ბრაზილიისა და გერმანიის ნაკრებებმა 2014 წლის მუნდიალის ნახევარფინალამდე დაუმარცხებლად მიაღწიეს, თუმცა, ბრაზილიელებს მეოთხედფინალში გუნდის ლიდერები: ნეიმარი (ტრავმის გამო) და ტიაგო სილვა (ყვითლების გამო) გამოაკლდათ. მიუხედავად ამისა, ხალხი დაძაბულ, თანაბარ მატჩს ელოდა. ორივე გუნდი მუნდიალის ტრადიციული ფავორიტია, ერთმანეთს შორის კი 8 მსოფლიო ჩემპიონატი აქვთ მოგებული. გუნდების წინა შეხვედრა გერმანელებს მწარედ ახსოვდათ, 2002 წლის მუნდიალის ფინალში ბრაზილიელებმა მანშაფტის წინააღმდეგ 2:0 მოიგეს. თუმცა, მატჩი სანახაობრივი არ გამოდგა.

ამ მატჩმა  მუნდიალის არაერთი რეკორდი მოხსნა. ეს ტურნირის ნახევარფინალებში დაფიქსირებული ყველაზე დიდი ანგარიში იყო, გერმანიამ მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში გატანილი გოლების რაოდენობით სწორედ ამ დღეს გადაუსწრო ბრაზილიას და ამ ცხრილში პირველი ადგილი დაიკავა. გერმანია ასევე პირველი გუნდი გახდა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 8-ჯერ გავიდა. მიროსლავ კლოზემ მისი მე-16 გოლი გაიტანა ტურნირზე და ამით ბრაზილიელ ლეგენდას, რონალდო ნაზარიო დე ლიმას გადაუსწრო, რომელსაც მუნდიალებზე 15 გოლი აქვს.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

ამ მატჩში ბრაზილიის დაუმარცხებელი საშინაო სერიაც შეწყდა, რომელიც 62 მატჩის განმავლობაში გრძელდებოდა და სადავეს 1975 წლის კოპა ამერიკადან იღებდა, სადაც ბრაზილიამ ბოლოჯერ წააგო ოფიციალური მატჩი სახლში (პერუს წინააღმდეგ, ანგარიშით 1:3). ასეთი სხვაობით ბრაზილიელებს 1920 წლის შემდეგ არ ჰქონდათ წაგებული (1920 წელს მათ 6:0 წააგეს ურუგვაისთან), ხოლო შვიდი გოლი სელესაომ ისტორიაში პირველად გაუშვა. ამ მატჩმა ეროვნული სირცხვილის სტატუსი მიიღო.

მატჩს დღეს „მინეირასოს“ სახელით იხსენებენ (ეს სახელი „მარაკანასოდან“ მოდის, რომელიც, ასევე, ბრაზილიის საშინაო მოედანზე დამარცხებას უკავშირდება). ბრაზილიამ მესამე ადგილისთვის მატჩიც ჰოლანდიასთან დიდი ანგარიშით, 3:0, წააგო, გერმანიამ კი ფინალში არგენტინის დამარცხების შემდეგ თავისი მეოთხე მუნდიალი მოიგო.

როგორც ბრაზილიური გამომცემლობები წერენ, მეორე ტაიმის მიმდინარეობისას ნეიმარს ტელევიზორი უკვე გამორთული ჰქონდა და პოკერს თამაშობდა. ლუის ფელიპე სკოლარიმ განაცხადა, რომ ასეთი დამამცირებელი მატჩი არასდროს უნახავს და მთლიანი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, ბოლოს კი დასძინა, რომ ეს მის ცხოვრებაში ყველაზე ცუდი დღე იყო და მწვრთნელის ადგილი დატოვა. დავიდ ლუისმა და ჟულიო სეზარმა მატჩის შემდეგ ბრაზილიელ გულშემატკივარს ბოდიში მოუხადეს. ფრედმა, რომელსაც მატჩის განმავლობაში უსტვენდნენ, სანაკრებო კარიერა დაასრულა. ნეიმარმა კი განაცხადა, რომ ყველაფრისდა მიუხედავად ,მისი გუნდელებით ამაყობდა.მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

გერმანულმა პრესამ დაწერა, თითქოს 30 წუთის შემდეგ გერმანელებმა გაიაზრეს რომ ის, რაც მოედანზე ხდებოდა საფეხბურთო მატჩი აღარ იყო და გადაწყვიტეს გაჩერებულიყვნენ. მატჩისშემდგომ ინტერვიუში ეს სენტიმენტი მატს ჰუმელსმაც გაიზიარა, რომელმაც თქვა, რომ გერმანელებს ბრაზილიელების დამცირება არ უნდოდათ და მეორე ტაიმში თავს ძალიან უხერხულად გრძნობდნენ.

„ერთმანეთს ვუთხარით, რომ უბრალოდ თავი ყურადღებით უნდა დაგვეცვა და მათი დამცირება არ გვეცადა. კონცენტრაცია მოვიკრიბეთ და მეორე ტაიმი სერიოზულად ჩავატარეთ. ძალიან მნიშვნელოვანია რომ გუნდებმა ერთმანეთს ასეთ დროს პატივი სცენ“

ამის გამო, გერმანელებმა გოლების თეატრალურად აღნიშვნაზეც თქვეს უარი და გოლებზე საკმაოდ უემოციო რეაქციები ჰქონდათ.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

ისტორიები

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply