კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში ფეხბურთელებიც ჩაერთვნენ, რომლებიც ფულადი დახმარების გარდა, საავადმყოფოებს და გაჭირვებულ ადამიანებს საჭირო რესურსებითაც ეხმარებიან.

კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა აგენტმა ჟორჟე მენდეშმა პორტუგალიაში კლინიკების სამედიცინო აპარატებით და სხვადასხვა აღჭურვილობით მომარაგება გადაწყვიტეს, რათა ექიმებმა ვირუსთან ბრძოლა უფრო დიდი რესურსებით შეძლონ.

როგორც პორტუგალიური პრესა იუწყება, მენდეშმა პორტოს საავადმყოფოებს 200,000-ზე მეტი ხალათი, პირბადე და ვენტილატორები უყიდა.

რაც შეეხება რონალდუს, იგი პანდემიის წინააღმდეგ მისი ფინანსური რესურსების დახარჯვას აპირებს, მაგრამ ზუსტი თანხა უცნობია.

ლონდონის არსენალი COVID-19-ის წინააღმდეგ £100.000-ს დახარჯვას აპირებს.

“საფეხბურთო კლუბი არსენალი საზოგადოებისთვის დახმარებაზე უარს არასდროს ამბობდა. ამ რთულ დროში ჩვენი გუნდი მაქსიმალურად შეეცდება, ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის დახმარების სხვადასხვა გზებით გაწევას.

არსენალი მზადაა ადგილობრივ ქველმოქმედებებში £100.000 დახარჯოს და COVID-19-ს წინააღმდეგ ბრძოლას შეუერთდეს.” – ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში

ლიონელ მესიმ ბარსელონაში მდებარე Hospital Clinic-ს ერთ მილიონზე მეტი გადაურიცხა.

ეს ყველაფერი საავადმყოფომ ტვიტერზე დაადასტურა და მესის ოფიციალური მადლობაც მოუხადეს.

“ჩვენი კლინიკის ყველა გუნდი მთელს რესურსს ამ ბრძოლაში ხარჯავს და ყველა დონაცია ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

ქველმოქმედების სახით შემოსული ნებისმიერი თანხა SARS-Cov-2 კორონავირუსის დასამარცხებლად არსებული კვლევების და პაციენტების მოვლაში დაიხარჯება.” – განაცხადა კლინიკამ მესისთვის მადლობის მოხდის შემდეგ.

ერთი მილიონი დახარჯა პეპ გვარდიოლამაც, რომელმაც თანხა კატალონიის სამედიცინო კოლეჯს გადაურიცხა სამედიცინო მარაგის შესაძენად.

სამედიცინო კოლეჯი რესპირატორების, ნიღბების და სხვა თავდასაცავი საშუალებებისთვის აგროვებდა თანხას და გვარდიოლას კონტრიბუციამდე €33,000 ჰქონდათ შეგროვებული.

 

მადრიდის საზოგადოების პრეზიდენტმა იზაბელ დიას აიუსომ ტვიტერზე დაწერა, რომ რეალმა “საკმაოდ დიდი ოდენობის” თანხა დახარჯა მადრიდის რეგიონში კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად.

როგორც იზაბელი წერს მადრიდში მდგომარეობა ყოველდღე უარესდება და მომავალი კვირა ქალაქისთვის შესაძლოა ყველაზე მძიმე იყოს, შესაბამისად მათ ძალიან დიდი რესურსები ჭირდებათ.

 

ჟოზე მოურინიომ გადაწყვიტა პირდაპირ საქმე გაეკეთებინა და მთელი დღე მოხუცთა თავშესაფრებში დადიოდა, სადაც მას აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთები და საკვები დაჰქონდა.

გარეთ ბეილი, ლუკ შო, დანიელ ჯეიმსი, ჯორდან პიკფორდი, მეისონ მაუნტი, რუბენ ლოფტუს-ჩიკი და სხვა ფეხბურთელები ფიფა 20-ის საქველმოქმედო სტრიმებში ჩაერთვნენ, სადაც სტრიმებიდან აგროვილი მთელი თანხა ქველმოქმედებაში დაიხარჯება.

გერმანულმა კლუბებმა საკუთარი ხელფასების 20%-ზე თქვეს უარი, რადგან გერმანულ ფეხბურთზე კრიზისი ძალიან ცუდ ზეგავლენას ახდენდა და ბევრი გუნდის გაკოტრებასაც იწვევდა, ფეხბურთელები ხელფასის ამ ნაწილს პანდემიასთან ბრძოლაში დახარჯავენ.

თავიდან ეს ინიციატივა მიონხენგლადბახის ბორუსიამ წამოიწყო, შემდეგ მათ ვერდერი, შალკე და დორტმუნდიც აყვნენ. ახლა კი თითქმის ყველა ტოპ გერმანული კლუბი ასე იქცევა.

ბურთი და მოედანი

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply