ზაფხული სანაკრებო ფეხბურთის პერიოდია, 21 საუკუნეში კი ყველაზე მეტი სანაკრებო ტურნირი ესპანეთის ნაკრებს აქვს მოგებული. თუმცა, ახლახან ჩავლილ დიდებულ ეპოქამდე, ესპანელ ფეხბურთის გულშემატკივრებს სიხარულის მიზეზი იშვიათად ჰქონდათ. ევრო 2008ს ტრიუმფამდე ისტორიაში მხოლოდ ერთი ტურნირი ჰქონდა მოგებული – 1964 წლის ერთა თასი (ახლანდელი ევროპის ჩემპიონატი). ამ მიზეზით, ესპანელი გულშემატკივრისთვის ზაფხული სიხარულთან დიდი ხნის განმავლობაში არ ასოცირდებოდა, მაგრამ ეს ყველაფერი 1984 წელს შეიცვალა.

ქვეყანა კარგ მდგომარეობაში არც მოედნის გარეთ გახლდათ, ესპანელებს ფრანკოს დიქტატურის ქვეშ უწევდათ ცხოვრება იქამდე, სანამ გენერალი 1975 წელს გარდაიცვალა. ესპანელ ხალხს დემოკრატიული უფლებები სწორედ ამ დროს დაუბრუნდა, 1981 წელს კი ჯარმა დიქტატორული რეჟიმის დაბრუნება სცადა და ბუნტი მოაწყო. ამ ყველაფერს რეცესიები, ექსტრემიზმი და არაერთი ტერორისტული აქტი მოჰყვა, რამაც ესპანელ ხალხში შიში და ერთმანეთისადმი უნდობლობა გამოიწვია. ქვეყანას განტვირთვა სჭირდებოდა, 1983 წლის 21 დეკემბერს კი ეროვნულმა ნაკრებმა საკუთარ სამშობლოსა და მთელს ევროპას სასწაული შესთავაზა.

ეს ისტორია 1982 წლის ივლისში დაიწყო, როცა ლა როხამ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მწარედ გადასაყლაპი სირცხვილი ჭამა. ესპანელები პირველ ჯგუფურ ეტაპზე ირლანდიის, იუგოსლავიისა და ჰონდურასის ჯგუფიდან გაჭირვებით გავიდნენ, მეორე ჯგუფში სანტიაგო ბერნაბეუზე ჯერ დასავლეთ გერმანიის ნაკრებთან დამარცხდნენ, შემდეგ კი ინგლისელებთან ფრედ, 0-0 ითამაშეს და საკუთარ ქვეყანაში ჩატარებულ მუნდიალს გამოეთიშნენ. 1964 წლის შემდეგ ესპანეთისთვის ეს მხოლოდ მეოთხე ტურნირი იყო, მათ ამ პერიოდში 5 სხვადასხვა სანაკრებო ტურნირზე გასვლა ვერ მოახერხეს, ხოლო იქ, სადაც გავიდნენ – ჯგუფურ ეტაპს ვერ გასცდნენ.

ესპანელების მწვრთნელი ხოსე სანტამარია გუნდიდან დაითხოვეს და მისი ადგილი მადრიდის რეალის ლეგენდარულმა მწვრთნელმა მიგელ მუნიოსმა დაიკავა. სადებიუტო პრესკონფერენციაზე მუნიოსი ესპანელებს დაჰპირდა, რომ ნაკრებში ცეცხლს დაანთებდა. თუმცა, ეს სიტყვები საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურამდე ცარიელ დანაპირად რჩებოდა.

ესპანეთი ჯგუფში ჰოლანდიასთან, ირლანდიასთან, ისლანდიასთან და მალტასთან მოხვდა, პირველ ტურში კი ისლანდიას 1:0 მოუგეს. ირლანდიასთან ფრეს ზედიზედ სამი გამარჯვება მოჰყვა, რამაც ესპანეთი პირველ ადგილზე გადაიყვანა.

ჰოლანდიასთან მატჩში ესპანეთს თავს საშინელება დაატყდა, რუუდ გულიტის შესანიშნავი გოლით ჰოლანდიამ ესპანეთი დაამარცხა და თანაბარი ქულები დააგროვა, რაც ნიშნავდა ნიშნავდა, რომ ესპანეთს ბოლო ტურში მალტელების წინააღმდეგ 11 ბურთიანი სხვაობით უნდა მოეგო.

მალტა ჯგუფის ყველაზე სუსტი გუნდი იყო, მაგრამ მათ კარში 11 გოლის გატანა ადვილი დავალება არ ყოფილა. ისტორიაში მალტას 8 გოლზე მეტი არასდროს ჰქონია გაშვებული, ესპანეთს კი მთელი საკვალიფიკაციოს განმავლობაში სულ 12 გოლი ჰქონდა გატანილი. მალტის მეკარემ მატჩის წინ განაცხადა „ესპანეთი 11 გოლს ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებსაც ვერ გაუტანსო”

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

ბენიტო ვილამარინზე 19,000 მაყურებელი მივიდა იმის სანახავად, შეძლებდა თუ არა ესპანეთი სასწაულის მოხდენას. პირველი ტაიმი არც თუ ისე იმედისმომცემი იყო, სენიორმა თერთმეტმეტრიანი გააცუდა, ლა როხამ ბურთი ძელს ორჯერ მოარტყა, ერთხელ მალტელებმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანეს და ბევრი სხვა მომენტიც განიავდა.

ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ მალტამ პირველივე შეტევიდან გაიტანა. სანტილიანამ პირველ ტაიმში ჰეთ-თრიკი შეასრულა, მაგრამ უიმედობის გამო არცერთი გოლი არ აღუნიშნავს. ესპანეთს მეორე ტაიმში 9 გოლი ჰქონდა გასატანი.

ბოლომდე ვერასდროს გავიგებთ რა მოხდა იმ გასახდელში, თუმცა, როგორც პოლი რინკონი ამბობს: „მუნიოსმა გუნდს უთხრა რომ ვალდებულები იყვნენ მოედანზე გასულიყვნენ და ესპანელი გულშემატკივრებისთვის ქვეყნის სიყვარული ეჩვენებინათ“. თუ მალტელებს დავუჯერებთ, ესპანელებმა შესვენებაზე დოპინგი მიიღეს. რაც არ უნდა მომხდარიყო, მომდევნო 45 წუთი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ტაიმი იყო.

ყველაფერი იდეალურად დაიწყო, 47 წუთზე რინკონმა მეოთხე გოლი გაიტანა. ცხრა წუთში კი მორიგი გოლი გაიტანა, ანტონიო მაკედას პირველ გოლს უკვე დიდი აღნიშვნა მოჰყვა, მალევე შესრულებულმა დუბლმა კი ესპანელ გულშემატკივარს იმედი მისცა. აქედან 60 წამში, გულშემატკივრების ხმაურით შთაგონებულმა რინკონმა პოკერი შეასრულა.

5 წუთში 3 გოლის შემდეგ, მომდევნო 10 წუთის განმავლობაში მალტამ თამაშის ტემპის დაგდება და ესპანელების პრესინგის მოგერიება წარმატებით შესძლო. 75’ 77’ და 79’ წუთებზე ესპანელებმა მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე გოლები გაიტანეს და მალტა, საბოლოოდ, გატეხეს. მატჩის დასრულებამდე 10 წუთი რჩებოდა, ესპანელებს კი ერთი გოლი ჰქონდათ გასატანი, რომელიც უკვე გარდაუვალი იყო. გამარჯვების გოლი სენიორმა გაიტანა, რომელმაც თამაშის დასაწყისში პენალტი გააცუდა, რის გამოც კინაღამ მატჩის ანტიგმირი გახდა.

ცხრილი

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

ესპანელმა გულშემატკივრებმა კონტროლი დაკარგეს, ბოლო 7 წუთში მსაჯმა თამაში სამჯერ შეაჩერა, რათა მოედანზე შემოვარნდილი ფანები სტადიონიდან გაეყვანათ. საფინალო სასტვენის შემდეგ კი მინდორზე ათასობით ესპანელი გულშემატკივარი შევარდა.

მიგელ მუნიოსმა მოგვიანებით განაცხადა, რომ მას უბრალოდ გაუმართლა. თუმცა, ევროპის ჩემპიონატზე ესპანელების გამოსვლამ დაამტკიცა, რომ ეს ბევრად მეტი იყო, ვიდრე გამართლება.

ესპანეთმა ევროპის ჩემპიონატზე გერმანიის, პორტუგალიის, რუმინეთისა და დანიის დამარცხება მოახერხა და ჩემპიონობამდე მხოლოდ 1 ნაბიჯი აკლდა, მათი შეჩერება ფინალში ლეგენდარული მიშელ პლატინის საფრანგეთა მოახერხა. ესპანეთის შემდეგი ფინალი 24 წლის შემდეგ შედგა, წლების განმავლობაში კი 1984 წლის ზაფხული ესპანელების ყველაზე ტკბილ მოგონებად რჩებოდა.

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply