“ეს მატჩი რომ წავაგოთ, თავს ხმელთაშუა ზღვაში დავიხრჩობ“ – ასეთი თავდაჯერებული იყო დასავლეთ გერმანიის მწვრთნელი, იუპ დერვალი, 1982 წლის ზაფხულში, მუნდიალის სადებიუტო მატჩის წინ.

ევროპის მოქმედი ჩემპიონები საერთაშორისო არენაზე ალჟირელებს უპირისპირდებოდნენ. „უდაბნოს მელიები“ გერმანელებისთვის ადვილი მეტოქეები უნდა ყოფილიყვნენ და საზაფხულო თავგადასავლის თავდაჯერებულად დაწყებაში შეეწყოთ ხელი. ასე მხოლოდ გერმანელები არ თვლიდნენ, ალჟირისგან გერმანიისათვის წინააღმდეგობის გაწევას მსოფლიოში არავინ ელოდა.

1982 წელს მსოფლიო ჩემპიონატის გაფართოებამ, რის შედეგაც, ისტორიაში პირველად, ტურნირზე 24 გუნდი გამოვიდა, შედარებით პატარა სახელმწიფოების ნაკრებებსაც მისცა მუნდიალზე გამოსვლის შესაძლებლობა. ალჟირის შემთხვევაში, ისევე,როგორც კამერუნის, მსოფლიო ისეთ გუნდს შეხვდა, რომელსაც საკუთარ კონტინენტზე უკვე საკმაოდ დიდი წარმატებებისთვის ჰქონდა მიღწეული. ალჟირმა 1980 წლის აფრიკის თასის ფინალი ითამაშა, 1982ს აფრიკის თასზე კი ჩემპიონ განასთან ნახევარფინალში დამარცხდა, მუნდიალამდე რამდენიმე თვით ადრე.

გერმანელები უარს ამბობდნენ, ალჟირი სათანადო მეტოქედ ჩაეთვალათ. მათ მატჩის წინ არანაირი მომზადება არ გაუვლიათ და არც მეტოქის ტაქტიკის შესწავლა უცდიათ. პირიქით, ეს დღეები მათ პრესკონფერენციებსა და ინტერვიუებში ალჟირელების დაცინვაში გაატარეს. „მეშვიდე გოლს ჩვენს ცოლებს მივუძღვნით, მერვეს კი ჩვენს ძაღლებს“ – ეს სიტყვები გამოცდილმა პოლ ბრაიტნერმა თქვა.

უკეთესი დამოკიდებულება არც მწვრთნელს ჰქონია, დერვალმა ისიც თქვა, წაგების შემთხვევაში: „პირველივე მატარებლის რეისით მიუნხენში დავბრუნდებითო“.

დასავლეთ გერმანია მოქმედი ევროპის ჩემპიონი იყო, გუნდში: კარლ-ჰაინც რუმენიგე, ჰორსტ ჰრუბეში, ზემოთხსენებული ბრაიტნერი და სხვები თამაშობდნენ. საკვალიფიკაციო ეტაპზე კი 8დან 8 მატჩი ჰქონდათ მოგებული.

„ვფიქრობდით, რომ ეს უბრალოდ ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო“ – ასე იხსენებს მოვლენებს მცველი ჩააბანე მერსეკანე, „არ ვიცოდით, ამას მართლა ამბობდნენ თუ უბრალოდ უნდოდათ გვეფიქრა, რომ სერიოზულად არ გვიდგებოდნენ – ვერ წარმოგვედგინა, რომ გერმანელები თავიანთ საქმეს შეიძლებოდა სერიოზულად არ მოკიდებოდნენ“

როგორც აღმოჩნდა, გერმანელებმა საქმე მართლა აბუჩად აიგდეს. დერვალმა მატჩის შემდეგ აღიარა, რომ ალჟირის მატჩების კადრები ჰქონდათ, მაგრამ ფეხბურთელებთან ერთად არ გაუვლიათ.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

„გერმანელების გაკეთებული კომენტარები ძალიან გვაღიზიანებდა, ეს კომენტარები ჩვენი მოსახლეობის შეურაცხყოფად მივიღეთ“ – იხსენებს ბელუმი.

ხიხონში ჩატარებულ მატჩს 42,000 მაყურებელი ესწრებოდა. პირველი ნახევარი ჩაკეტილი და ტაქტიკაზე ორიენტირებული იყო, სადაც გერმანელები დომინირებდნენ. თუმცა, მეორე ტაიმის პირველივე წუთებზე ჯამელ ზიდანის პასით ბელუმი ერთი ერთზე გავიდა, მან მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდეა სცადა, მეკარემ ბურთს ხელი წაკრა, მაგრამ დამატებაზე რაბაჰ მაჯერს ხელი ვერავინ შეუშალა.

ამის შემდეგ გერმანიამ პრესინგის თამაში დაიწყო, რამაც შედეგი გამოიღო და რუმენიგემ ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, წონასწორობა მალევე დაირღვა, ზუსტად ერთი წუთის შემდეგ ალჟირი კვლავ წინ გაიჭრა. პირდაპირ მოედნის ცენტრიდან დაწყებული კომბინაცია აფრიკელებმა ისე დაასრულეს, რომ გერმანიის ნაკრები ბურთს არც კი შეხებია.
„ჩვენი მეორე გოლი შესანიშნავი იყო“ იხსენებს ბელუმი, „ათი პასი გადავაბით, მეთერთმეტე შეხება კი ჩემი გოლი იყო. ულამაზესი გოლი. ეს ჩემი კარიერის საუკეთესო მომენტია და ყოველთვის ვიძახდი, რომ, ჩემი აზრით, ეს გოლი მთელმა ალჟირმა გაიტანა.“

ეს გოლი გერმანელებისთვის შოკი იყო, მათ გონს მოსვლა ვეღარ მოახერხეს, პრესინგი ალჟირზე აღარ მოქმედებდა, ანგარიშის გათანაბრების საშუალება ევროპელებს აღარ ჰქონიათ. ალჟირმა ისტორიაში უდიდესი გამარჯვება კომფორტულად მოიპოვა.

„არ მესმის რა მოხდა“,- ეს იყო დერვალის სიტყვები მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე. „ახლაც ვერ ვიჯერებ, რომ ალჟირთან წავაგეთ. მათ ძალიან ჭკვიანურად ითამაშეს, კონტრშეტევებზე. ძალიან ჩქარები აღმოჩნდნენ და მეორე ტაიმში სრულიად გაგვანეიტრალეს.“

„ტიტანიკი ჩაიძირა“- ეწერა გერმანული გაზეთის ყდაზე შემდეგ დღეს. საბოლოოდ, ბოლო სიტყვა დასავლეთ გერმანიას დარჩა. ალჟირმა უკეთესად მომზადებულ ავსტრიასთან წააგო. ბოლო ტურში კი „ხიხონის სირცხვილის“ სახელით ცნობილი მატჩი ვიხილეთ. გერმანიამ და ავსტრიამ მატჩი სპეციფიური ანგარიშით, 1:0 დაასრულეს, რათა ჯგუფიდან ორივე გუნდი გასულიყო.

ალჟირის ჯგუფში ჩარჩენა შესაძლოა გერმანული გარიგების ბრალი ყოფილიყო, მაგრამ მათი გამარჯვება და მუნდიალზე მოთამაშე ფეხბურთელების გმირობა ისტორიას არ დავიწყებია. დამცინავი ტონი, რომლითაც ევროპელები აფრიკულ ფეხბურთზე საუბრობდნენ, ალჟირელებისთვის შთაგონების წყარო აღმოჩნდა. „მათმა კომენტარებმა მოტივაცია მოგვცა, რომ კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაგვეტარებინა“ – თვა ბელუმიმ- „დასავლეთ გერმანიის წინააღმდეგ მოედანზე ყველაფერი დავდეთ და მადლობა ღმერთს, მათი დამარცხება შევძელით.“

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

ისტორიები

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply