ნიურნბერგის ომი, ნიურნბერგის ბრძოლა, ხოცვა-ჟლეტვა ნიურნბერგში – ჰოლანდიისა და პორტუგალიის 2006 წლის მუნდიალის მატჩს ბევრი სხვადასხვა სახელით იხსენებენ. ამ მატჩში რუსმა არბიტრმა, ვალენტინ ივანოვმა, 4 წითელი და 16 ყვითელი ბარათი აჩვენა, რითიც მსოფლიო რეკორდი მოხსნა.

პორტუგალია და ჰოლანდია ევრო 2004-ს ნახევარფინალში შეხვდნენ, სადაც მასპინძელმა პორტუგალიელებმა 2-1 იმარჯვეს, ორი წლის შემდეგ კი ჰოლანდიას თითქმის იგივე შემადგენლობით შეხვდნენ, ამჯერად გერმანიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე. 2004 წლის შემადგენლობებიდან 5 ჰოლანდიელი და 11 პორტუგალიელი ფეხბურთელი იყო შემორჩენილი.

მატჩი პორტუგალიელებმა მინიმალური ანგარიშით, 1:0 მოიგეს. ერთადერთი გოლი მანიშემ გაიტანა, 23-ე წუთზე. სწორედ ლისაბონელ ნახევარმცველს ეკუთვნოდა გამარჯვების გოლი 2004 წლის ნახევარფინალშიც.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

მატჩის პირველი ყვითელი მარკ ვან ბომელმა მიიღო, მეორე წუთზე. გოლამდე წუთებით ადრე კი ხალიდ ბულაჰრუზი გახდა ყვითელი ბარათის ადრესატი, როცა კრიშტიანუ რონალდუს ტრავმა მიაღებინა, რის გამოც პორტუგალიელი ვინგერი შესაცვლელი გახდა. რონალდუ მოედნიდან მისთვის უჩვეულოდ-აცრემლებული გავიდა, მატჩის შემდგომ კი განაცხადა, რომ ბულაჰრუზის ვარდნა: „აშკარა მცდელობა იყო, რომ ტრავმა მიმეღო.“ გოლის ავტორმა მანიშემ, ყვითელი ბარათი მეცხრამეტე წუთზე მიიღო, როცა ვან ბომელზე დაჯარიმდა.

გოლიდან მალევე პორტუგალიელთა საყრდენმა ნახევარმცველმა კოსტინიამ ვეტერანი ფილიპ კოკუ მოჩეხა და მორიგი ყვითელი ბარათი დაიმსახურა. პირველი ტაიმის ბოლოს კი პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც მოედნიდან გააგდეს, როცა ბურთზე ხელით ითამაშა.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

პეტიმ ყვითელი 50’ წუთზე მიიღო, მესამოცეზე კი ვან ბრონხორსტი და ფიგუც გაყვითლდნენ. ლუიშ ფიგუმ ყვიელი ვან ბომელისთვის თავის ჩარტყმის გამო მიიღო. პორტუგალიელთა მწვრთნელმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ მატჩისშემდგომ ინტერვიუში ეს ქმედება გაამართლა, თავისი სიტყვებისთვის კი დიდი კირტიკა მიიღო:-“ შეიძლება იესოს მეორე ლოყა შეებრუნებინა, მაგრამ ლუიშ ფიგუ იესო ქრისტე არ არის“ – ასეთი იყო სკოლარის განცხადება.

ბულაჰრუზი მოედნიდან 63’ წუთზე გააგდეს, როცა თამაშის წესი ფიგუს წინააღმდეგ დაარღვია. ამის შემდეგ, პორტუგალიელმა დეკუმ ჯონ ჰეიტინგა უხეშად მოჩეხა და კიდევ ერთი ყვითელი ბარათი მიიღო. როცა ჰეიტინგა ძირს იწვა, პორტუგალიელებმა ბურთი მოედნიდან გადააგდეს, თუმცა, ჰოლანდიელებმა მათ ბურთი არ დაუბრუნეს, რითიც ფეხბურთის ერთ-ერთი დაუწერელი კანონი დაარღვიეს, რასაც ფეხბურთელებს შორის დიდი ჩხუბი მოჰყვა. ამ ჩხუბისას უესლი სნეიდერმა პეტიტს ხელი კრა და მორიგი ყვითელი მიიღო, ვან დერ ვაარტი კი მსაჯთან კამათისთვის გააფრთხილეს.

შემდეგი ყვითლები პორტუგალიელთა კიპერმა, რიკარდომ (სავარაუდოდ დროის გაყვანისთვის) და მარცხენა მცველმა ნუნო ვალიენტემ (უხეში ჯარიმისთვის) დაიმსახურეს. მალევე კი დეკუმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს. 88’ წუთზე სიმაომ ვან დერ სარს ფეხი გამოსდო, რის გამოც ყვითელ ბარათს გადაურჩა. დამატებით დროში კი ჯოვანი ვან ბრონხორსტი გააგდეს ტიაგოზე დაჯარიმების გამო.

ამ დროს ტელევიზიით ცნობილი სცენა აჩვენეს, სადაც მოედნიდან გაძევებული ბულაჰრუზი ბარსელონელ დეკუსთან და ვან ბრონხორსტთან ერთად იჯდა. კომენტატორმა გარი ბლუმმა ამ კადრს პირდაპირ ეთერში „ცუდი ბიჭების კუთხე“ უწოდა.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

ცუდი ბიჭების კუთხე

მატჩის შემდეგ, ფიფას პრეზიდენტმა მსაჯი გააკრიტიკა და თქვა, რომ ყვითელი ბარათი ივანოვს საკუთარი თავისთვის უნდა ეჩვენებინა, რადგან მატჩი საშინლად იმსაჯა. სეპ ბლატერმა ამ კომენტარის გამო მოგვიანებით ბოდიში მოიხადა.

პორტუგალია შემდეგ ეტაპზე ინგლისს შეხვდა, სადაც დეკუს და კოსტინიას არყოფნის მიუხედავად ნახევარფინალის საგზურის მოპოვება შეძლეს. თუმცა, ნახევარფინალური მატჩი კიდევ ორმა ფეხბურთელმა გამოტოვა, დაგროვილი ყვითელი ბარათების გამო, და პორტუგალიელები ზინედინ ზიდანის საფრანგეთთან დამარცხდნენ.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

ისტორიები

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply