„ერთი გუნდი ტალინში“ 1998 წლის მუნდიალის შესარჩევი მატჩის მეოთხე ჯგუფის ზედმეტსახელია, რომელიც შოტლანდიისა და ესტონეთის ნაკრებებს შორის უნდა ჩატარებულიყო.

ეს შეხვედრა მესამე წამზე დასრულდა, რადგან ესტონელი ფეხბურთელები სტადიონის განათებების შესახებ მომხდარი უთანხმოების გამო მოედანზე არ გამოცხადდნენ. შოტლანდიელებს იმედი ჰქონდათ, რომ ავტომატურ 3:0 გამარჯვებას მოიპოვებდნენ, მაგრამ ფიფამ მატჩის გადათამაშება გადაწყვიტა, მონაკოში გამართული გადათამაშება კი ფრედ, 0:0 დასრულდა.

ესტონეთი და შოტლანდია ჯგუფში ავსტრიასთან, ბელარუსთან, ლატვიასთან და შვედეთთან ერთად მოხვდნენ. პირველ ტურში გამარჯვება ვერცერთმა ვერ მოახერხა, ესტონელებმა ბელარუსში 1:0 წააგეს, შოტლანდიამ კი ავსტრიაში ნულოვანი ფრე ითამაშა. 5 ოქტომბერს

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

შოტლანდიელებმა მატჩის წინ კადრირუს სტადიონზე ივარჯიშეს, სადაც შეამჩნიეს რომ მატჩი არაადეკვატური განათების ქვეშ უნდა ეთამაშათ და შენიშვნით ფიფას მიმართეს. ფიფას წარმომადგენლების შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ მატჩის დრო 18:45-დან 15:00-ზე გადმოწეულიყო. ესტონეთის ფეხბურთის ფედერაცია ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო იყო, რადგან სატელევიზიო ტრანსლაციის შემოსავლის თითქმის მთლიანად დაკარგვა უწევდათ. ბიბისი შოტლანდიამ მატჩის პირდაპირ ეთერში ჩვენების უფლება იყიდა, მაგრამ 15:00ზე დანბლეინის ტრაგედიის დროს გარდაცვლილი ადამიანების მემორიალის პირდაპირი ტრანსლაცია იყო დაგეგმილი, რაც მატჩის ჩვენების შანსს აქრობდა. ესტონელებმა გეგმების შეცვლაზე უარი თქვეს, შოტლანდიელები კი შეცვლილი დროით თამაშისთვის მზად იყვნენ. გუნდის მწვრთნელმა, კრეიგ ბრაუნამ თქვა, რომ ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში, წარმოედგინა რომ ესტონელები დაგვიანებით გამოცხადდებოდნენ, მაგრამ მატჩს არ ჩაშლიდნენ.

მსაჯმა მიროსლავ რადომანმა შოტლანდიელები მოედანზე გაიყვანა, გულშემატკივრები კი გუანტანამერას მელოდიაზე ხუმრობით მღეროდნენ „One team in Tallinn, There’s only one team in Tallin” (ტალინში მხოლოდ ერთი გუნდია). ბილი დოდსმა ბურთი ჯონ კოლინსთან ერთად გაითამაშა, რომელმაც ბურთთან მხოლოდ ერთი შეხება მოასწრო, როცა როდმანმა საფინალო სასტვენი გააჟღერა და მატჩი მიატოვა. მატჩის შემდეგ მოედანზე შოტლანდიელი გულშემატკივარი შევიდა და ერთმანეთში ითამაშა.

ესტონელები მოედანზე საღამოს გამოცხადდნენ და მატჩის თავიდან დაგეგმილ დროს ჩასატარებლად მოემზადნენ, ამ დროისთვის კი შოტლანდიელები უკვე სახლში გასაფრენად ემზადებოდნენ.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

შოტლანდიელები დარწმუნებულები იყვნენ, რომ 3:0 მოგება ჩაეთვლებოდათ, რასაც ფიფას დელეგატიც ადასტურებდა. ფიფას რეგულაციებმა მსგავსი შემთხვევის გამო 1974 წლის მუნდიალიდან საბჭოთა კავშირი მოკვეთა, როცა ისინი ჩილესთან მატჩზე არ გამოცხადდნენ. თუმცა, უეფას პრეზიდენტი ლენარტ იოჰანსონი ამ აზრს არ იზიარებდა.

ფიფას კომიტეტი ნოემბერში შეიკრიბა და მატჩის შოტლანდიელების გამარჯვებად ჩათვლის მაგივრად, ნეიტრალურ მოედანზე გადათამაშება გადაწყვიტეს. ეს გადაწყვეტილება შოტლანდიელებმა გააპროტესტეს, რომლებსაც ჯეროდათ, რომ იოჰანსონის მიერ მატჩის გადათამაშების მიზეზი მისი მშობლიური შვედეთის ნაკრებისთვის მუნდიალზე გასვლის შანსის გაზრდა იყო. ეს გადათამაშება ასევე იმას ნიშნავდა რომ ესტონეთთან მატჩისთვის დისკვალიფიცირებული გარი მაკკალისტერი, სანაცვლოდ შვედეთთან გამართულ მატჩს გამოტოვებდა.

განმეორებითი მატჩი მონაკოში გაიმართა და ფრედ, 0:0 დასრულდა. ამისდა მიუხედავად, შოტლანდიელებმა შვედებს 2 ქულით გაუსწრეს და ჯგუფი მეორე ადგილზე დაასრულეს, რის შედეგადაც მუნდიალზე გავიდნენ.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

ისტორიები

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply