1976 წელს დასავლეთ გერმანია მოქმედი მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი იყო. მათი თავკაცი კი გენიალური ჰელმუტ შონი გახლდათ და მოედანზე გუნდს ფრანც ბეკენბაუერი ლიდერობდა. მუდამ მოგებაზე ორიენტირებული გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპს დაუმარცხებლად გასცდა,მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში კი ლადისლაო კუბალას ესპანეთი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს.

ნახევარფინალების დაწყვილების შემდეგ, ყველა 1974 წლის მუნდიალის ფინალის გამეორებას ელოდა. იოჰან კრუიფს გერმანიაზე შური უნდა ეძია.

თუმცა, ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. დასავლეთ გერმანიამ ტურნირის მასპინძელის დამარცხება შეძლო, მაგრამ 24 საათით ადრე ჰოლანდიამ თავისი დუელი ექსტრა ტაიმში ჩეხოსლოვაკების წინააღმდეგ დათმო.

ჩეხოსლოვაკიისგან ბევრს არავინ ელოდა, მათ ნახევარფინალი მხოლოდ ერთ ტურნირზე ჰქონდათ ნათამაშები, 1960 წელს. ერთნახევარი დეკადის შემდეგ კი ისინი კვლავ ნახევარფინალში იყვნენ, რაც საფეხბურთო სამყაროსთვის დიდი მოულოდნელობა იყო.

1962 წლის შემდეგ ჩეხოსლოვაკებს მხოლოდ ერთი ტურნირი ჰქონდათ ნათამაშები, 1970 წლის მუნდიალი მექსიკაში, სადაც 3-დან 3 მატჩი წააგეს და ჯგუფში ჩარჩნენ.

უემბლიზე სამბურთიანი სხვაობით დამარცხებამ ევრო 1976-ს  საკვალიფიკაციო ეტაპი ჩეხოსლოვაკებისთვის ცუდად დაიწყო. ამ მატჩმა დონ რივის ინგლისს ცრუ თავდაჯერებულობა მიანიჭა, რამაც გუნდზე ძალიან ცუდი ზეგავლენა მოახდინა. ინგლისმა ამის შემდეგ მხოლოდ 2 მატჩი მოიგო, ორივე კვიპროსის წინააღმდეგ. ბრატისლავაში ჩატარებულ საპასუხო მატჩში კი ჩეხოსლოვაკებმა ინგლისელების 2:1 დამარცხება მოახერხეს და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს.

ჩეხოსლოვაკიამ და ინგლისმა მატჩები მხოლოდ ერთმანეთთან წააგეს, ევროპის ჩემპიონატის საგზური კი მათ მიერ პორტუგალიის წინააღმდეგ ნაჩვენებმა შედეგებმა გადაწყვიტა. ჩეხებმა პორტუგალიას შინ 5:0 მოუგეს, გასვლაზე კი ფრედ,1:1, ითამაშეს. ინგლისელებმა პორტუგალიელების წინააღმდეგ ვერც ერთი მატჩი ვერ მოიგეს და იუგოსლავიაში გამგზავრების შესაძლებლობაც დაკარგეს.

მეოთხედფინალში ჩეხოსლოვაკები დასავლეთ ევროპულ დაპირისპირებაში საბჭოთა კავშირს შეხვდნენ. ბრატისლავაში და პრაღაში ყოველდღიური ცხოვრება ამ დროს დიდწილად კრემლიდან იყო განპირობებული, რაც ჩეხოსლოვაკებს კომუნისტური საცეცებისგან განთავისუფლების სურვილს უღვივებდა.

ბრატისლავაში მოპოვებული ორბურთიანი გამარჯვება სიმბოლური იყო, კიევში ნათამშები 2:2 კი ნიშნავდა,რომ იუგოსლავია ფინალურ ეტაპზე გადავიდა. მეოთხედფინალის გმირი ჟოზეფ მიოდერი იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის კარში 3 გოლის გატანა მოახერხა.

ნახევარფინალში ჰოლანდიის წინააღმდეგ წაგება ნებისმიერი ნაკრებისთვის საპატიებელი იქნებოდა, მაგრამ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვებისგან მიღებულმა დადებითმა მუხტმა და ტურნირიდან ინგლისის გაგდებით მიღებულმა თავდაჯერებულობამ ჩეხოსლოვაკებს იოჰან კრუიფის ნაკრების წინააღმდეგ დიდი ფსიქოლოგიური უპირატესობა მიანიჭა.

3:1 ანგარიშით ჩეხოსლოვაკებმა ისე იმარჯვეს, რომ ჰოლანდიის ერთადერთი გოლიც სლოვაკმა მცველმა გაიტანა. თამაშის შედეგი ჰოლანდიელების უადგილო სიმშვიდემ განაპირობა თუ ჩეხოსლოვაკების მონდომებამ და ორგანიზებულმა თამაშმა, ეს რთული სათქმელია. თუმცა, ზაგრებში,წვიმიან დღეს, ჩატარებულ თამაშში შეიძლება ითქვას რომ ორივე ფაქტორმა დიდი როლი ითამაშა.

ანგარიში ანტონინ პანენკას ჩაწოდებული ჯარიმის შედეგად ანტონ ონდრუსმა გახსნა, 73 წუთზე კი იგივე ფეხბურთელმა გოლი საკუთარ კარში გაიტანა.

დამატებით დროში კი გადამწყვეტი ფაქტორი ჩეხოსლოვაკთა დაუფასებელი ხასიათი იყო. ყველა პენალტების სერიისთვის ემზადებოდა, როცა ფრანტიშეკ ვესლი ფლანგიდან გაიჭრა და ბურთი ზნედნეკ ნეჰოდას ჩაუწოდა, რომელმაც ჰოლანდიელთა კარი ზუსტი თავური დარტყმით აიღო. სანამ ჰოლანდიელები გონს მოვიდოდნენ, ვესლიმ ამჯერად თავად გაიტანა გოლი და საბოლოო ანგარიში, 3:1 დააფიქსირა.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

მატჩში სულ სამი წითელი ბარათი ვიხილეთ, 60-ე წუთზე მოედნიდან იაროსლავ პოლაკი გააძევეს, აქედან 16 წუთში ჰოლანდიელებმა რიცხვობრივი უპირატესობა გაანიავეს, მეორე წითელი კი 115-ე წუთზე, ნეჰოდას გოლის შემდეგ მიიღეს.

მატჩი 21-ს ნაცვლად 18-მა ფეხბურთელმა დაასრულა, მაგრამ ეს მოედანზე არც შეიმჩნეოდა. მატჩის შემდეგ მეტოქეებმა ერთმანეთი დააფასეს, როცა ჩეხოსლოვაკები მატჩის შემდეგ ჰოლანდიელებს ამშვიდებდნენ, ისინი კი საპასუხოდ ფინალში გასვლას ულოცავდნენ. პატივისცემა სატელევიზიო კადრებშიც ჩანდა.

დასავლეთ გერმანელები ამ მატჩს გახარებულები უყურებდნენ, რადგან ფინალში გასვლის შემთხვევაში ჰოლანდია არ შეხვდებოდათ. შემდეგ დღეს ისინი ნახევარფინალის დასრულებამდე 25 წუთით ადრე იუგოსლავიასთან 2:0ს აგებდნენ. თუმცა, მიულერის ჰეთ-თრიკის წყალობით  მატჩი შემოაბრუნეს და ფინალში გავიდნენ.

ისევე, როგორც იუგოსლავიასთან, გერმანელები ჩეხოსლოვაკიასთანაც 2:0 მარცხდებოდნენ, ოღონდ ამჯერად უკვე 25-ე წუთზე.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

გერმანელებმა რეაგირება ახლა უფრო ადრე მოახდინეს და სამ წუთში სხვაობა გაანახევრეს. ამის შემდეგ გერმანელებს ბევრი საგოლე მომენტი არ ჰქონიათ, მაგრამ 89-ე წუთზე ჰოლცენბაინმა ანგარიში გაათანაბრა.

სანამ ჩემპიონის ვინაობას ანტონინ პანენკას ლეგენდარული პენალტი გადაწყვეტდა, რომელსაც მოგვიანებით მისივე სახელი დაერქვა, ჩეხოსლოვაკთა მეკარემ დამატებით დროში 6 სეივი განახორციელა და გუნდი წაგებას თითქმის მარტომ გადაარჩინა.

მიუხედავად მეკარის შთამბეჭდავი თამაშისა, ამ მატჩის შემდეგ უკვდავება, მაინც, პანენკას სახელმა დაიმსახურა. 6 ზუსტად შესრულებული პენალტის შემდეგ, ული ჰიოენესმა ბურთი კარს გადააცილა, რამაც პანენკას გადამწყვეტი პენალტის დარტყმის შესაძლებლობა მისცა. რაც შემდეგ მოხდა, ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე იკონური მომენტი იყო.

როცა ტურნირს აუტსაიდერი იგებს, ხშირ შემთხვევაში, მატჩები სანახაობას მოკლებულია ხოლმე, რაც ნეიტრალური გულშემატკივრის უკმაყოფილებას იწვევს. თუმცა, ევრო 1976-ს სანახაობა არ აკლდა.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

ისტორიები

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply