ევრო 2000ს ფინალში საფრანგეთის ნაკრებმა იტალია როტერდამში ანგარიშით 2:1 დაამარცხა და დუბლი შეასრულა, როცა მუნდიალი და ევროპის ჩემპიონატი ზედიზედ მოიგო.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

საფრანგეთი ისტორიაში მეორე ნაკრები გახდა, ვინც მოქმედი ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი ერთად იყო. მატჩის დასრულების შემდეგ ფეინოორდის სტადიონი გახარებული გულშემატკივრებით აივსო და წვეულება დაიწყო, რომელიც გამთენიამდე არ გაჩერებულა. მსგავსი ზეიმი საფრანგეთის ყველა ქალაქში გაიმართა.

პარიზში 12,000 მაყურებელი ჰოტელ დე ვილეს ეზოში ადევნებდა მატჩს თვალყურს დიდ ეკრანზე, გოლის შემდეგ კი ყველამ „on est champions”ის სიმღერა დაიწყო.

ეს მეორე ევროს ფინალი იყო, რომელიც ოქროს გოლით გადაწყდა. პირველი ევრო 96-ზე მოხდა, გერმანიასა და ჩეხეთს შორის მატჩში. ეს საფრანგეთისთვის პირველი სანაკრებო ტიტული იყო, რომელიც მათ სამშობლოს მიღმა მოიგეს. ევრო 1984 და 1998 წლის მუნდიალი მათ პარიზში მოიგეს.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!


ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ზინედინ ზიდანი დასახელდა, თუმცა ფრანგმა ნახევარმცველმა ოქროს ბურთის მოგება ვერ მოახერხა, მას 16 ქულით ლუიშ ფიგუმ აჯობა (ფიგუს 197 ხმა ქონდა, ზიდანს კი 181)

თვითონ ზიდანის აზრით, ევრო 2000 მისი კარიერის პიკი იყო, Uefa.com კი წერს რომ ბელგიასა და ნიდერლანდებში ზიდანმა სანაკრებო ტურნირზე ისეთი დომინირება აჩვენა, რომელიც საფეხბურთო სამყაროს დიეგო მარადონას 1986 წლის მუნდიალის შემდეგ ნანახი არ ჰქონდა. დანიასთან სასტარტო მატჩიდან ფინალამდე, ზიზუ ბრწყინავდა, მეტოქეებს აჯადოვებდა, ნახევარდაცვას აკონტროლებდა და საკუთარ მიზნებს იდეალურად ახოცრიელებდა.

¼ და ½ ფინალებში ესპანეთისა და პორტუგალიის წინააღმდეგ ზიდანმა მნიშვნელოვანი გოლები გაიტანა, ესპანელებს მან ჯარიმა შეუგდო, პორტუგალიას კი ოქროს გოლი გაუტანა.

ფინალში ფრანგები იტალიის წინააღმდეგ მარცხდებოდნენ, მაგრამ 93’ წუთზე ვილტორდმა მახვილი კუთხიდან ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, 103’ წუთზე კი დავიდ ტრეზეგემ უძლიერესი დარტყმით ბურთი ტოლდოს კარის ცხრიანში მოარტყა და მატჩი დაასრულა.

ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში ლორან ბლანი, პატრიკ ვიეირა, ზინედინ ზიდანი და ლილიან ტურამი მოხვდნენ.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

ისტორიები

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply