ავსტრალიის დიდი სლემის ტურნირი რამდენიმე დღის წინ ჩაშლის პირას იყო. მწვანე კონტინენტზე გაღვივებულმა ხანძრებმა ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვია, რომელმაც მელბურნის ჰაერზე ძალიან ცუდად იმოქმედა.

კორტებზე გასულმა არაერთმა ჩოგბურთელმა პროტესტი გამოთქვა, რომ ასეთ პირობებში თამაში შეუძლებელი იყო და რამდენიმე შეხვედრა შეწყდა კიდეც. მაგრამ ტურნირის დირექტორმა თქვა, რომ ტურნირი ავსტრალიის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაშიც კი არ ჩაიშლებოდა.

დადე ფსონი ავსტრალიის ღია პირველობაზე adjarabet.com-ზე!

მსოფლიო რეიტინგის მეორე ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის სარეკორდო, შვიდ გზის გამარჯვებულია და ამ ტიტულის დაცვა საინტერესო მიღწევით დაიწყო.

გერმანელი იან-ლენარდ შტრუფის დამარცხება სერბისთვის საიბუილეო, მე-900 მოგებული მატჩი იყო, რომლისთვისაც ნოვაკ ჯოკოვიჩს სულ რაღაც 1087 მატჩი დასჭირდა.

ნოვაკი ამ ტურნირის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ჩოგბურთელია. თანამედროვე ეპოქაში მან ტურნირი შვიდჯერ მოიგო და ავსტრალიის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონიც სწორედ ის გახლავთ.

ქართველი გულშემატკივრებისთვის სასიხარულოდ, ავსტრალიის ღია პირველობაზე ასპარეზობა წარმატებულად დაიწყო ნიკოლოზ ბასილაშვილმაც.

პირველ ეტაპზე, ნიკოლოზმა კორეელი სონ-ვუნ კვო ძალიან დაძაბულ 5 სეტიან დაპირისპირებაში დაამარცხა – 6:7, 6:4, 7:5, 3:6, 6:3. ქართველი ჩოგბურთელის შეხვედრა 3 საათსა და 55 წუთს გაგრძელდა.

ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე რეიტინგში 51-ე საფეხურზე მყოფი ფერნანდო ვერდასკო იქნება.

ესპანელი ჩოგბურთელის წინააღმდეგ ბასილაშვილს აქამდე ორჯერ აქვს ნათამაშები, საიდანაც ერთი შეხვედრა ქართველის, ხოლო მეორე ესპანელის გამარჯვებით დასრულდა.

დადე ფსონი ავსტრალიის ღია პირველობაზე adjarabet.com-ზე!

ნიკოლოზ ბასილაშვილი

ქალთა ავსტრალიის პირველობას 2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონი მონიკა პუიგი და 19 წლის ვარსკვლავი ბიანკა ანდრეეკსუ ტოვებენ – ორივე ტრავმის გამო.

2019 წელი ანდრეესკუსთვის გარდამტეხი იყო, იგი რეიტინგში მეოთხე ადგილამდე აღზევდა და 3 ტიტულის მოგებაც მოახერხა. ტურნირს იგი მუხლის დაზიანების გამო ტოვებს.

ტურნირის მოგების ორ ფავორიტად ლეგენდარული სერენა უილიამსი და 22 წლის ნაომი ოსაკა ითვლებიან – ამ ორი ჩოგბურთელის დაპირისპირება კი ქალთა სპორტში ბოლო წლების ყველაზე გახმაურებული დუელია.

2018 წლის სექტემბერში სწორედ ნაომისთან დამარცხების შემდეგ იჩხუბა სერენამ არბიტრთან, რითიც მაშინ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იაპონელ ჩოგანს მოგება ჩაუშხამა.

ჩოგბურთელები ერთმანეთს სულ სამჯერ შეხვდნენ, ორი შეხვედრა ოსაკას გამარჯვებით დასრულდა, ერთი კი – სერენასი.

თუმცა, ავსტრალიაში სერენა აშკარა ფავორიტია. უილიამსმა ტურნირი ძალიან დამაჯერებლად დაიწყო და პირველი გამარჯვების მოსაპოვებლად სულ რაღაც 58 წუთი დასჭირდა.

38 წლის ჩოგბურთელმა 9 ეისი მოაწოდა, თავის ჩაწოდებაზე ბურთების 81% მოიგო და ახალგაზრდა პოტაპოვას, რომელიც უიმბლდონის ახალგაზრდული ტურნირის გამარჯვებულია, შანსი არ დაუტოვა.

დადე ფსონი ავსტრალიის ღია პირველობაზე adjarabet.com-ზე!

ავსტრალიის ღია პირველობა

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply