1. მესის მე-600 გოლი ბარსელონაში

ლიონელ მესიმ ბარსელონაში 600 გოლი გაიტანა. არგენტინელმა ფორვარდმა, რომელიც მიმდინარე სეზონში ლა ლიგის, ჩემპიონთა ლიგის და ოქროს ბუცის ბომბარდირია, ახალი რეკორდის დამყარება მოახერხა. არგენტინელს ამის მისაღწევად 683 მატჩი დასჭირდა (0.88 გოლი მატჩში), რეკორდი კი მისთვის განსაკუთრებულ დღეს მოხსნა.

2. ზუსტად 14 წელი მესის სადებიუტო გოლიდან

2005 წლის 1 მაისს, ლიონელ მესიმ, ალბასეტესთან მატჩის 91’ წუთზე, რონალდინიოს ასისტით სადებიუტო გოლი გაიტანა და ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კარიერა დაიწყო. ზუსტად 14 წლის შემდეგ, 2019 წლის 1 მაისს, მესიმ ლივერპულს დუბლი შეუსრულა და მისი საიუბილეო, მე-600, გოლი გაიტანა.

3. ლივერპულის პირველი მარცხი კამპ ნოუზე

გუშინდელ მატჩამდე ბარსელონამ ლივერპულს ოთხჯერ უმასპინძლა. პირველად, 1976 წელს, ბობ პაისლის ლივერპულმა კატალონიელები მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა. გუნდების მომდევნო ორი შეხვედრა კამპ ნოუზე ნულოვანი ფრით დასრულდა. 2006/07 ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში კი კრეიგ ბელამის და იონ არნე რიისეს გოლებით ლივერპულმა კამპ ნოუზე ქამბექი შეასრულა და წაუგებელი სერია ოთხ მატჩამდე აიყვანა. თუმცა, ეს ყველაფერი გუშინ დასრულდა, როცა ლიონელ მესის დუბლის წყალობით ბარსელონამ მერსესაიდელებს 3:0 სძლია.

4. მესის პირველი გოლი ლივერპულთან

გუშინდელ მატჩამდე, სულ 5 გუნდი არსებობდა, რომელთა წინააღმდეგაც მესის ჩემპიონთა ლიგაზე 1ზე მეტი მატჩი ჰქონდა ჩატარებული, გოლი კი გატანილი არ ჰქონია. (რუბინი, ინტერი, ატლეტიკო, ბენფიკა და ლივერპული) ამ გუნდთა რაოდენობა გუშინ ოთხამდე შემცირდა.

5. ბარსელონას ლივერპული ფლეი ოფში არასდროს დაუმარცხებია

ბარსელონა და ლივერპული ევროთასების ფლეი ოფში ერთმანეთს აქამდე სამჯერ დაუპირისპირდნენ, სამივე შემთხვევაში ტურნირს კატალონიელები გამოეთიშნენ. თუ ლივერპულმა სამშაბათს სამბურთიანი სხვაობის აღმოფხვრა ვერ მოახერხა, ეს სერიაც შეწყდება.

6. 26 გოლი ინგლისური გუნდების წინააღმდეგ

მესის გუშინდელი დუბლის შემდეგ ინგლისური გუნდების წინააღმდეგ 26 გოლი დაუგროვდა. არგენტინელი ფორვარდის საყვარელი მეტოქე არსენალია, რომლის წინააღმდეგაც ლეოს 9 გოლი აქვს გატანილი. მათ შორის დაუვიწყარი პოკერი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. შემდეგ მანჩესტერ სიტი მოდის, ქალაქელების კარის აღება მესიმ ექვსჯერ მოახერხა. მანჩესტერ იუნაიტედის კარში ლეოს 4 გოლი აქვს გატანილი, ჩელსის კარში – 3. ტოტენჰემს და ლივერპულს კი,ოქროს ბურთის მთავარმა კანდიდატმა, 2-2 გოლი გაუტანა.

დაატრიალე ბორბალი და მოიგე ბარსას საშინაო მატჩის ბილეთები, ავტოგრაფიანი მაისურები და სხვა პრიზები

 

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply