰქონიათ, მათ ერთი საათი უნდა ეთამაშათ ფრანგების წინააღმდეგ. დავიდ ტრეზეგემ დიოპის გოლამდე ბურთი ძელს უკვე მოარტყა, ანრიმ კი ეს გოლის შემდეგ გააკეთა.

საფინალო სასტვენის შემდეგ ფრანგები გაოგნებულები იყვნენ, სენეგალელების ნაწილი მინდორზე დაწვა, მეორე ნაწილი კი ისე დარბოდა, წარმოდგენა არ ჰქონდათ რა უნდა ექნათ. ეს მატჩი სენეგალის ისტორიაში ყველაზე დიდი მოვლენა იყო.

ამ მატჩში უკვე ჩანდა, თუ რა გველოდა მომდევნო ორ ტურში. საფრანგეთს გოლის გატანა არც ამის შემდეგ გამოსვლია, ურუგვაისთან ფრანგებმა 0:0 ითამაშეს, დანიის წინააღმდეგ კი 2:0 წააგეს. საფრანგეთის ნაკრები პირველი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი გახდა, რომელმაც მომდევნო ტურნირზე ერთი გოლის გატანაც ვერ მოახერხა. გასაკვირი არ არის, რომ გუნდის მწვრთნელი, როჯერ ლემერი, თანამდებობიდან მალევე დაითხოვეს.

სენეგალმა მომდევნო ორი მატჩი ფრედ ითამაშა და ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდა. მერვედფინალში აფრიკელებმა შვედეთის დამარცხება მოახერხეს, ტურნირს კი მეოთხედფინალში, თურქეთის წინააღმდეგ, გამოეთიშნენ.

უკვე ზედიზედ სამი მუნდიალია მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ტურნირს ჯგუფურ ეტაპზე ტოვებს (იტალია 2010ში, ესპანეთი 2014ში, გერმანია 2018ში), თუმცა, იმ დროისთვის ეს ძალიან იშვიათი მოვლენა იყო. სენეგალისა და საფრანგეთის მატჩმა სანაკრებო ფეხბურთის მომავალზე ძალიან დიდი გავლენა იქონია.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

ისტორიები

 

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply