21 ივნისს მინსკში ევროპის რიგით II თამაშები იწყება. ტურნირზე მონაწილეობას მიიღებს 50 ქვეყნის 4000-ზე მეტი სპორტსმენი, შეჯიბრებები გაიმართება 15 სპორტის სახეობის 23 სხვადასხვა დისციპლინაში. აღსანიშნავია ქართველი სპორტსმენების ანგარიშგასაწევი რაოდენობა ტურნირზე – საქართველო ევროპის თამაშებზე 61 სპორტსმენით წარსდგება 10 სხვადასხვა სპორტის სახეობაში, ჩვენი ქვეყნის მედროშე ძიუდოს მსოფლიო რეიტინგის ლიდერი +100კგ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილი იქნება. ტურნირი 30 ივნისს დასრულდება.

2015 წელს, როცა ევროპული თამაშები პირველად ჩატარდა ბაქოში, ქართველმა სპორტსმენებმა ჯამში 16 მედლის მოგება მოახერხეს: 2 ოქრო,  6 ვერცხლი და 8 ბრინჯაო, საერთო ჯამში კი 42 ქვეყნიდან 21-ე ადგილზე გავედით.  აღსანიშნავია, რომ წინა ევროპულ თამაშებზე საქართველო 104 სპორტსმენით იყო წარდგენილი.

 აჭარაბლოგზე ლაივ რეჟიმში შემოგთავაზებთ ევროპის თამაშების შედეგებს, ქართველი სპორტსმენების შესახებ ინფორმაციებს და სხვა საინტერესო ფაქტებს.
21 ივნისი 
ევროპული თამაშების პირველ დღეს ტურნირის გახსნითი ცერემონიალი გაიმართა, როგორც უკვე აღვნიშნეთ გურამ თუშიშვილი საქართველოს მედროშე გახლდათ. გასაკვირი არ ყოფილა, თუმცა სასიხარულია ის ამბავი, რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ თუში ტურნირის სახედ აირჩია და პოსტერებს მისი გამოსახულებით არიგებენ. 
ტურნირის პირველ დღეს შეჯიბრებები გაიმართა შემდეგი სპორტის სახეობებში: სამკაცა კალათბურთი, მშვილდოსნობა და კრივი. აღნიშულ დისციპლინებში, ჯერჯერობით ფინალური შეხვედრები არ გამართულა.
22 ივნისი
სამბო
ქართველმა სამბისტებმა ტურნირი ტრიუმფით დაიწყეს და პირველ დღესვე 5 სპორტსმენი მოხვდა ფინალში – აქედან ოქროს მოპოვება ორმა სპორტსმენმა მოახერხა –  ვახტანგ ჩიდრაშვილმა ფინალში რუსი მეტოქე დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული გაინაღდა.ოქროს მედლის მოპოვება ასევე მოახერხა დავით ლორიაშვილმა. ნინო ოძელაშვილმა და ელენე ქებაძემ ევროპის თამაშების ვიცე-ჩემპიონობა გაინაღდეს.
იბრინჯაოს მედლი მოიგო ბესარიონ ბერულავამ, რომელიც 82კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა

ტყვიის სროლა
შერეულ წყვილებში, ნინო სალუქვაძე და მისი ვაჟი – ცოტნე მაჭავარიანი მე-5 ადგილზე გავიდნენ.
ძიუდო
 საქართველოს ნაკრებს, ევროპულ თამაშებზე პირველი მედალი მოუპოვა ამირან პაპინაშვილმა, რომელმაც ბრინჯაო მოიგო – პირველი ოქრო კი ეკუთვნის ლუხუმ ჩხვიმიანს, რომელმაც -60კგ წონით კატეგორიის ფინალში ესპანელი მეტოქე დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.
დღის ბოლოს, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 10 მედალი დაგროვდა და 50 ქვეყნიდან მესამე ადგილს ვიკავებთ.

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply