1998 წლის მუნდიალის ფინალში დამარცხების შემდეგ ბრაზილიელები მუნდიალს ჩვეულზე ნაკლები ხალისით ხვდებოდნენ. ტურნირის დაწყებამდე ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ჟუნინიო პაულისტამ ინტერვიუში განაცხადა, რომ ზიდანთან წაგებული ფინალის გამო ბრაზილიელები მუნდიალს პესიმისტურად უყურებდნენ. სელესაო ჯგუფში ჩინეთთან, კოსტა რიკასთან და იაპონიასთან მოხვდა.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

98 წლის ფინალიდან რამდენიმე დღეში ზაგალო მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს და მის პოზიციაზე ვანდერლეი ლუშემბურგო დანიშნეს, რომელიც მწვრთნელობას 2000 წლის ოლიმპიადაზე დაემშვიდობა, სადაც ბრაზილია მეოთხედფინალში დამარცხდა. შემდეგი მწვრთნელი ემერსონ ლეაო იყო, რომლის ხელმძღვანელობის ქვეშაც ბრაზილიამ მცირე, მაგრამ კატასტროფული პერიოდი გამოიარა, სადაც 2002 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის გავლაც კი სადაო გაუხდათ. შემდეგი მწვრთნელი ლუიშ ფელიპე სკოლარი იყო, რომელიც ყველა სხვა მწვრთნელისგან სათამაშო სტილით გამოირჩეოდა. სკოლარის ბრაზილია უხეშ თამაშსა და აგრესიაზე იყო ორიენტირებული, რაც სხვა ბრაზილიელი მწვრთნელების ტაქტიკურ მიდგომას არ ჰგავდა.

ბრაზილიამ ჯგუფში სამივე მატჩი გამარჯვებით დაასრულა, ფენომენომ კი 4 გოლის გატანა მოახერხა.

ჯგუფის იდეალურად გავლის შემდეგ, ბრაზილიელებმა, ბელგიის წინააღმდეგ რივალდოსა და ფენომენოს გოლებით გაიმარჯვეს. მეოთხედფინალური მატჩი კი ერთადერთი ტურნირის, ერთადერთი შეხვედრა იყო, სადაც ფენომენომ გოლის გატანა ვერ მოახერხა. ინგლისელებს გოლები რივალდომ და რონალდინიომ გაუტანეს.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

ნახევარფინალში ბრაზილია და თურქეთი ერთმანეთს მეორედ შეხვდნენ, ამჯერად ბრაზილიას რონალდინიო აკლდა, რომელმაც ინგლისის წინააღმდეგ წითელი ბარათი მიიღო. ეს ბრაზილიელებისთვის ტურნირის ყველაზე რთული მატჩი იყო, მაგრამ ფენომენოს გოლის წყალობით სამხრეთ ამერიკელებმა მინიმალური გამარჯვება მაინც მოიპოვეს.

ფინალში ბრაზილიელები გერმანიას დაუპირისპირდნენ, ფენომენოს კი ლეგენდარულ ოლივერ კანთან ელოდა დუელი. ოლივერ კანს ტურნირზე 6 მატჩში მხოლოდ 1 გოლი ჰქონდა გაშვებული, ისიც ჯგუფურ ეტაპზე და გერმანელების ფინალში მოხვედრის მთავარი მიზეზი იყო. მეორე ლიდერი, მიხაელ ბალაკი, გუნდს დისკვალიფიკაციის გამო ვერ ეხმარებოდა.

ნახევარდაცვისა და დაცვის სისუსტის გამო, ფენომენოს, მატჩის განმავლობაში ძალიან ბევრი მომენტი შეექმნა, თუმცა 67-ე წუთამდე ოლივერ კანმა მისი განეიტრალება წარმატებულად შესძლო. 7 შესანიშნავი სეივის მიუხედავად, კანმა რონალდოს გაჩერება ვერ მოახერხა და ფორვარდისგან ორი გოლი მიიღო.

კიჭამ 7 მატჩში 8 გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, თუმცა, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მაინც ოლივერ კანს ერგო.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

ისტორიები

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply