„სასწაული მოვახდინეთ, ეს დაუჯერებელია“-თქვა ბერძენთა მწვრთნელმა, ოტო რეჰაგელმა.- „სიურპრიზები ფეხბურთში ხშირად ხდება, ჩვენ კი ყველაზე დიდი სიურპრიზი მოვახდინეთ“.

საბერძნეთმა, რომელსაც იქამდე ტურნირზე ერთი მატჩიც არ ჰქონდა მოგებული, ევრო 2004 მოიგო. ამხელა სენსაციები საერთაშორისო ფეხბურთში თითქმის არასდროს ხდება. ასეთი მცირე რესურსის მქონე გუნდისგან ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგება, თან ისე, რომ ტურნირის მასპინძლები, მოქმედი ჩემპიონები და მთავარი ფავორიტები დაამარცხა, უპრეცედენტო მიღწევა იყო.

ამისდა მიუხედავად, 2004 წლის საბერძნეთის გუნდს ისე იხსენებენ, როგორც ანტიფეხბურთის ყველაზე მკაფიო გამოვლინებას. ტელეგრაფმა ფინალური მატჩის შემდეგ დაწერა, რომ „ფეხბურთს ბერძნების თამაშის ყურებისას ცრემლები წამოუვიდა“. ნეგატიურმა და დაცვითმა გუნდმა ტურნირის ბოლომდე გაძლო და ევროპის საუკეთესო გუნდები დაამარცხა. საბერძნეთმა ტიტული არა ფეხბურთით, არამედ ფეხბურთის წინააღმდეგ მოიგო, ყოველ შემთხვევაში, ასე წერდნენ ტაბლოიდები.

თუმცა, ბერძნების პერსპექტივიდან ეს ტრიუმფი ტაქტიკური განჭვრეტის შედეგი იყო. მათი აზრით, გუნდმა ყველა მოწინააღმდეგე გააუფასურა და სათითაოდ ყველა შანსი,რაც მიეცა, მაქსიმალურად გამოიყენა. გუნდისთვის, რომელსაც არასდროს არაფერი ჰქონდა მოგებული, ეს აღსანიშნავი წარმატება იყო.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

ევრო 2004მდე, საბერძნეთს სანაკრებო ტურნირებზე სულ 6 მატჩი ჰქონდა ჩატარებული, მოგებული კი არცერთი. ევრო 1980სა და 1994 წლის მუნდიალზე გუნდმა ხუთი მატჩი წააგო, ერთი კი ფრედ დაასრულა. 2004ში საბერძნეთი საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ ადგილზე გავიდა, ტურნირზე კი ესპანეთი ჩატოვა ჯგუფში. ამის შემდეგაც კი, გუნდს არავინ აფასებდა. მშობლიურ ქვეყანაშიც კი იმით იყვნენ კმაყოფილები, რომ გუნდმა ჯგუფიდან გასვლა მაინც მოახერხა.

რეჰაგელის თავკაცობით, საბერძნეთი აშკარა პროგრესს განიცდიდა. ამ მწვრთნელის მტკიცე ფილოსოფია ბუნდესლიგაში გატარებული წლების დროს ჩამოყალიბდა, გუნდში მეორე სართულზე თამაში უმნიშვნელოვანეს იყო, შეტევაში კი გუნდი კონტრიერიშებზე მიდიოდა, ფლანგებიდან. რეჰაგელი თვლიდა, რომ ტექნიკურ ფეხბურთს ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული შეტევა ჯობდა, ეს სტილი კი საბერძნეთის ნაკრებსაც მოარგო.

ოტო რეჰაგელის საბერძნეთის ნაკრები საკუთარი წყობის ადაპტაციაშიც საკმაოდ ძლიერი იყო, ეს ფლეი ოფებში კარგად გამოჩნდა. სპეციალისტი თვლიდა, რომ რადგან ბერძნები აუტსაიდერები იყვნენ, ფორმაცია მთლიანად მოწინააღმდეგე გუნდზე უნდა მოერგოთ. ერთადერთი, რაც არასდროს იცვლებოდა, ერთი ნახევარმცველი იყო, რომელიც ცენტრალურ მცველებს აზღვევდა.

ბერძნებმა ტურნირი ზუსტად ისე დაიწყეს, როგორც დაასრულეს – პორტუგალიასთან გამარჯვებით. პირველი სენსაცია სწორედ ამ დროს შემოგვთავაზეს, როცა ტურნირის მასპინძლები მშობლიურ მინდორზე 2:1 დაამარცხეს. მეორე ტურში ესპანეთთან ფრე ითამაშეს, რუსეთთან წაგების მიუხედავად მეორე ადგილი დაიკავეს.

ფლეი ოფის რაუნდში ოცნებები უკვე რეალობად იქცა. საფრანგეთის და ჩეხეთის დამარცხებით ბერძნებმა ტურნირიდან მოქმედი ჩემპიონი და ყველაზე შედეგიანი შემტევი ხაზი გააგდეს. ისინი ფინალში გავიდნენ, სადაც გადახალისებული პორტუგალია ელოდათ.

პორტუგალიელებთან მატჩისთვის რეჰაგელი ტრადიციულ ოთხ კაციან დაცვას დაუბრუნდა, რადგან პორტუგალია ერთი ფორვარდით თამაშობდა. რონალდუს, დეკუს, პაულეტასა და ლუიშ ფიგუს შემტევი ოთხეული ბერძენთა დაცვისთვის ძალიან დიდ ხიფათს წარმოადგენდა. ბურთის ფლობაში უდიდესი უპირატესობის მიუხედავად, მატჩი ისეთი „ცალკარა“ არ ყოფილა, როგორსაც ხალხი ელოდა, საბერძნეთმა კონტრშეტევებზე საკმაოდ სახიფათო მომენტები შექმნა.

ისევე, როგორც წინა ორ რაუნდში, საბერძნეთის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ჩაწოდებას მოჰყვა. ანხელის ბასინასმა კუთხური ჩააწოდა, რომელზეც რიკარდო არასწორად გამოვიდა, რამაც ანგელოს ხარისტეასს შანსი მისცა გოლი დაუცველ კარში გაეტანა, რამაც ესტადიო და ლუჟის პატარა ბერძნულ ტრიბუნაზე ქაოტური ზეიმი გამოიწვია. ეს გოლი შემთხვევითობა არ ყოფილა, ზუსტად ასეთი გოლით დაამარცხეს ფრანგებიც და ჩეხებიც. ჩვეულებრივად, მაგრამ ეფექტურად.

ამის შემდეგ, პორტუგალიამ ბერძენთა კარი ალყაში მოაქცია, რონალდუს და ფიგუს არაერთი რეალური შანსი ქონდათ, ანტონის ნიკოპოლიდისმა კი ყველაფრის მოგერიება მოახერხა. უშანსო აუტსაიდერებმა ევროპის ჩემპიონატის მოგება შეძლეს, რონალდუს მატჩისშემდგომი ცრემლები კი მთელმა პორტუგალიამ გაიზიარა.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

ასეთ ბანალურ გუნდს სანაკრებო ტურნირი მოგებული არასდროს ჰქონია. „ტაქტიკამ ინსტინქტი დაამარცხა“ – ეს იყო წარწერა გაზეთ ტელეგრაფის ყდაზე შემდეგ დღეს.

თუ უკეთ დავაკვირდებით, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ, როგორც ზონალ მარკინგის ჟურნალისტმა მაიკლ კოქსმა თქვა, „ეს იყო დეკადის ყველაზე დიდი ტაქტიკური მიღწევა“, საბერძნეთმა თითქმის ყველა მატჩში განსხვავებული ტაქტიკით ითამაშა, რათა ბევრად უფრო მაღალი დონის მეტოქეები დაემარცხებინა.

ყველაზე ნაკლებ სავარაუდო ტურნირის მოგებით, რეჰაგელმა, ხარისტეასმა, კარაგუნისმა, დელასმა და სხვებმა თავი თერთმეტი სპორტული ოლიმპოელის სიაში სამუდამოდ ჩაწერეს.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

 

ისტორიები

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply