2011 წლის კოპა ამერიკა მესის პირველი რეალური შანსი იყო სანაკრებო ტიტულის მოსაგებად, ტურნირი არგენტინაში ტარდებოდა და მთავარ ფავორიტებად სწორედ მასპინძლები ითვლებოდნენ. მერვედფინალურ მატჩში მესიმ შესანიშნავად ითამაშა, საგოლე გადაცემაც გააკეთა, გუნდელებს უამრავი მომენტი შეუქმნა და პენალტიც ზუსტად შეასრულა. ამის მიუხედავად, არგენტინა ტურნირს გამოეთიშა.

მომდევნო 3 წლის განმავლობაში უკვე არგენტინის კაპიტნად დანიშნულ ლეოს რეკორდების მოხსნის მეტი არაფერი უკეთებია. 2012 წელს მან 91 გოლი გაიტანა.

2011 წლის კოპა კი ნელ-ნელა ყველას დაავიწყდა, გუნდის ახალი მწვრთნელი, ალეხანდრო საბელია, არგენტინული ფეხბურთის ახალი ეპოქის წამომწყებელი უნდა ყოფილიყო.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

არგენტინის ჯგუფურმა თამაშებმა ეს რწმენა გაამყარა, სამივე მატჩი დაძაბულად წარიმართა, მაგრამ არგენტინამ 9 ქულის მოპოვება შეძლო, მესიმ კი გოლი სამივე მატჩში გაიტანა და ყველა მათგანში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

¼ და ½ ფინალებში არგენტინელები შვეიცარიასა და ბელგიას შეხვდნენ, სადაც ყველაფერი ისევ იგივენაირად წარიმართა. დაძაბული მატჩების შემდეგ სამხრეთ ამერიკელებმა გამარჯვება მოახერხეს, საუკეთესო კი ლიონელ მესი იყო.

ნახევარფინალი არგენტინამ ნულოვანი ფრით დაასრულა, მაგრამ პენალტების სერიაში მოიგეს. არგენტინამ ფინალს რთულად მიაღწია, მაგრამ ფლეი ოფში არც ერთი გოლი არ გაუშვიათ. პარალელურად, გერმანელებმა ბრაზილიის წინააღმდეგ 7:1 მოიგეს.

ფინალური მატჩი მესის გუნდმა ძლიერად დაიწყო და მომენტები თავიდანვე შექმნა, ტონი კროოსის შეცდომამ კი გონსალო იგუაინი მეკარესთან პირისპირ დატოვა. თუმცა, სერია ა-ს ფორვარდმა, რომელსაც იქამდე ბელგიის წინააღმდეგ გამარჯვების გოლი ჰქონდა გატანილი, ამჯერად ბურთს ფეხი სწორად ვერ მოარტყა და შანსი გაანიავა.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

რამდენიმე წუთის შემდეგ, იგუაინმა დანაშაული გამოისყიდა და ლავეცის ჩაწოდება გოლით დაასრულა, მაგრამ არბიტრმა თამაშგარის დროშა აწია. სამხრეთ ამერიკელებისთვის სამწუხაროდ, ეს უკანასკნელი შემთხვევა იყო, როცა იგუაინმა გერმანელთა დაცვის გარღვევა მოახერხა.

შანსები გერმანელებსაც ჰქონდათ, რომლებმაც თავიდანვე ნათლად დაგვანახეს, რომ ბურთის კარში დამიზნება მათთვის პრობლემას არ წარმოადგენდა (გუნდებს 10-10 დარტყმა ჰქონდათ, თუმცა, აქედან კარში გერმანელების დარტყმა 7 წავიდა, არგენტინელების კი მხოლოდ 2). ძირითად დროში არგენტინელებმა კარის მშრალად შენახვა კიდევ ერთხელ მოახერხეს.

ექსტრა ტაიმები დაძაბულად დაიწყო და, როგორც ჩანდა, ორივე გუნდი პენალტების სერიისთვის ემზადებოდა. თუმცა, მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე, ანდრე შურლეს ჩაწოდებას მარიო გიოცეს გოლი მოჰყვა, რამაც მატჩის ბედი გადაწყვიტა. არგენტინას ანგარიშის გათანაბრების შანსი აღარ ჰქონია, გერმანელები მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.

ტურნირის ბოლოს ლიონელ მესი მუნდიალის ოქროს ბურთით დააჯილდოვეს, როგორც ტურნირის საუკეთესო მოთამაშე. თუმცა, მისი გარჯა ტურნირის მოსაგებად არასაკმარისი აღმოჩნდა.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

ისტორიები

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply