2010 წლის მუნდიალის ფინალში, ერთმანეთს ჰოლანდია და ესპანეთი თავიანთ ისტორიაში პირველი მუნდიალის მოსაგებად ეჯიბრებოდნენ. ეს 1978 წლის შემდეგ პირველი ფინალი იყო, სადაც არცერთ ფინალისტს ჯერ მსოფლიო ჩემპიონატი მოგებული არ ჰქონდა. ჰოლანდიას 1947 და 1978 წლებში ფინალი წაგებული ჰქონდა, ესპანელთა საუკეთესო შედეგი კი 1950 წელს მოპოვებული მეოთხე ადგილი გახლდათ. ეს ზედიზედ მეორე ევროპული ფინალი იყო და ისტორიაში პირველად, ევროპულმა გუნდმა, მუნდიალი კონტინენტს გარეთ მოიგო.

ამ მატჩამდე ჰოლანდიას და ესპანეთს ერთმანეთის წინააღმდეგ არც მუნდიალზე და არც ევროპის ჩემპიონატზე არ ჰქონდათ ნათამაშები. საკვალიფიკაციო, ამხანაგურ და ოლიმპიურ თამაშებში კი იქამდე 9 მატჩი ჰქონდათ ნათამაშები, საიდანაც 4 ესპანეთმა მოიგო, 4 ჰოლანდიამ, 1 კი ფრედ დასრულდა.

ესპანეთი მეთორმეტე გუნდი გახდა, რომელმაც მუნდიალის ფინალი ითამაშა და, ასევე გახდა პირველი დებიუტანტი საფრანგეთის (1998) შემდეგ. ჰოლანდიამ მესამე ფინალიც წააგო, რითიც უნგრეთის და ჩეხოსლოვაკიის რეკორდი გააუმჯობესა. ეს რეკორდი გერმანიას ეკუთვნის, რომელმაც მუნდიალზე 4 ფინალი წააგო.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

2010 წლის მუნდიალის ფინალი პირველი იყო, სადაც არც ბრაზილია, არც იტალია, არც გერმანია და არც არგენტინა არ მონაწილეობდა.

ფინალის ბურთი ჯო’ბულანი იყო, რომელიც ყველა დანარჩენ მატჩში გამოყენებული ადიდასის ჯაბულანის ოქროსფერი ვერსია გახლდათ.

სამი ესპანელი ფეხბურთელის გარდა, ყველა ესპანურ გუნდებში თამაშობდა. სასტარტო შემადგენლობიდან 6 ფეხბურთელი ბარსელონაში თამაშობდა, 3 რეალში, 1 ვალენსიაში და 1 ვილიარეალში. ჰოლანდიის შემადგენლობაში ექვსი ბუნდესლიგის, 5 პრემიერ ლიგის, 2 სერია ა-ს და 1 ლა ლიგის ფეხბურთელი იყო.

ფინალი 11 ივლისს, იოჰანესბურგში, სოქერ სიტის სტადიონზე გაიმართა. ყველა მუნდიალის ფინალს შორის, ამ მატჩში ყველაზე მეტი, 14 ყვითელი ბარათი იქნა დარიგებული (ცხრა ჰოლანდიელებს, ხუთი კი ესპანელებს), ჯონ ჰეიტინგა 109’ წუთზე კი მოედნიდან გააძევეს. ერთ ეპიზოდში, ნაიჯელ დე იონგმა ჩაბი ალონსოს ფეხი მკერდში მოარტყა, რის გამოც, ჟურნალისტთა უმრავლესობის აზრით, ის წითელ ბარათს იმსახურებდა. მატჩის შემდეგ ამ მოსაზრებას არბიტრი ჰოვარდ ვებიც დაეთანხმა, მაგრამ თან დაამატა, რომ მატჩის მიმდინარეობისას ეპიზოდს კარგად ვერ ხედავდა.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

ძირითად დროში ჰოლანდიელებს მეტი საოგლე მომენტი ჰქონდათ, ყველაზე გამორჩეული კი 62’ წუთზე მომხდარი ეპიზოდი იყო, სადაც უესლი სნეიდერის პასით არიენ რობენი იკერ კასილასთან პირისპირ დარჩა, იკერმა კი ბურთის მოგერიება ფეხით შეძლო.

116’ წუთზე, როცა პენალტების სერია უკვე გარდაუვალი ჩანდა, ხესუს ნავასმა შეტევა წამოიწყო, პასების სერიის ბოლოს კი ანდრეს ინიესტა მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა.

გოლამდე წამებით ადრე ჰოლანდიელებმა ჯარიმა დაარტყეს, რომლის შემდეგაც ბურთი ცოცხალ კედელში მდგომ ფეხბურთელს მოხვდა და კუთხურზე გადავარდა. რიკოშეტისდა მიუხედავად, მსაჯმა კუთხურის ნაცვლად დარტყმა კარიდან დანიშნა, რომელსაც ესპანეთის საგოლე შეტევა მოჰყვა. მატიისენმა გოლის შემდეგ მსაჯთან კამათისთვის ყვითელი ბარათი მიიღო, ჰოლანდიელი კი სწორედ კუთხურის ეპიზოდს აპროტესტებდა.

ანდრეს ინიესტამ გოლის აღნიშვნისას ფორმა გაიხადა, რომლის ქვეშაც მაისური ეცვა წარწერით „Dani Jarque siempre con nosotros“ (დანი ხარკე, ყოველთვის ჩვენთან ერთად)

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

ისტორიები

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply