1966 წლის ზაფხული ყველაზე კარგად ინგლისელ გულშემატკივარს ახსოვს. ამ წელს მუნდიალი ინგლისელებმა პირველად და,ჯერ-ჯერობით,უკანასკნელად მოიგეს. სწორედ ამ ზაფხულს დაფიქსირდა საერთაშორისო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაცია, როცა ჩრდილოეთ კორეამ იტალიის დამარცხება მოახერხა.

აზიური გუნდისგან ტურნირზე კვალიფიკაციასაც არავინ ელოდა. კორეელების მსოფლიო ჩემპიანატზე გამოსვლა ბოიკოტებისა და გუნდების მოხსნის დამსახურება უფრო იყო, ვიდრე მათი ნათამაშები ფეხბურთის. ჩრდილოეთ კორეის ფინალამდე გასავლელი გზა, რომელიც აფრიკული და აზიური გუნდების წინააღმდეგ დაძაბული მატჩებით უნდა ყოფილიყო სავსე, საბოლოოდ, ავსტრალიასთან ორი მატჩით შემოიფარგლა. ავსტრალიელების დამარცხება აზიელებმა ადვილად მოახერხეს, რის შედეგადაც ინგლისში გაემგზავრნენ.

პოლიტიკა და ფეხბურთი ერთმანეთს რთულად ერწყმის და ბრიტანეთში ჩრდილოეთ კორეის ჰიმნის დაკვრა, კორეის ომიდან რამდენიმე წლის შემდეგ, სადაც უამრავი ბრიტანელი დაიღუპა, ინგლისელებისთვის მაინცდამაინც სასიამოვნო იდეა არ ყოფილა. ამის გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ჰიმნები და დროშები მხოლოდ გახსნით და ფინალურ მატჩებში ვიხილეთ, ეს პრობლემის გადაჭრის ყველაზე ბრიტანული გზა იყო – კომპრომისი.

მეოთხე ჯგუფში მოხვედრილ კორეელებს მეტოქებად იტალია, ჩილე და საბჭოთა კავშირი შეხვდათ. პირველ მატჩში ჩქარმა და ძლიერმა საბჭოთა კავშირმა აზიელები სამბურთიანი სხვაობით დაამარცხეს და კარი მშრალად შეინახეს. შემდეგ ჩილესთან მატჩი იყო, რომელსაც გასვლაზე თამაში უჭირდა ხოლმე. მატჩში ანგარიში ჩილელებმა გახსნეს, მაგრამ პაკ სუნგის გოლის წყალობით კორეელებმა 1 ქულა მოიპოვეს.

იტალიელები მუნდიალზე დამაჯერებლად მოხვდნენ. პოლონეთს და ბულგარეთს ექვს-ექვსი ბურთი გაუტანეს, შემდეგ კი ჯერ შოტლანდიას მოუგეს სამბურთიანი სხვაობით, შემდეგ კი მექსიკას ხუთ ბურთიანით. საკლუბო დონეზე მილანური გუნდები ევროპის ჩემპიონ კლუბთა თასს (ახლანდელ ჩემპიონთა ლიგას) დომინირებდნენ. იტალია ფავორიტი იყო, პრობლემა კი იმაში მდგომარეობდა რომ მთელი ამ წარმატებისდა მიუხედავად, იტალიელებს მონდომება სახლში დარჩათ.

პირველ მატჩში აძურიმ ჩილეს მოუგო, მაგრამ მათი პერფორმანსი ამ პატჩში ოპტიმალურისგან ძალიან შორს იყო. ამ ფაქტზე მეორე ტურში საბჭოთა კავშირთან 1-0 დამარცხებაც მეტყველებდა. სსრკ ჯგუფიდან გავიდა, შეკითხვა მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, თუ ვინ გავიდოდა ფლეი ოფში მათთან ერთად. იტალიელების ფეხის დაცდენა კი ნიშნავდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან ჩრდილოეთ კორეა გავიდოდა. თუმცა, ასეთი რაღაცები თითქმის არასდროს ხდება.

19 ივლისს, საღამოს რვის ნახევარზე, გუნდებმა მუნდიალის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სენსაციური მატჩი დაიწყეს. მატჩი, რომელიც ყველა იმ ადამიანს სამუდამოდ დაამახსოვრდა, ვინც მაშინ აირსომ პარკზე იყო, ან მატჩის ტრანსლაციას ტელევიზორში უყურებდა.

რომანტიკაში გადაკარგვა და იმის თქმა, რომ კორეელებმა იტალიელებს თამაშით აჯობებს ადვილია და შეიძლება რაღაც დოზით სიმართლეს მოიცავს კიდეც, მაგრამ არსებობდა სხვა გარემოებებიც.

ლეგენდარულ ჯიაკომო ბულგარელის მატჩი ტრავმის გამო უნდა გამოეტოვებინა, მაგრამ მატჩის მნიშვნელობის გამო მწვრთნელმა იგი მაინც ძირითადში დააყენა. თუმცა, კამათლის გაგორებისას ხანდახან ია-განი ამოგვდის და იტალიელებსაც სწორედ ეს მოუვიდათ. ბულგარელის მატჩის დროს ტრავმა გაუმწვავდა, მისი შეცვლა კი იტალიას აღარ შეეძლო – გუნდი 10 კაცით დარჩა.

შესვენებამდე წუთებით ადრე კი მორანბონგ ფხენიანში დაბადებული, 24 წლის ნახევარმცველი, ჩრდილოეთ კორეის ისტორიაში შევიდა იონგ-ვონ ჰას მოგებული საჰაერო ორთაბრძოლის შემდეგ, პაკ დო-იკმა ბურთი დაბალ კუთხეში გაუშვა და ენრიკო ალბერტოსის კარი დალაშქრა.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

ბიბისის კომენტატორი ტელემაყურებლებს არწმუნებდა, რომ გოლი მართლა კორეელებმა გაიტანეს. „მატჩი ჩრდილოეთ კორეას მიჰყავს, გოლი კორეელებმა გაიტანეს. ღმერთო ჩემო, რა სენსაციაა!“ იმეორებდა ფრანკ ბოუ.

გოლი ნაწილობრივ ფიორენტინას მეკარის ბრალი იყო, მაგრამ მთელი ყურადღება კორეელების სიხარულისკენ იყო მიმართული. მეორე ტაიმში მუდმივად ზრდადი ზეწოლისდა მიუხედავად, კორეელთა დაცვა შეურყევლად იდგა. გოლის გატანის შანსი მარინო პერანის ჰქონდა, მაგრამ იტალიელმა ორივე მომენტი გაანიავა.

საფინალო სასტვენის შემდეგ, იტალიელებმა თავი დახარეს და იმაზე დაიწყეს ფიქრი, თუ რა ელოდათ სამშობლოში დაბრუნებისას. ჩრდილოეთ კორეელებისთვის კი ზღაპარი გაგრძელდა.

ზღაპარი პორტუგალიასთან მეოთხედფინალური დაპირისპირების პირველი 25 წუთის განმავლობაშიც გრძელდებოდა, როცა კორეელებმა სამი უპასუხო გოლი გაიტანეს. თუმცა, ეუსებიოს პოკერის წყალობით პორტუგალიელებმა მატჩი შემოატრიალეს და ანგარიშით 5:3 იმარჯვეს.

ჩრდილოეთ კორეის მუნდიალი ამით დასრულდა, მაგრამ იტალიელების წინააღმდეგ გამარჯვება გულშემატკივრებს სამუდამოდ დაამახსოვრდათ.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

ისტორიები

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply