ჩილეს ნაკრების მარაკანასო, ასევე ცნობილი, როგორც კონდორასო, ან ბენგალასო – იყო მარაკანას სტადიონზე მომხდარი ინციდენტი ბრაზილიისა და ჩილეს ნაკრებებს შორის ჩატარებული მატჩისას.

მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩის მიმდინარეობისას, ჩილელმა მეკარე რობერტო როხასმა ყველას მოატყუა, თითქოს, ბრაზილიელი გულშემატკივრების მიერ ნასროლი პიროტექნიკა თავში მოხვდა და ტრავმა მიაყენა. ეს ინციდენტი საერთაშორისო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო მოვლენად ითვლება. მარაკანასოს 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩილეს მოკვეთა და მეკარე როხას კარიერის დასრულება მოჰყვა.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

1990 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე მესამე ჯგუფში ერთმანეთს ჩილე, ვენესუელა და ბრაზილია შეხვდნენ. ჩილემ ვენესუელას კარაკასში 3:1 მოუგო, ბრაზილიას სანტიაგოში 1:1 ეთამაშა და ვენესუელასთან მენდოზაში 5:0 იმარჯვა. ბოლო მატჩს ჩილე და ბრაზილია 5-5 ქულით შეხვდნენ, ხოლო, რადგან ბრაზილიას უკეთესი ბურთების შეფარდება ჰქონდა, მუნდიალზე მოსახვედრად ჩილეს გამარჯვება სჭირდებოდა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ბრაზილიელმა კარაკამ 49 წუთზე ანგარიში გახსნა. 67-ე წუთზე კი რობერტო როხასი მინდორზე დავარდა და თავზე ხელს იკიდებდა, მის გვერდით კი ბრაზილიელი გულშემატკივრის ნასროლი მაშხალა ეგდო.

ჩილელმა ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბმა, ფერნანდო ასტენგოს ლიდერობით, მინდორი პროტესტის ნიშნად დატოვეს. არგენტინელმა მსაჯმა სცადა ისინი დაერწმუნებინა, რომ მატჩი გაეგრძელებინათ, მაგრამ უშედეგოდ. სანამ როხასს მკურნალობდნენ, პატრისიო იანესმა ბრაზილიელ გულშემატკივრებს საკუთარი გენიტალიებისკენ მიუთითა, ამ ჟესტს კი მოგვიანებით მისივე სახელი, „პატო იანესი“ ეწოდა.

მოგვიანებით, სატელევიზიო კადრებმა და რამდენიმე ფოტოსურათმა აჩვენა, რომ გულშემატკივრების ნასროლი მაშხარა როხასს არ მოხვედრია და მეკარისგან ერთი მეტრის მანძილზე დავარდა. ამ მტკიცებულების საფუძველზე კონმებოლის მმართველებმა როხას „თავდასხმის“ ბრალდება უარყვეს და შემთხვევის გამოძიება დაიწყეს. მეკარის ჭრილობა, კი არც დამწვრობისგან მიყენებულს არ ჰგავდა და არც დენთისგან.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

ბრაზილიის პოლიციამ მოგვიანებით ის გულშემატკივარი იპოვა, ვინც მაშხალა ისროლა: 24 წლის როსენერი მელო დო ნასიმენტო, რომელსაც გულშემატკივარმა „მარაკანას მაშხალა“ შეარქვა.

გამოძიებამ ეჭვები დაადასტურა, რომ როხას ტრავმა ტრიბუნებიდან ნასროლი ობიექტების გამოწვეული არ ყოფილა. მეკარემ კი აღიარა რომ წარბი მის ხელთათმანში დამალული დანით გაიჭრა, რათა ბრაზილიელი ფანებისთვის თავდასხმა დაებრალებინა.

ჩილეს მწვრთნელმა, ორლანდო არავენამ, მეკარესა და ექიმს სთხოვა მოედანზე დარჩენილიყვნენ, რადგან სკანდალი გამოეწვია. ორლანდოს იმედი ჰქონდა, რომ მატჩის შედეგის ნულიფიცირება მოხდებოდა, ან ბრაზილიას ტურნირიდან მოკვეთდნენ და ჩილე მუნდიალზე მოხვდებოდა.

მატჩიდან 10 დღის შემდეგ, ფიფამ როხას პროფესიონალური ფეხბურთის თამაში აუკრძალა. ჩილე კი 1994 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოკვეთეს (ეს მოედნის დატოვების გამო მოხდა, და არა როხას სიმულაციის) დამატებით, ფიფამ ბრაზილია – ჩილეს მატჩის ოფიციალურ ანგარიშად 2:0 დააფიქსირა. სერხიო სტოპელი (ჩილეს საფეხბურთო ფედერაციის პრეზიდენტი) ორლანდო არავენა (მწვრთნელი), ფერნანდო ასტენგო (ფეხბურთელი) და დანიელ როდრიგესი (გუნდის ექიმი) ფიფამ სკანდალში მონაწილეობის გამო დასაჯა.

ჩილეში ბრაზილიის საელჩოსთან დიდი პროტესტები გაიმართა, რადგან ადგილობრივმა მედიამ დაწერა, თითქოს, როხას მაშხალა მართლა მოხვდა და გუნდს შეთქმულება მოუწყვეს, რომ ტურნირიდან მოეკვეთათ.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

ისტორიები

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply