კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი მოვლენაა მსოფლიო სარეკლამო სფეროში. ფესტივალი 1953 წელს დაარსდა და ყოველწლიურად ქალაქ კანში ტარდება.

აჭარაბეთი წელს კანის ოფიციალური მხარდამჭერი გახდა და Digital-ის კატეგორიაში ბრიფიც ჩვენმა კომპანიამ წარადგინა. აღსანიშნავია აჭარაბეთის თანამშრომლების აქტიურობა წლევანდელ კონკურსში, ჩვენი სახელით კანის საგზურის მოსაპოვებლად 4 სხვადასხვა კატეგორიაში 10 გუნდი მონაწილეობდა – ახალგაზრდა მარკეტერების კატეგორიაში კი ჩვენმა ორმა თანამშრომელმა, გიორგი გვენეტაძემ და ცოტნე ჭანკოტაძემ ოქროს ლომები მოიპოვეს და ახლა უკვე 17-21 ივნისს, საერთაშორისო კონკურსზე ეცდებიან სქართველოს სახელით წარმატების მიღწევას.

აჭარაბეთისა და კანის ახალგაზრდა ლომების თანამშრომლობის შესახებ, აჭარაბეთის ორგანიზაციული განვითარების დირექტორს – ნინო მაისურაძეს გავესაუბრეთ:

– რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი აქტივობები კომპანიისთვის და რა დადებითი ფაქტორი შეიძლება იქონიოს კომპანიის მუშაობაზე ან თანამშრომლებზე?

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ერთ-ერთი ღირებულება ინოვაციაა, ჩვენთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო Young Lions Georgia-ზე მონაწილეობის მიღება. ჩვენ გვსურდა ღონისძიებაზე ყველას დაენახა, თუ როგორი გამორჩეული ადამიანები მუშაობენ ჩვენთან, ისევე, როგორც ჩვენს კომპანიას გაეცნო ყველაზე ინოვატორი და საინტერესო ადამიანები მარკეტინგის სფეროში.

– რატომ გადაწყვიტეთ ახალგაზრდა ლომების სპონსორობა?

სულ მცირე, სამი მიზეზის გამო:
1. ციფრული მარკეტინგის სფერში ჩვენს კომპანიას სტაბილურად ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავს, Young Lions Georgia კი, ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა ამ მიმართულებით.
2. დიდი სურვილი გვქონდა, წარმოგვეჩინა ჩვენი კომპანია, როგორც განსხვავებული და საინტერესო დამსაქმებელი.
3. აღმოგვეჩინა და გაგვეცნო ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს ბაზარზე წამყვან ინოვატრებს წარმოადგენენ და წაგვეხალისებინა ისინი.

– აქამდე მსგავსი ტიპის ღონისძიებებში თუ მიუღია კომპანიას მონაწილეობა?

ძალიან დიდი ხანია, რაც ერთ-ერთი აქტიური და სასურველი დამსაქმებელი ვართ საქართველოში, თუმცა განსაკუთრებით 2018 წლიდან გავაქტიურდით. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდა ტალანტების განვითარებას, ბაზარმა კი გაიცნოს აჭარაბეთი, როგორც გამორჩეული დამსაქმებელი. შესაბამისად, დავიწყეთ ვიზიტები უნივერსიტეტებში, რათა უკეთ გაგვიცნონ ახალგაზრდებმა, რომლებსაც ჩვენს კომპანიაში ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მარკეტინგის მიმართულებებით სტაჟირების საინტერესო პროგრამებს ვთავაზობთ. შევქმენით ფეისბუქ გვერდი – adjarabet people, რომ წარმოგვეჩინა ის ადამიანები, რომლებიც ჩვენთან მუშაობენ.

– გააგრძელებს თუ არა კომპანია ასეთი გზებით თანამშრომლების წახალისებას?

მსგავს აქტივობებში კიდევ ბევრჯერ მივიღებთ მონაწილეობას, ჩვენ შევეცდებით მონაწილეობა მივიღოთ ყველა იმ ღონისძიებაში, სადაც რაიმე წვლილის შეტანას შევძლებთ როგორც ჩვენი თანამშრომლების, ასევე ზოგადად ჩვენთვის საინტერესო სხვადასხვა სფეროს განვითარებაში.

წელს, ახალგაზრდა მარკეტერის კატეგორიაში საქართველოს კანზე აჭარაბეთის ორი თანამშრომელი წარადგენს, რომლებმაც ლოკალურ კონკურსში პირველი ადგილი დაიკავეს. გთავაზობთ აჭარაბეთის ლომების ინტერვიუს:

– როგორ გახსენდებათ მოსამზადებელი ეტაპი?

მოსამზადებელად ბევრი დრო არ გვქონია, ერთადერთი რაც მოვახერხეთ, წინა წლების არქივიდან ერთ-ერთი ბრიფი ავიღეთ, დავამუშავეთ და უბრალოდ შევაფასეთ ერთმანეთის შესაძლებლობები ამ მხრივ. დანარჩენი უკვე „იმ ნამდვილმა“ ბრიფმა განსაზღვრა

– რამდენად დიდი გამოცდილება მიიღეთ კონკურსზე?

ალბათ, ვერ ვიტყვით, რომ პროფესიული განვითარების კუთხით კვალიფიკაცია აგვიმაღლა ამ ყველაფერმა, მოგატყუებთ, ათ წელიწადზე მეტია ამ სფეროში ვმოღვაწეობთ, თუმცა, კონკურსში პირველად მივიღეთ მონაწილეობა და ვთვლით რომ ამ კუთხით საჭირო ინფორმაციის დაგენერირება მოვახერხეთ – როგორ უნდა იმუშაო ბრიფზე, რას უნდა მიაქციო ყურადღება, რაზე გააკეთო აქცენტი და ასე შემდეგ.

– ელოდით გამარჯვებას?

ქვეცნობიერი გვეუბნებოდა, რომ მედალი ჩვენი იყო, მაგრამ საკმაოდ სიტყვაძუნწი აღმოჩდა და ფერს არ აკონკრეტებდა. ველოდით მედალს, მაგრამ გამარჯვებას ვერ… როცა ვერცხლი და ბრინჯაო გამოაცხადეს და ჩვენი სახელები არ გაჟღერებულა, მერე ცოტა შეგვეშინდა – ვინც ფავორიტებად მიგვაჩნდა მათაც არ მოუწიათ ეს მედლები და შესაბამისად პირველი ადგილისთვის „ბრძოლა“ დაიძაბა. თუმცა მერე ყველაფერი კარგად დაგვირგვინდა და მას მერე რამდენიმე წუთი აღარ გვახსოვს რა ხდებოდა და შეგიძლიათ მოგვიყვეთ

– გრძნობდით მხარდაჭერას კომპანიისგან?

ყოველ წუთს და ყოველ წამს – უწყვეტ რეჟიმში, დღეღამის ნებისმიერ დროს…

– რამხელა პასუხისმგებლობაა საქართველოს სახელით კანზე ასპარეზობა და რა გეგმები გაქვთ?

ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, იმაზე ბევრად დიდი, ვიდრე ეს ერთი მოსმენით ან ერთი წაკითხვით ჩანს. ქვეყნის კრეატიულმა ნაწილმა შენ აგარჩია იმისთვის რომ მსოფლიოს გააცნო და დაუმტკიცო – ამ პატარა ქვეყანას დიდი საქმეების კეთება შეუძლია. ერთადერთი გეგმა ამ მოლოდინის გამართლებაა.

– გამარჯვების გარდა, ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი რა იყო?

როცა ბრიფზე მუშაობის დაწყებიდან დაახლოებით 19 საათიანი მუშაობის თავზე აღმოვაჩინეთ რომ ოფისში გვაქვს საშხაპე და თან გამართულად მუშაობს…

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply