1970 წლის მუნდიალი ბრაზილიისთვის მეცხრე ტურნირი იყო და სამხრეთ ამერიკელები ერთადერთ გუნდად რჩებოდნენ, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის ყველა ტურნირზე მონაწილეობა მიღებული ჰქონდა.

ჟაირზინიოს, პელეს, ჟერსონის, ტოსტაოს და რიველინოს წინა ხუთეული არანორმალურად ძლიერი იყო, ყველა ამ ფეხბურთელს ცალკე შეეძლო გუნდის ლიდერი ყოფილიყო, ერთად კი შეუჩერებელ შემტევ ძალას ქმნიდნენ.

პელე კი გუნდის მთავარი შემოქმედი გახდათ, რომელმაც ბრაზილიის 19 გოლიდან 14ში მიიღო მონაწილეობა (გოლით ან ასისტით)

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

პირველ მატჩში, ჩეხოსლოვაკიის წინააღმდეგ, პელემ ანგარიში 2:1 გახადა, რამდენიმე წუთში კი გოლის გატანა მოედნის ცენტრიდან სცადა, ბურთი კარს მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრით ასცდა. ბრაზილიამ მატჩი 4:1 მოიგო.

ინგლისთან თამაშის პირველ ტაიმში გორდონ ბანკსმა პელეს წინააღმდეგ ყველაზე ცნობილი სეივი შეასრულა, როცა ბრაზილიელის შესანიშნავი თავური დარტყმა კარის ხაზიდან მოიგერია. მეორე ტაიმში პელემ ჟაირზინიოს საგოლე გადაცემა გაუკეთა და მატჩის ერთადერთი გოლი შექმნა.

რუმინეთის წინააღმდეგ პელემ ჯარიმა გაიტანა, მარჯვენა ფეხით დარტყმული ძლიერი ბურთით. მოგვიანებით კი ბრაზილიელთა მესამე გოლი გაიტანა, მატჩი ბრაზილიამ 3:2 მოიგო.

მეოთხედფინალში ბრაზილიამ ტოსტაოს მეორე გოლზე გააკეთა საგოლე გადაცემა, მატჩი ბრაზილიამ 4:2 მოიგო.

ნახევარფინალში ბრაზილია ურუგვაის შეხვდა, ეს გუნდების პირველი შეხვედრა იყო მუნდიალზე 1950 წლის შემდეგ, მატჩი კი ძალიან დაძაბული გამოდგა. პელემ საგოლე გადაცემა, ამჯერად, რიველინიოს გაუკეთა. ამ მატჩში პელემ საკუთარი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფინტი გააკეთა, როცა ბურთი გენიალურად გაატარა და მეკარეს გვერდი ისე აუარა, რომ ბურთს არც შეხებია.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

ფინალში ბრაზილია იტალიას შეხვდა, ანგარიში კი კვლავ პელემ გახსნა, როცა ტარჩიზიო ბურგნიჩს საჰაერო ორთაბრძოლა მოუგო. პელემ, გოლთან ერთად, ორი ასისტიც მიითვალა ჟაირზინიოს და კარლოს ალბერტოს გოლებზე. ალბერტოს გოლი განსაკუთრებულად ლამაზ კომბინაციას მოჰყვა, პელეს საგოლე გადაცემაც ძალიან ლამაზი იყო.

ბრაზილიამ ფინალში 4:1 მოიგო და ჟიულ რიმეს თასის სამუდამოდ დატოვების უფლება მიეცა. პელე კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

როგორც ბურგნიჩი ჰყვება, მატჩის წინ სარკეში იყურებოდა და საკუთარ თავს არწმუნებდა, რომ პელეც ჩვეულებრივი მოკვდავია და მისი გაჩერება შეუძლებელი არ არის, მატჩის მიმდინარეობისას კი საპირისპიროში დარწმუნდა.

ჟიულ რიმეს თასი, რომელიც ფიფამ ბრაზილიას სამუდამოდ აჩუქა, 1983 წელს მოიპარეს და ჭორების თანახმად, გადაადნეს, რადგან 3 კილოგრამ სუფთა ოქროს შეიცავდა.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

ისტორიები

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply