ალვარო მორატაზე ბოლო იმედის ჯარიმის აღებით, ფედერიკო ვალვერდემ, საკუთარი თავი გაწირა, რათა რეალისთვის სუპერთასის მოგების შანსი დაეტოვებინა და ასეც მოხდა, ყველაფერი რეალის ტრიუმფით დასრულდა.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

ამით ვალვერდე ლუის სუარესს და სხვა მრავალ ფეხბურთელს შეუერთდა, რომლებმაც საკუთარი გუნდისთვის გამარჯვების მოსატანად თამაშის წესი გააზრებულად დაარღვიეს და მოედანი დატოვეს.

RMC-ს ჩატარებულ გამოკითხვაში მკითხველთა 80% ვალვერდეს გადაწყვეტილებას ეთანხმებოდა, 20% კი თვლიდა, რომ ეს ფეხბურთის შეურაცხყოფაა.

ვალვერდეს გადაწყვეტილება მოწინააღმდეგე გუნდის თავკაცმა, დიეგო სიმეონემაც გაამართლა. მისი თქმით, ფედე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო, რადგან რეალმა სწორედ მისი დამსახურებით მოიგო.

კიდევ ვინ იყვნენ ფეხბურთელები, ვინც საკუთარი გუნდისთვის თავი გაწირეს?

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

ლუის სუარესი v განა

ლუის სუარესის სეივი 2010 წლის მუნდიალზე ასეთი თავგანწირვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და დრამატული მაგალითია.

მუნდიალის მეოთხედფინალში, რომელშიც ურუგვაი სწორედ სუარესის მიერ სამხრეთ კორეის წინააღმდეგ შესრულებული დუბლის წყალობით გავიდა, სამხრეთ ამერიკელები განას დაუპირისპირდნენ და ძირითადი დრო ფრედ, 1:1, დაასრულეს.

დამატებითი დროის ბოლო, 120-ე წუთზე, ურუგვაიმ ჯარიმა ჩააწოდა და სტივენ აპიამ კარში დაარტყა, ბურთი ლუის სუარესმა მუხლით მოიგერია. დამატებაზე ისევ განელებმა, ამჯერად დომინიკ ადიამ ითამაშა და ბურთის მოსაგერიებლად სუარესს ხელის გამოყენება დასჭირდა. ურუგვაელი ფორვარდი მოედნიდან გააძევეს, ასამოა გიანმა კი თერთმეტმეტრიანი გააფუჭა და მატჩი პენალტების სერიაში გადავიდა, რომელიც ურუგვაიმ მოიგო.

სუარესის გარეშე ურუგვაელებმა ნახევარფინალში ჰოლანდიის დამარცხება ვერ მოახერხეს, მაგრამ ლუისი სახლში ეროვნული გმირის სტატუსით დაბრუნდა.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

ოლე გუნარ სოლშაერი v ნიუკასლი

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელმაც გუნდის გადასარჩენად წითელი ბარათის მიღება გადაწყვიტა, ოლე გუნარ სოლშაერი იყო. თუმცა, ვალვერდესა და სუარესისგან განსხვავებით, ოლემ იუნაიტედს ამით ტიტული ვერ მოუტანა

1997-98 პრემიერ ლიგის 35 ტურში იუნაიტედი ნიუკასლს ხვდებოდა. მატჩის 89′ წუთზე, იუნაიტედის მოწოდებული ჯარიმა ნიუკასლის მცველებმა საჯარიმოდან გამოიტანეს, ბურთი ორთაბრძოლაში თემურ ქეცბაიამ მოიგო, რომელმაც ზუსტი პასით რობ ლი მეკარესთან პირისპირ დატოვა.

ოლე გუნარ სოლშაერი უკან თავქუდმოგლეჯილი გამოიქცა, ლის დაეწია და მისი მოჩეხვა იქამდე მოასწრო, სანამ რობი საჯარიმოში შევიდოდა. ოლე გააგდეს, მატჩი კი ფრედ დასრულდა.

ფერგიუსონი სოლშაერს ამის გამო ძალიან გაუბრაზდა და ფეირ პლეის შესახებ ლექცია ჩაუტარა, სეზონის ბოლომდე კი არც ერთ მატჩში მოედანზე აღარ გამოუყვანია. იუნაიტედმა სეზონი 77 ქულით დაასრულა, რაც ჩემპიონობისთვის საკმარისი არ იყო – არსენალმა 78 ქულის მოგროვება მოახერხა და სოლშაერის თავგანწირვაც უშედეგო გამოდგა.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

ხოსე პირი v ბარსელონა

ხოსე პირი რეალის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფეხბურთელია. 561 მატჩში გატანილი 172 გოლით, საყრდენი ნახევარმცველი ბლანკოსის ისტორიაში დღემდე ერთ-ერთ ყველაზე დიდ ფიგურად რჩება.

საერთაშორისო ცნობადობის არქონის მიუხედავად, ხოსე პირი მადრიდელ გულშემატკივარს უზომოდ უყვარს. ამის მთავარი მიზეზი მისი ლიდერის თვისებები და გუნდისთვის ყველაფერზე წასვლის უნარი იყო.

მისი გმირობა კი ძალით მიღებული წითელი ბარათებისგან რადიკალურად განსხვავდება, პირის ტკივილი მეტოქე ფეხბურთელისთვის არ მიუყენებია, პირიქით, აუტანელ ტკივილს თვითონ გაუძლო.

1974 წლის კოპა დელ რეის ფინალში, რომელსაც მაშინ გენერალისიმუსის თასი ერქვა, მადრიდის რეალი კატალონიის ბარსელონას დაუპირისპირდა, ფავორიტად კი მრავალი მიზეზის გამო ბარსელონა ითვლებოდა.

ლა ლიგა ამ სეზონში სწორედ კატალონიელებმა მოიგეს, რეალს კი გუნდის ლიდერის, ხოსე პირის გარეშე უწევდა თამაში, რომელსაც ლავიწის ძვლის მოტეხილობა და ციებ-ცხელება აწუხებდა.

ტრავმის მიუხედავად, პირიმ მატჩი თავიდან ბოლომდე ითამაშა, რეალმა კი ბარსელონა 4:0 გაანადგურა. მეოთხე გოლი სწორედ პირიმ გაიტანა და კოპას ფინალში გუნდებს შორის ყველაზე დიდი ანგარიში დააფიქსირა.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

ბეკენბაუერი v იტალია

1970 წლის მუნდიალში გერმანიისა და იტალიის დაპირისპირებას “საუკუნის მატჩის” სახელით მოიხსენიებენ ხოლმე, მშრალი ფაქტები კი ასეთია – დასავლეთ გერმანიამ 4:3 წააგო და ტურნირს გამოეთიშა.

თუმცა, ანგარიში ძალიან პატარა ნაწილია იმ ისტორიის, რომელიც მაყურებლებმა ამ დღეს მეხიკოში იხილეს.

ანგარიში იტალიამ გახსნა, რის შემდეგაც მატჩი გერმანელთა უპირატესობით მიდიოდა, იტალიელები კი მათ უხეში დაცვით პასუხობდნენ. ბეკენბაუერის წინააღმდეგ პიერლუიჯი ცერა დაჯარიმდა, ვარდნის დროს კი კაიზერმა მხრის ამოგდებასთან ერთად, ლავიწის ძვალიც გაიტეხა.

ძირითადი დროის დასრულებამდე ცოტა დრო რჩებოდა, გერმანელებს კი ყველა ცვლილება გამოყენებული ჰქონდათ. ბეკენბაუერმა გუნდი არ დააღალატა და მატჩი შეხვეული მხრით დაასრულა. გერმანიამ 90′ წუთზე ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, ექსტრა ტაიმებშ კი მაყურებელმა ხუთი გოლი იხილა.

გერმანელები 2:1-ს იგებდნენ, რის შემდეგაც, იტალიელთა შტურმის მსხვერპლი გახდნენ და “საუკუნის მატჩი” სკუადრა აძურას გამარჯვებით დასრულდა.

აქედან ორი წლის შემდეგ, ბეკენბაუერმა გერმანიას ევროპის ჩემპიონატი მოუტანა. კიდევ ორი წლის შემდეგ კი კაიზერი მსოფლიო ჩემპიონიც გახდა და გერმანელებს ნანატრი მუნდიალი მოუტანა.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

ბურთი-და-მოედანის-ჰედერი

 

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply