გერმანიამ 2014 წელს, დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიის გაერთიანების შემდეგ, თავისი პირველი მუნდიალი მოიგო. ისინი, ასევე, პირველი ევროპული ნაკრები გახდნენ, რომლებმაც მუნდიალი სამხრეთ ამერიკაში მოიგეს.

ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი გერმანიამ პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარა. გუნდებს ერთმანეთის წინააღმდეგ 17 მატჩი ჰქონდათ ჩატარებული, ბოლო მატჩი კი ევრო 2012ზე გერმანიას ჰქონდა მოგებული.

ანგარიში პენალტიდან ტომას მიულერმა გახსნა , ჰუმელსმა სხვაობა გააორმაგა, ტაიმის ბოლო წუთებზე კი მიულერის და პეპეს შეკამათებას პეპეს მხრიდან მოქნეული თავი მოჰყვა, რის გამოც მცველი მოედნიდან გააძევეს. მიულერმა რამდენიმე წუთში თავისი მეორე გოლიც გაიტანა, მეორე ტაიმში კი ჰეთ-თრიკი შეასრულა. მიულერის ჰეთ-თრიკი მეშვიდე იყო, რომელიც გერმანელმა ფეხბურთელებმა მუნდიალზე შეასრულეს და მუნდიალების ისტორიაში პორტუგალიის ყველაზე დიდი დამარცხებაც მოიტანა.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

მეორე მატჩში გერმანია განას დაუპირისპირდა და ფრედ, 2:2 ითამაშა. ეს მატჩი გერმანელ გულშემატკივარს იმ ფაქტით ახსოვს, რომ მიროსლავ კლოზემ მისი მე-15 გოლი გაიტანა მსოფლიო ჩემპიონატებზე და ამით ბრაზილიელი რონალდოს რეკორდი გაიმეორა.

ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში გერმანიამ აშშ ტომას მიულერის გოლით მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

მერვედფინალში გერმანია ალჟირს შეხვდა და 1982 წლის მუნდიალზე მიღებულ შოკისმომგვრელ დამარცხებაზე შური იძია. ალჟირელებმა გერმანიას მოსალოდნელზე დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, ძირითადი 90 წუთი ფრედ, 0:0 დასრულდა, დამატებით დროში კი გერმანელებმა 2:1 მოიგეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. ამ მატჩმა მსოფლიო რეკორდი მოხსნა, ჯაბუს 120:51 წუთზე გატანილი გოლი ტურნირის ისტორიაში ყველაზე გვიანდელი იყო, რითიც ალესანდრო დელ პიეროს მიერ 2006 წელს 120:31-ზე გატანილი გოლის რეკორდი მოხსნა. ორივე ეს გოლი გერმანელთა კარში გავიდა.

მეოთხედფინალში გერმანია საფრანგეთს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში მატს ჰუმელსის თავური დარტყმით 1:0 დაამარცხა, რითიც მეცამეტეჯერ მოხვდა მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ოთხ გუნდს შორის და საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

გერმანიისა და ბრაზილიის მატჩი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი შეხვედრა იყო ტურნირის ისტორიაში. როგორც თვითონ გერმანელი ფეხბურთელები ჰყვებიან, დაახლოებით, ოცდამეათე წუთზე ერთმანეთში მოილაპარაკეს, რომ შტურმის გაგრძელება არასპორტული საქციელი იქნებოდა და გადაწყვიტეს მატჩი მშვიდად დაესრულებინათ.

სხვა ყველაფერთან ერთად, კლოზემ მუნდიალებზე, ბრაზილიის წინააღმდეგ, თავისი მე-16 გოლი გაიტანა, რითიც ფენომენოს რეკორდი მოხსნა და ისედაც განადგურებულ ბრაზილიელებს კიდევ ერთი ჭრილობა მიაყენა.

ფინალში გერმანელებმა არგენტინა დაამარცხეს, რითიც მათი მეოთხე მუნდიალი მოიგეს. მიროსლავ კლოზემ კი საკუთარ მედლების კაბინეტში მუნდიალის ბრინჯაოს და ვერცხლის მედლებს ოქროც მიამატა (ეს მიღწევა აქამდე მხოლოდ ფრანც ბეკენბაუერს, სეპ მაიერს და ფრანკო ბარეზის ქონდათ)

მუნდიალის ფინალი პირველი საფეხბურთო მატჩი გახდა, რომელსაც ოფიციალურად მილიარდზე მეტმა ადამიანმა უყურა.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

ისტორიები

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply