1986 წლის მუნდიალის მეოთხედფინალში არგენტინისა და ინგლისის დაპირისპირება ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მატჩია. ეს შეხვედრა ფოლკლენდის ომიდან 4 წლის შემდეგ გაიმართა და არგენტინასა და ინგლისს შორის არსებული ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გაამწვავა. მარადონამ ამ მატჩში ფეხბურთის ისტორიაში ორი ყველაზე პოპულარული გოლი გაიტანა.
პირველი გოლი, რომელიც მარადონამ ხელით გაიტანა, „ღმერთის ხელით“ არის ცნობილი, მეორე გოლი კი მარადონამ 5 ინგლისელი ფეხბურთელის მოტყუების შემდეგ გაიტანა, ამ გოლს „საუკუნის საუკეთესო გოლს“ ეძახიან. არგენტინამ მატჩი 2:1 მოიგო და, საბოლოოდ, მსოფლიო ჩემპიონიც გახდა.
1986 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპი დაუმარცხებლად გაიარა და მესამე ევროპული ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულა. ჯგუფი ლიდერის პოზიციაზე დაასრულა არგენტინამაც, მუნდიალი კი სამხრეთ ამერიკელებმა უფრო კომფორტულად დაიწყეს, როცა ჯგუფში 2 მატჩის მოგება და 1-ს ფრედ დასრულება მოახერხეს. მერვედფინალში ინგლისმა პარაგვაი დაამარცხა, არგენტინამ კი ურუგვაი და მეოთხედფინალში ერთმანეთს შეხვდნენ.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

ურუგვაისთან მატჩში, არგენტინელებს ლურჯი მაისურები ეცვათ, რომლებიც მექსიკურ სიცხეს ცუდად იტანდა და არგენტინელებს დისკომფორტს უქმნიდა. მატჩის წინ მწვრთნელმა თავის ასისტენტებს დაავალა ქალაქის მაღაზიებში უფრო თხელი ლურჯი მაისური ეპოვნათ, რათა გუნდს ინგლისის წინააღმდეგ პრობლემები არ შექმნოდა. თანაშემწეებმა 2 სხვადასხვა ფორმა მოიტანეს, საბოლოო არჩევანი კი დიეგო მარადონამ გააკეთა, როცა ერთ-ერთ ფორმას დახედა და თქვა „ეს ფორმა მომწონს, ინგლისს ამ მაისურით დავამარცხებ“. არგენტინის ლოგოები მაისურებზე მატჩის წინ დააკერეს, ზურგზე კი ამერიკული ფეხბურთის, ოქროსფერი ნომრები დაბეჭდეს.
მატჩის წინ ფანებს შორის არაერთი შეჯახება მოხდა, რამდენიმე ინგლისელი გულშემატკივარი საავადმყოფოში აღმოჩნდა, მათი დროშები კი მოიპარეს. ეს დროშები მომდევნო სეზონში ბოკა ხუნიორსის გულშემატკივრებმა მათი გუნდის ტრიბუნაზე გამოფინეს.
მატჩის პირველი ტაიმი ფრედ, 0:0 დასრულდა, მეორე ტაიმის მეექვსე წუთზე კი სტივ ჰოჯის წარუმატებლად მოგერიებული ბურთი მარადონას ხელმა იპოვა, რომელმაც ორთაბრძოლა ინგლისელ მეკარეს მოუგო. პიტერ შილტონი მარადონაზე 20 სანტიმეტრით უფრო მაღალი იყო, მაგრამ ბურთს მაინც პირველი მიწვდა. ტუნისელმა არბიტრმა ალი ბინ ნასერმა ხელით თამაში ვერ შეამჩნია და გოლი ჩათვალა.
მარადონამ მატჩის შემდეგ ხუმრობით თქვა:-„გუნდელებისგან ქება-დიდებას ველოდებოდი, მაგრამ ისინი ადგილიდან არ ინძრეოდნენ. ამ დროს დავუყვირე, „მოდით და ჩამეხუტეთ, თორემ მსაჯი გოლს არ ჩათვლის“ – მეთქი.“ დიეგოს სიტყვებით, გოლი „ცოტათი მარადონას ხელით, ცოტათი კი ღმერთის ხელით“ გავიდა.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!


აქედან 4 წუთში „საუკუნის საუკეთესო გოლი“ ვიხილეთ, რომელიც, ბევრის აზრით, ყველა დროის საუკეთესო ინდივიდუალური გოლია. ნახევარმცველმა ჰექტორ ენრიკემ მარადონას ბურთი საკუთარ ნახევარზე მიაწოდა, დიეგომ კი 60 მეტრიანი, 10 წამიანი დრიბლინგი დაიწყო, რომლის მსვლელობის დროსაც პიტერ ბირდსლი, პიტერ რეიდი, ტერი ბუჩერი ორჯერ) და ტერი ფენვიკი მოატყუა, ბოლოს კი მეკარე პიტერ შილტონიც ჩამოიტოვა და ბურთი ცარიელ კარში შეაგდო.
მარადონამ ამ გოლის შესახებაც ისაუბრა – „ბურთის ვალდანოსთვის მიცემას ვაპირებდი, მაგრამ ეს სივრცე ჩამიკეტეს და ერთადერთი გზა წინ მქონდა, წავედი და გავიტანე“, დიეგომ ინგლისელი ფეხბურთელების სამართლიანი თამაშიც შეაქო: – „არამგონია ეს გოლი რომელიმე სხვა ნაკრების წინააღმდეგ გამეტანა, რადგან ყველა დანარჩენი მცველი ფეხებში ჩამივარდებოდა და დამამტვრევდა. ინგლისელები ძალიან სამართლიანები არიან“
2002 წელს ფიფას გამოკითხვამ ეს გოლი ”საუკუნის გოლად” დაასახელა. მეორე ადგილზე მაიკლ ოუენის მიერ 1998 წლის მუნდიალზე არგენტინის კარში გატანილი გოლი, მეოთხეზე კი მარადონას მიერ იგივე მუნდიალზე ბელგიის ნაკრების კარში გატანილი გოლი გავიდა.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

ისტორიები

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply