შეფილდ იუნაიტედის წინააღმდეგ 2 იანვარს მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ლივერპულმა პრემიერ ლიგაში დაუმარცხებელი კალენდარული წელიწადი მიითვალა და მხოლოდ მეთორმეტე გუნდი გახდა, ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის ისტორიაში, ვინც ამის გაკეთება მოახერხა.

მერსესაიდელები ამ სეზონში შეეცდებიან 34-ე გუნდი გახდნენ ევროპის ჩემპიონატებში, ვინც 21-ე საუკუნეში ქვეყნის უმაღლეს დივიზიონს დაუმარცხებლად დაასრულებს.

გაწევრიანდი აჭარაბეთის ოფიციალურ ფეისბუქ ჯგუფში “ბურთი და მოედანი” და მიიღე სპეციალური შეთავაზებები

იურგენ კლოპის შეგირდები ორი ბრიტანული კლუბის, არსენალისა და სელტიკის რეკორდის გამეორებას ეცდებიან. სელტიკმა შოტლანდიის ჩემპიონატი დაუმარცხებლად 2016/17 სეზონში მოიგო, არსენალმა კი 2003/04 სეზონის პრემიერ ლიგაში არ წააგო არც ერთი მატჩი.

ყველა ქვეყანას ყავს დაუმარცხებელი გუნდი?

არა! ევროპის ტოპ 8 ჩემპიონატიდან, უეფას დაარსების მერე 4-ს დაუმარცხებელი გუნდი არცერთ სეზონში არ ჰყოლია, ეს ქვეყნებია: ესპანეთი, საფრანგეთი, რუსეთი და გაერთიანებული გერმანია.

ვინაა დაუმარცხებელი ამ სეზონში?

უეფასთან ასოცირებულ 54 ჩემპიონატში, მიმდინარე სეზონში 12 გუნდი ასპარეზობს დაუმარცხებლად: ზალცბურგი (ავსტრია), ლუდოგორეცი (ბულგარეთი), სლავია (ჩეხეთი), ევროპა (გიბრალტარი), სენტ ჟოზეფსი (გიბრალტარი), ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი), მაკკაბი (ისრაელი), ფლორიანა (მალტა), ლა ფიორიტა (სან მარინო), ტრე პენე (სან მარინო) და შახტარი (უკრაინა)

ვინ მოახერხა ყველა მატჩის მოგება?

1999/00 სეზონში ანდორას ჩემპიონი კონსტელაჩიო ესპორტივა გახდა, რომელმაც იმ სეზონში ჩატარებული 12 მატჩიდან ყველა მოიგო და ამ საუკუნეში ერთადერთი გუნდი გახდა, ვინც უეფას ეგიდით ჩატარებულ ქვეყნის ჩემპიონატში ყველა მატჩი მოიგო

ვის ყავდა საუკეთესო დაცვა?

საუკეთესო დაცვითი მაჩვენებელი 2006/07 სეზონის მოლდოვის ჩემპიონ შერიფს ქონდა, მათ 36 მატჩში მხოლოდ 7 გოლი გაუშვეს – ანუ საშუალოდ მატჩში 0.19, ან, სხვანაირად რომ შევხედოთ – ერთი გოლი ყოველ 463 წუთში. ლივერპულს ამ სეზონში 20 მატჩში 14 გოლი აქვს.

ყველა დაუმარცხებელი გუნდი ჩემპიონი გახდა?

არა! ცრვენა ზვეზდამ 2007/08 სეზონში 21 მატჩი მოიგო, 12 მატჩი ფრედ დაასრულა და ერთიც არ წაუგია, მაგრამ სეზონი პარტიზანზე 5 ქულით უკან დაასრულეს.

ვინ არიან 21-ე საუკუნის დაუმარცხებელი გუნდები ტოპ ჩემპიონატებში?

არსენალი – 2003/04 (38 მატჩი, 26 მოგება, 12 ფრე, 0 წაგება, 73 გატანილი გოლი, 26 გაშვებული)

იუვენტუსი – 2011/12 (38 მატჩი, 23 მოგება, 15 ფრე, 0 წაგება, 68 გატანილი გოლი, 20 გაშვებული)

პორტო – 2010/11 (30 მატჩი, 27 მ, 3 ფ, 0 წ, 73 გა, 16 გშ) და 2012/13 (30 მატჩი, 24 მ, 6 ფ, 0 წ, 70 გა, 14 გშ)

გაწევრიანდი აჭარაბეთის ოფიციალურ ფეისბუქ ჯგუფში “ბურთი და მოედანი” და მიიღე სპეციალური შეთავაზებები

ბურთი-და-მოედანის-ჰედერი

 

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply