1990 წლის მუნდიალის გახსნით მატჩში არგენტინის ნაკრები კამერუნს დაუპირისპირდა. მოქმედ მსოფლიო ჩემპიონებს დიეგო მარადონა ლიდერობდა, რომელმაც რამდენიმე თვით ადრე ნაპოლის სერია ა თითქმის მარტომ მოაგებინა. კამერუნის შემადგენლობა კი საფრანგეთის ქვედა დივიზიონებში და სხვა ნაკლებად პრესტიჟულ ჩემპიონატებში მოთამაშე ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული, რომელთა შესახებაც არავის სმენია.

სამხრეთ ამერიკელებს შანსი ჰქონდათ მუნდიალი ხალისიანად დაეწყოთ და იოლი გამარჯვებით თავდაჯერებულობა შეეძინათ, მაგრამ, რაც მოხდა ბევრად უფრო დასამახსოვრებელი იყო.

იმის თქმა, რომ აფრიკელებს მუნდიალის წინ ექსპერტები ცუდად აფასებდნენ შეცდომა იქნება, რადგან კამერუნის ნაკრებს საერთოდ არ აფასებდნენ. აფრიკის თასზე უიმედო გამოსვლას მუნდიალისთვის შესამზადებელი ამხანაგური მატჩები მოჰყვა, სადაც კამერუნმა თითქმის ყველა მატჩი წააგო.

ბედნიერება არც არგენტინელთა ბანაკში სუფევდა, ამ ნაკრებს გასახდელში სიმშვიდე ისედაც არ ახასიათებდა. კარლოს ბილარდოს არჩეული შემადგენლობა ფეხბურთელებს არ მოსწონდათ, პირველ რიგში დიეგო მარადონას. ამისდა მიუხედავად, არგენტინელები, ნებისმიერ მწვრთნელთან ერთად, ტურნირის მთავარ ფავორიტებად ითვლებოდნენ.

კამერუნელებმა მატჩი ჩაკეტეს და პირველივე წუთებიდან ყველას დაანახეს, რომ მოგება სურდათ. არგენტინის ნაკრებს კი მონდომება აკლდა. ძალიან შეკრული თაქტიკა კამერუნს საშუალებას აძლევდა, საკუთარი სიჩქარე გამოეყენებინათ და კონტრშეტევები ძალიან დიდი სიხშირით განეხორციელებინათ.

ამ ყველაფრისდა მიუხედავად, არგენტინა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი იყო და მათ მარადონა ჰყავდათ, შესაბამისად, მომენტებს მაინც შექმნიდნენ. ნაპოლის სუპერვარსკვლავი მთელი მატჩის განმავლობაში ამხნევებდა გუნდელებს და მოუწოდებდა უფრო დიდი ძალებით შეეტიათ. თუმცა, აფრიკელთა მეკარე ტომას ნ’კონომ ყველა შეტევა მოიგერია.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

არგენტინას გოლის გატანა პირველივე წუთებზე უნდოდა და ეს რომ გამოსვლოდათ, ალბათ, ყველაფერი დასრულდებოდა. თუმცა, კამერუნმა საწყის შტურმს გაუძლო და თავდაჯერებულობა მოემატათ.

კამერუნელები თავს ძალიან უხეშად იცავდნენ და პირველივე წუთებიდან არბიტრის ნერვებს ცდიდნენ, მატჩის პირველ საათში მათ სამი ყვითელი ბარათი მიიღეს, ზუსტად 60 წუთის შემდეგ კი მსაჯს მოთმინების ფიალა აევსო და მოედნიდან კანა-ბიიკი გააძევა.

კამერუნი 10 კაცით დარჩა, ყველას ეგონა რომ ახლა არგენტინას ვეღარაფერი შეაჩერებდა. თუმცა, გოლი აფრიკელებმა გაიტანეს. ომამ-ბიიკის თავური დარტყმა ნერი პუმპიდომ ხელში ვერ დაიჭირა და ბურთი კარში შევარდა. არადა, ათი ეპიზოდიდან ცხრაში, ნერი ასეთ დარტყმას აიღებდა.

მატჩის დამთავრებამდე 25 წუთი რჩებოდა და კამერუნი მზად იყო მსოფლიო ჩემპიონების წინააღმდეგ უპირატესობა ყველა შესაძლო გზით დაეცვა. ვარდნები უფრო უხეში გახდა, თამაში კი უფრო ჩაიკეტა. მარადონას რამდენიმე ფეხბურთელი ერთად მეურვეობდა, რათა არგენტინელი რაც შეიძლება ნაკლებად სახიფათო ყოფილიყო. არგენტინელებზე ზეწოლა კი სულ უფრო იზრდებოდა.

მატჩის დამთავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე, იკონური ეპიზოდი მოხდა. შეცვლაზე შემოსული კლაუდიო კანიჯა კამერუნის ნახევარმცველებს შორის გაიჭრა, ჯერ მას ტანი ჩაუდგეს, მაგრამ უშედეგოდ, შემდეგ მოჩეხეს, მაგრამ სირბილს მაინც აგრძელებდა. ბოლოს კი მასინგ ბენჟამინმა არგენტინელს ფეხი მუცელში ჩაარტყა და მხოლოდ ასე შეძლო მისი გაჩერება. ამ ტურნირზე ფეხბურთელებს სიმულაცია უფრო უყვარდათ, ვიდრე ფეხზე დადგომა. კანიჯამ კი პირიქით, ყველაფერი გააკეთა რომ ძირს არ დაცემულიყო. ბენჟამინმა დამსახურებული წითელი ბარათი მიიღო.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

ცხრა კაცით დარჩენილმა კამერუნმა გამარჯვება იზეიმა. „არავის ეგონა, რომ მარადონას გავაჩერებდით, მაგრამ ჩვენ ვიცოდით, რომ ეს შეგვეძლო,“ – თქვა გოლის ავტორმა, ომამ ბიიკმა მატჩის შემდეგ. აფრიკული ფეხბურთი მსოფლიო ესტრადაზე უფრო დიდ ადგილს იკავებდა.

კამერუნმა ამის შემდეგ ტურნირი გაახალისა, როჯერ მილამ გულშემატკივარს თავი ცეკვებით დაამახსოვრა, როცა კოლუმბიის ნაკრებს დამატებით დროში დუბლი შეუსრულა. მათი ტურნირიდან გაძევება მხოლოდ გარი ლინეკერის ორმა პენალტმა შეძლო.

რაც შეეხება არგენტინას, პუმპიდომ, რომელსაც კამერუნის გოლში ადანაშაულებდნენ, ფეხი მოიტეხა და ნაკრების მაისურით მეტჯერ აღარ უთამაშია. მის გარეშე კი არგენტინამ ფინალამდე მიაღწია, სადაც გერმანიასთან წააგო.

მილას ცეკვების და მეოთხედფინალში გასვლის მიუხედავად, კამერუნელ გულშემატკივარს დღეს ყველაზე კარგად ის ფაქტი ახსოვს, რომ ჯგუფურ ეტაპზე მარადონას არგენტინა დაამარცხეს.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

ისტორიები

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply