2010 წლის ნოემბერში, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, სერხიო რამოსი ბარსელონას წინააღმდეგ ხუთბურთიანი სხვაობით მარცხდებოდა. სიმწრისგან, იგი ლეო მესის ფეხებში ჩაუვარდა, შემდეგ კი კარლეს პუიოლს და ჩავის ხელი კრა და წითელი ბარათი მიიღო, რითიც მადრიდის რეალის ანტირეკორდი მოხსნა (10 წითელი ბარათი).

2011 წლის აპრილში მადრიდის რეალმა 3 წლიანი უტიტულო სერია დაასრულა და ესპანეთის მეფის თასი აღმართა. ამ გამარჯვებამ მადრიდელთა ბანაკში ბედნიერება საკმაოდ მცირე დოზით მოიტანა, რადგან იგივე სეზონში ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ტიტულები ბარსელონამ წაიღო. კოპას ტიტულის აღნიშვნის ცერემონიაზე კი მთვრალ სერხიო რამოსს თასი ავტობუსის მეორე სართულიდან გადაუვარდა და გაუტყდა.

2012 წლის 25 აპრილს მადრიდის რეალის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი და შედეგიანი სეზონის გადამწყვეტ მატჩში, რონალდუსა და კაკას წარუმატებელი მცდელობების შემდეგ, რამოსმა თავისი პენალტი კარს ააცილა და საკუთარი კარიერის ფსკერზე მოექცა.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

მსოფლიო ჩემპიონი, რომელსაც მალდინიმ 2009 წელს მისი მემკვიდრე უწოდა, ახლა საფეხბურთო მიმების მთავარ ანტაგონისტად იყო ქცეული. მისი მიღწევები აბუჩად ჰქონდათ აგდებული და იმ ფეხბურთელად იხსენებდნენ, რომელსაც „უტიტულობისგან თასის ხელში დაჭერაც კი აღარ ახსოვდა“ და „დარტყმული პენალტი ნილ არმსტრონგს მოახვედრა“.

დღეს სერხიო რამოსი მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია, რომელსაც საყოველთაო აღიარება და საფეხბურთო ისტორიაში კუთვნილი ადგილის დაკავება გარანტირებული აქვს, ეს გარდაქმნა და დაკარგული სახელის აღდგენა კი შეგვიძლია 2012 წლის ზაფხულს დავუკავშიროთ, სადაც რამოსმა საკუთარი შეუდარებელი თამაშით ყველაფერი შეცვალა.

ევრო 2012 ალბათ სანაკრებო ტურნირების ისტორიაში ყველაზე მეტად იყო ერთი გუნდის მიერ დომინირებული. ესპანელებმა ტურნირზე მხოლოდ 1 გოლი გაუშვეს, ისიც ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში. ფინალი კი იტალიელებს 4:0 მოუგეს ისე, რომ მატჩის დასაწყისიდანვე არავის არანაირი კითხვა არ გასჩენია.

თუმცა, ესპანელებს ადვილი გზა არ გაუვლიათ. მეტიც, ისინი კინაღამ ჯგუფში ჩარჩნენ. ხორვატიასთან მატჩის წინ, ესპანელებს და ხორვატებს 4-4 ქულა ჰქონდათ, გამარჯვება კი ესპანეთმა 88-ე წუთზე მოახერხა. მატჩის ყველაზე მაღალშეფასებული მცველი კი სერხიო რამოსი გახლდათ, რომელმაც გულშემატკივარს 6 წარმატებული ვარდნა, 4 წარმატებული ართმევა და პასების 94%-იანი სიზუსტე აჩვენა.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

მეოთხედფინალში საფრანგეთის წინააღმდეგ ესპანეთმა კარი კვლავ მშრალად შეინახა, რამოსმა კი 3 ვარდნა, 8 ართმევა და პასების 92%-იანი სიზუსტე დააფიქსირა. 51-ე წუთზე კი წარმატებული ვარდნა მეკარესთან პირისპირ გასულ ფეხბურთელზე დააფიქსირა, რაც მისი მესამე „Last man tackle” იყო ტურნირზე.

ტურნირის მთავარი გამოცდა ესპანეთს ნახევარფინალში ელოდა, პორტუგალიის წინააღმდეგ. კრიშტიანუ რონალდუ ამ დრომდე ტურნირის ყველაზე მაღალშეფასებული ფეხბურთელის სტატუსით სარგებლობდა (9.61), ჰოლანდიასთან შესრულებული დუბლი და მეოთხედფინალში ჩეხეთის წინააღმდეგ გატანილი გამარჯვების გოლი კი მას ერთი შეხედვით შეუჩერებელს აჩენდა.

მატჩი პორტუგალიელთა სრული დომინირებით წარიმართა, პაულო ბენტოს შეგირდების 7 დარტყმას ესპანეთმა კარისკენ მხოლოდ 1 გასროლით უპასუხა და რომ არა სერხიო რამოსის შესანიშნავი თამაში, დელ ბოსკეს კოლექტივი შესაძლოა განწირული ყოფილიყო.

რამოსმა ამ მატჩში ვარდნების 100%-იანი სიზუსტე, 7 ართმევა და 2 ჩაჭრა დააფიქსირა, 80-დან 71 პასი ზუსტად გააკეთა და ერთი წარმატებული დრიბლინგიც კი განახორციელა.

ესპანელებმა პორტუგალიელთა შტურმს გაუძლეს და მატჩი პენალტების სერიამდე მიიყვანეს. სერხიო რამოსისთვის პენალტების სერია კოშმართან ასოცირდებოდა, რადგან ბოლო რამდენიმე თვის განმავლობში მთელი საფეხბურთო სამყარო სწორედ სერხიოს გაცუდებულ პენალტზე ხითხითებდა.

ისევე, როგორც ბაიერნთან, რამოსს პორტუგალიის წინააღმდეგაც ბოლოს წინა პენალტის შესრულება მოუწია. თუმცა, მისი კარიერის ერთ-ერთ გარდამტეხ ეპიზოდში, ბურთის კოსმოსში გაშვების ნაცვლად, რამოსმა იდეალური პანენკა შეასრულა, ესპანელებმა კი პენალტების სერია მოიგეს და მოგვიანებით ევროპის ჩემპიონებიც გახდნენ.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

რამოსმა კი კრიშტიანუ რონალდუ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელების ცხრილში პირველი ადგილიდან დააქვეითა და ეს პოზიცია თავად დაიკავა. რამოსმა საშუალო 9,68 შეფასებით კასტროლის „Performance Edge” ჯილდო მოიგო და ჩავის შემდეგ მორიგი ესპანელი ფეხბურთელი გახდა, ვინც ამ ჯილდოს დაეუფლა. საშუალო 9,61 ქულით რონალდუ მეორე ადგილზე გავიდა.

ინდექსი

გადამწყვეტი გოლების გატანა, პენალტების პანენკას სტილში უნაკლოდ შესრულება, ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულების მოგება და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულები დღეს სერხიო რამოსისთვის სტანდარტული დღის წესრიგია, თუმცა, რომ არა რუი პატრისიოს კარში შესრულებული პანენკით მიღებული თავდაჯერებულობა და დანაშაულის გამოსყიდვის გრძნობა, შესაძლოა, სერხიო რამოსი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მეტი ინდივიდუალური ტიტულის მქონე მცველი არ გამხდარიყო.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

ისტორიები

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply