„ჩემმა გოლმა ფეხბურთი შეცვალა, ამიტომ ეს ამბავი ცუდად არ მახსოვს. სწორედ იმ გოლის დამსახურებით მოხდა თამაშში კარის ხაზის ტექნოლოგიის ინტეგრაცია, რამაც ფეხბურთში ბევრი პრობლემა მოაგვარა და  ძალიან კარგი მოვლენა იყო.“ – ასე იხსენებს ფრანკ ლამპარდი მის გოლს, რომელიც ხოსე ლარიონდამ შეცდომით გააუქმა.

ეს ინციდენტი 2010 წლის მუნდიალზე, მეოთხედფინალურ შეხვედრაში მოხდა, სადაც ერთმანეთს გერმანიისა და ინგლისის ნაკრებები უპირისპირდებოდნენ.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

გერმანიის დამაჯერებელი ანგარიშით მოპოვებული დამსახურებული გამარჯვება დღეს, პირველ რიგში, იმ მომენტის გამო ახსოვთ, რომელშიც, ფაბიო კაპელოსა და მისი შეგირდების აზრით, მსაჯმა ინგლისის ნაკრები გაძარცვა.

მიროსლავ კლოზეს და ლუკას პოდოლსკის გოლებით მოპოვებული უპირატესობა მეტიუ აპსონმა პირველი ტაიმის ბოლოს გაანახევრა და ინგლისელებს იმედი დაუბრუნა.

აპსონის თავურიდან რამდენიმე ეპიზოდის შემდეგ კი ჯეფ ჰარსტის გოლის შებრუნებული ანალოგი ვიხილეთ, ამჯერად მსაჯის გადაწყვეტილებით გერმანელებმა იხეირეს.

ფრანკ ლამპარდის შესანიშნავი დარტყმა ხარიხას მოხვდა და მანუელ ნოიერის უკან, კარის ხაზს მიღმა დაეცა, ეს აშკარა გოლი იყო ყველასთვის, ვინც მატჩს ესწრებოდა.

ფაბიო კაპელომ ტექნიკურ ზონაში გოლის აღნიშვნა დაიწყო და უკვე გამარჯვებაზე ფიქრობდა, როცა ურუგვაელმა არბიტრმა ანიშნა, რომ მატჩი გრძელდებოდა.

ინგლისელი ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი, დევიდ ბექჰემის ჩათვლით, გადაწყვეტილებას მკაცრად აპროტესტებდნენ და შესვენებაზე მსაჯთან კამათი დაიწყეს, მაგრამ გოლი უკვე გაუქმებული იყო, გერმანიამ კი ეს შანსი კარგად გამოიყენა.

ჰარსტის გოლიდან 44 წლის შემდეგ, გერმანელებმა საკუთარი აზრით სამართალი აღადგინეს, მაგრამ, ინგლისელების აზრით, არბიტრებს სამართლიან შემთხვევაში ორივე გოლი უნდა ჩაეთვალათ.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

ლამპარდმა ბურთი ძელს კიდევ ერთხელ მოარტყა და მეორე ტაიმის პირველ წუთებზ ეინგლისელები დომინირებდნენ, თუმცა, 3 წუთიან მონაკვეთში გერმანიის ორ კონტრშეტევას ტომას მიულერის დუბლი მოჰყვა, რამაც ბრიტანელთა ჭრილობაზე მარილი დააყარა და საბოლოო ანგარიში, 4:1 დააფიქსირა.

ინგლისელები დამარცხებას დღემდე იღბალს აბრალებენ და ამის სერიოზული საბაბიც აქვთ, მაგრამ გერმანიამ თამაშით ისინი აშკარად დაჩაგრა.

დაცვაში ინგლისელთა დაუდევარ შეცდომებს გერმანიის გოლები მოჰყვა, აპსონის და ტერის უყურადღებო თამაში კი გერმანელებმა არ აპატიეს.

ამ უჩინარმა გოლმა კარის ხაზის ტექნოლოგიის შესახებ საუბრები საფეხბურთო წრეებში ისევ გააღვივა, 2012 წლის ინგლისი – უკრაინის მატჩის დროს მომხდარი ეპიზოდი კი საბოლოო წვეთი იყო და 2012/13 სეზონიდან ფიფამ თამაშში კარის ხაზის ტექნოლოგიის დანერგვა დაიწყო.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

ისტორიები

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply