წინა ტურნირებზე იმედგაცრუებისდა მიუხედავად, ბრაზილია 1958 წლის მუნდიალის წინ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გუნდად ითვლებოდა, რაც შემდგომ გამართლდა კიდეც. ჯგუფში ბრაზილიელებთან ერთად, მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, – საბჭოთა კავშირი, ინგლისი და ავსტრია მოხვდნენ. ინგლისის ნაკრები მიუნხენის საჰაერო ტრაგედიაში დაღუპული ფეხბურთელების გამო საგრძნობლად იყო შესუსტებული, თუმცა, მაინც პატივსაცემ ძალას წარმოადგენდნენ.

ამ ჯგუფის მატჩებს მუნდიალზე ყველაზე მაღალი დასწრება ჰქონდათ, იმაზე მაღალიც კი, ვიდრე მესამე ჯგუფს, სადაც ტურნირის მასპინძელი, შვედეთი, თამაშობდა. თუმცა, თამაშის ხარისხმა მოლოდინი ვერ გაამართლა. ჯგუფში ყველაზე ცოტა, 15 გოლი გავიდა. ინგლისსა და ბრაზილიას შორის დაფიქსირებული 0:0 კი პირველი უგოლო ფრე იყო მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

ბრაზილიელებმა ჯგუფური ეტაპი გოლის გაშვების გარეშე მოიგეს. თინეიჯერმა პელემ სადებიუტო თამაში ჯგუფის მესამე მატჩში, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ჩაატარა. ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ თავდამსხმელს მუხლის ტრავმა აწუხებდა. პელემ გოლის გატანა ვერ მოახერხა, მაგრამ თამაშის სტილით ყველას ყურადღება მიიქცია და მეორე გოლზე ვავას საგოლე გადაცემაც გაუკეთა.

უელსის წინააღმდეგ ბრაზილიამ 1:0 მოიგო, პელემ კი მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა. ნახევარფინალში საფრანგეთის წინააღმდეგ შესრულებული ჰეთ-თრიკის წყალობით 17 წლის პელე მუნდიალის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთ მატჩში სამი გოლის გატანა მოახერხა.

1958 წლის 28 ივნისს პელე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვინც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ითამაშა. შვედეთის წინააღმდეგ სტოკჰოლმში გამართულ ფინალში მან 2 გოლი გაიტანა. პირველი გოლის ეპიზოდში მცველს ბურთი თავზე გადაუგდო და ჰაერიდანვე დაარტყა, რითიც ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა. პელეს მეორე გოლზე კი შვედმა ფეხბურთელმა სიგვარდ პარლინგმა თქვა, რომ: „როცა პელემ ბრაზილიელების მეხუთე გოლი გაიტანა, გუნდელებს გადავხედე და ვიგრძენი, რომ ყველას ტაშის დაკვრა გვინდოდა.“

მატჩის შემდეგ პელეს სიხარულისგან გული წაუვიდა და ის გარინჩამ მოასულიერა. მოსულიერებულმა პელემ სიხარულისგან ტირილი დაიწყო, თუმცა, მას მთელი გუნდი ამხნევებდა.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

პელემ ტურნირი 4 მატჩში გატანილი 6 გოლით დაასრულა და ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გავიდა. (პირველი ადგილი ჟიუსტ ფონტენმა დაიკავა, რომელმაც ტურნირზე 13 გოლი გაიტანა და რეკორდი მოხსნა, რომელიც დღემდე არავის გაუუმჯობესებია.)

პელე ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. სწორედ 1958 წლის მუნდიალის მიმდინარეობისას მოირგო მან 10 ნომრიანი მაისური. ეს გაუგებრობის გამო მოხდა, რადგან ბრაზილიის ფედერაციამ ფიფას ფეხბურთელების ნომრები არ შეატყობინა და ფიფამ თავისით გადაწყვიტა, ვის რომელი მაისური უნდა ჩაეცვა, პელეს, რომელიც მაშინ სათადარიგო ფეხბურთელი იყო, 10 ნომერი ერგო.

პელე 1958 წლის მუნდიალის მთავარ სენსაციად ითვლება, იგი ტურნირის მეორე საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და ამისთვის ვერცხლის ბურთი მიიღო (ოქროს ბურთი დიდის ერგო)

პელემ კარიერაში კიდევ 2 მუნდიალი მოიგო და დღემდე ისტორიაში ერთადერთ ფეხბურთელად რჩება, ვისაც მსოფლიო ჩემპიონატი სამჯერ აქვს მოგებული.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

ისტორიები

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply