რონალდუს ევრო 2016 ისლანდიასთან ფრედ ნათამშები მატჩით დაიწყო, ავსტრიელებთან კი მორიგი ფრე, 0:0, დაფიქსირდა. მესამე მატჩში, როგორც იქნა, პორტუგალიამ მოწინააღმდეგე კიპერის დასაქმება მოახერხა და გაბორ კირალის დასვენების დრო არ მისცეს. რონალდუს ასისტის და დუბლის შემდეგ, პორტუგალიამ ზედიზედ მესამე ფრე ითამაშა.

კრიშტიანუ პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც გოლი 4 ევროზე გაიტანა და ტურნირზე ყველაზე მეტი მატჩი დააგროვა. თუმცა, უნგრეთის, ისლანდიის და ავსტრიის ვერდამარცხების გამო მათ ტურნირის ფავორიტად არავინ თვლიდა.

3 ქულის აღების შემდეგ პორტუგალია მესამე ადგილზე გავიდა. სხვა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში ჩარჩებოდა, თუმცა, ახლადგაფართოებული 24 გუნდიანი ევროპის ჩემპიონატის ფორმატის გამო, პორტუგალია ჯგუფიდან გავიდა. დაუმარცხებლად, მაგრამ უიმედოდ.

მერვედფინალში გუნდი ხორვატიას შეხვდა, რომელმაც ესპანეთის, თურქეთის და ჩეხეთის ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ამ მატჩისგან სანახაობას ელოდნენ, თუმცა, თითქმის 120 წუთის განმავლობაში ანგარიში 0-0 იყო, 117-ე წუთზე კი რიკარდო კუარეჟმამ პორტუგალიელებს მოაგებინა.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

მეოთხედფინალში პორტუგალიელები ხორვატებს დაუპირისპირდნენ, სადაც ლევანდოვსკის გოლს 18 წლის რენატო სანჩესმა უპასუხა. თუმცა, ამჯერად დამატებით დროში გამარჯვების გოლი არავის გაუტანია და მატჩი პენალტების სერიამდე მივიდა. კაპიტანმა კრიშტიანუ რონალდუმ პირველი პენალტი წარმატებით შეასრულა, მის მაგალითზე კი პორტუგალიელებმა ხუთიდან ხუთი თერთმეტმეტრიანი გაიტანეს.

ნახევარფინალამდე რონალდუს გუნდი ისე მივიდა, რომ ძირითად დროში ერთი გუნდიც არ დაუმარცხებია. ამჯერად კი მათი მეტოქე მადრიდის რეალის კიდევ ერთი ლიდერის, გარეთ ბეილის უელსი იყო. მატჩს მთელი მსოფლიო იმ ინტერესით უყურებდა, თუ ვინ გახდებოდა გამარჯვებული, ადამიანი, რომლის ყიდვითაც რეალმა სატრანსფერო რეკორდი მოხსნა, თუ, რომელმაც ეს რეკორდი გააუმჯობესა.

პირველ ტაიმში უელსელებმა პორტუგალიის შეჩერება მოახერხეს, თუმცა, მეორე ტაიმის პირველივე წუთებზე რონალდუმ გოლი და ასისტი მიითვალა და გუნდების დონეებს შორის განსხვავება აშკარად გამოიკვეთა.

ფინალურ ეტაპზეც კი, პორტუგალიის ჩემპიონობის შანსებს მცირედ აფასებდნენ. საფრანგეთი ფინალამდე ბევრად უფრო ლაღი ფეხბურთით მივიდა, ბომბარდირად კი ანტუან გრიზმანი ჰყავდათ, რომელმაც ტურნირზე 6 გოლის გატანა მოახერხა.

თუმცა, მატჩის პირველივე წუთებზე დიმიტრი პაიესთან ერთი შეხედვით უწყინარი შერკინების შემდეგ, რონალდუ დაუოკებელმა ტკივილმა შეაწუხა და ძირს დაეცა. პორტუგალიელმა რამდენიმე მომენტის შემდეგ ფეხზე წამოდგომა მოახერხა, მაგრამ ამგვარმა ოპტიმიზმა მხოლოდ რამდენიმე წუთს გასტანა. რონალდუს ტრავმის სერიოზულობა ყველასთვის მაშინ გახდა ნათელი, როცა პორტუგალიელს მოედნის დატოვება მოუწია.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

აპლოდისმენტების დამშვიდების შემდეგ მატჩი რონალდუს გარეშე გაგრძელდა. თუმცა, ფეხბურთელმა გასახდელში ჩასვლაზე უარი თქვა და მწვრთნელის გვერდით დაიკავა პოზიცია. დარჩენილი დროის განმავლობაში რონალდუ უფრო ხშირად ექცეოდა ყურადღების ქვეშ, ვიდრე რომელიმე მოედანზე მყოფი ფეხბურთელი.

დამატებით დროში კი პენალტებამდე 10 წუთის შემდეგ რენატო სანჩესის ნაცვლად შემოსულმა ედერმა ყველასთვის მოულოდნელი გოლი გაიტანა.

არადა, ედერის ტურნირზე წაყვანის გადაწყვეტილებაც კი მკაცრად იყო გაკრიტიკებული, მან წინა სეზონში 15 მატჩი ითამაშა და ერთი გოლიც არ გაუტანია. ახლა კი მშობლიურ ნაკრებს კონტინენტის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი მოაგებინა.

„ეს ის ფინალი არ ყოფილა, რომელიც მე მსურდა, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ.“ – განაცხადა მატჩის შემდეგ რონალდუმ.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

ისტორიები

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply