მაშინ, როცა დერეკ როუზმა მინესოტაში კონტრაქტი გააფორმა, არავის ჰქონდა ისეთი მატჩის მოლოდინი, როგორიც ვიხილეთ. ფაქტია, რომ ძველი შეუჩერებელი როუზი ვიხილეთ და ტრამვებმა, რომელიც რამდენიმე სეზონის განმავლობაში აწუხებდა დაბრკოლება ვერ შეუქმნა პირადი რეკორდი დაემყარებინა და ნბა-ის თანამედროვე ისტორიის ნაწილი გამხდარიყო.

კარიერის საუკეთესო მატჩში როუზმა იუტა ჯაზს 50 ქულა ჩაუგდო. საინტერესო და დაძაბულ შეხვედრაში, დერეკმა საკუთარ თავზე აიღო ლიდერობა და 50 მოპოვებული ქულიდან, 34 მეორე ტაიმში გააკეთა.

ლებრონ ჯეიმსი: ” აღფრთოვანებული და ამაყი ვარ შენით მეგობარო! ვაკვირდებოდი და ვხედავდი რამდენად ბევრს მუშაობდი საკუთარ თავზე რომ ერთი მატჩი მაინც გეთამაშა.”

 დუეინ უეიდი: ” კალათბურთის ყველა ფანს უნდა უხაროდეს როუზის წარმატება. მან მაგალითი მოგვცა რომ არასდროს უნდა დანებდე, როცა ადამინებს შენი სჯერათ, რადგან საოცარი რამეები შეიძლება მოხდეს. მისი წარმატება საკუთარივით მიხარია! გილოცავ და წარმატებები! “

სტეფან ქარი: “ეს საოცარია მეგობარო! ვერც კი წარმოვიდგენ იმ დღეებს, რომლებიც მან გამოიარა. 50 ქულა  უდიდესი წარმატებაა მეგობარო. ”

ვინს კარტერი: “წარმოუდგენელია როუზის-50, გააგრძელე მეგობარო”

კაილ ლორი: ” როუზი! ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ტიპია! ის ყველაფერ კარგს იმსახურებს!! გილოცავ მეგობარო!!”

ტრისტან ტომფსონი: “ლეგენდარული ხარ როუზ! ბედნიერი ვარ! ”

ივან ფურნიე: ” როუზ ინსპირაციული ხარ! ”

ჯეისონ ტერი: ” მიხარია შენი წარმატება როუზ. აი რატომ გიყვარს ნბა”

ბისმარკ ბიომბო: “საოცარია მეგობარო! შენ არასდროს ჩერდები, მიუხედავად ცუდი და კარგი დღეებისა. პატივისცემა მეგობარო!”

უყურე NBA-ის ყველა მატჩს HD ხარისხში აჭარაბეთზე უფასოდ

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply