2006 წელს გერმანიაში ჩატარებულ მუნდიალზე იტალიის ნაკრებმა საკუთარი მეოთხე მუნდიალის მოგება შეძლო და ეს ყველაფერი უდრამატულესი მატჩების შედეგად მოახერხა. იტალიამ ოთხი წლის შემდეგ  საკუთარ ისტორიაში ყველაზე ცუდი მუნდიალი ჩაატარა, როცა პარაგვაის, სლოვაკეთის და ახალი ზელანდიის ჯგუფი ვერ დაძლია, მაგრამ 2006 წლის მუნდიალის სიხარული მათ დღემდე მოჰყვებათ.

სანაკრებო ტურნირებს იტალიელები  როგორც წესი, ძალიან ნელა იწყებენ ხოლმე, ამიტომ პირველივე მატჩში, განას წინააღმდეგ, დამაჯერებელი გამარჯვება ბევრისთვის სიურპრიზი იყო. ანდრეა პირლოს და ვიჩენცო იაკინტას გოლებმა იტალიას 3 ქულა მოუტანა და მუნდიალის დადებით ნოტაზე დაწყების შესაძლებლობა მისცა.

ამის შემდეგ იტალიელები აშშ-ს დაუპირისპირდნენ და საფინალო გზაზე ერთადერთი გოლი გაუშვეს. იტალიელი მცველი კრისტიან ზაკარდო ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელმაც ამ ტურნირზე ფინალამდე ჯანლუიჯი ბუფონის კარის დალაშქვრა მოახერხა, მან ეს ავტოგოლით შეძლო.

ამ მატჩის კიდევ ერთი გამორჩეული მომენტი დე როსის მოქნეული იდაყვი იყო, რომელმაც ამერიკელ ბრაიან მაკბრაიდს სისხლი წამოადინა, დე როსის კი წითელი ბარათი მიაღებინა და მისთვის ეს ტურნირი გააფუჭა.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩი იტალიელებისთვის ტრაგიკულად დაიწყო, ალესანდრო ნესტა ტრავმის გამო გამოსაცვლელი გახდა, თუმცა, მისი შემცვლელი, მარკო მატერაცი, მუნდიალის ტრიუმფის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გამოდგა და ამ მატჩშიც შემოსვლიდან 10 წუთში გოლი გაიტანა. ეს მარკოს ერთადერთი გოლი არ ყოფილა ტურნირზე.

ალესანდრო ნესტას სანაკრებო კარიერის ტრაგიკული დასასრული მატერაცისა და იტალიის ნაკრებისთვის, საბოლოო ჯამში, საკმაოდ სასიხარულო გამოდგა, ნესტამ კი ამ ტურნირის შემდეგ ნაკრების მაისურით მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ, ევრო 2008ს შესარჩევ ეტაპზე.

მერვედფინალში იტალიელები ავსტრალიას დაუპირისპირდნენ და 95 წუთზე გატანილი პენალტით მოუგეს, იყო თუ არა თერთმეტმეტრიანი დასანიშნი, ამაზე დღემდე ვერ თანხმდებიან. ფაბიო გროსომ რამდენიმე წლის შემდეგ თქვა, რომ ძირს დაღლილობის გამო დაეცა, მაგრამ მაინც თვლიდა რომ პენალტი დასანიშნი იყო.

ფრანჩესკო ტოტიმ პენალტი რაკეტისებრი დარტყმით გაიტანა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

მეოთხედფინალში იტალიელები უკრაინას შეხვდნენ, ლუკა ტონიმ კი ამ მატჩში დუბლი შეასრულა. ტონისთვის ეს პირველი გოლი იყო მუნდიალზე, უკრაინის გუნდის სისუსტით იტალიელებმა ადვილად ისარგებლეს და მეტოქეს 3:0 მოუგეს.

იტალიელთა კარის აღება ვერც გერმანიამ მოახერხა, მატჩის ბოლო წუთები კი ერთ-ერთი ყველაზე დრამატული დასასრული იყო მუნდიალის ისტორიაში.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

119 წუთზე გატნაილი გოლის შემდეგ ფაბიო გროსოს ემოციური აღნიშვნა აძურის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე იკონურ მომენტად დარჩა, აქედან ორ წუთში კი ფაბიო კანავაროს წამოწყებული კონტრშეტევა ალესანდრო დელ პიერომ დააგვირგვინა და იტალიის საფინალო საგზური გაანაღდა.

მატჩი ასევე ჯანლუიჯი ბუფონის არაერთი შესანიშნავი სეივით იყო გამორჩეული, რომელიც ამ ტურნირზე უდავოდ საუკეთესო მეკარე იყო. ფაბიო კანავაროს მატჩი გერმანიის წინააღმდეგ ცენტრალური მცველის ერთ-ერთ საუკეთესო პერფორმანსად რჩება ფეხბურთის ისტორიაში და ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმისა, თუ როგორ მოახერხა იტალიამ მუნდიალის მოგება.

ფინალში ფაბიო გროსო იტალიის წარმატების სახე კიდევ ერთელ გახდა, როცა გადამწყვეტი პენალტის შესრულება მოუწია და ფაბიენ ბარეზის კარში ბურთი აუღელვებლად გადაგზავნა.

დრამატული პენალტების გარდა, მატჩი ზიდანის უმოწყალო თავური დარტყმითაც ახსოვს, როცა მან მარკო მატერაცი ოჯახის შეურაცხყოფისთვის დასაჯა.

ზიდანმა წითელი ბარათი მიიღო, ეს ეპიზოდი კი მუნდიალების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საკამათო და მწვავე მომენტად რჩება.

დავიდ ტრეზეგეს გაფუჭებული პენალტი იტალიელებმა ფრანგებს არ აპატიეს და გუნდის კაპიტანმა, ფაბიო კანავარომ მუნდიალის თასი აღმართა.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

ისტორიები

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply