გადაცემა, რომელსაც მაყურებელი ძალიან დიდი ხანი ელოდა, ბრუნდება.
“რა? სად? როდის?” შაბათს, 25 მაისს, 23:30 საათზე გავა, აჭარაბეთი კი შოუს გენერალური პარტნიორია.

რა? სად? როდის?

“რა? სად? როდის?” უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში ინტელექტისა და განათლების პოპულარიზაციას, ამიტომ გადავწყვიტეთ გავმხდარიყავით მათი გენერალური პარტნიორები. ჩვენ ასევე გავესაუბრეთ ინტელექტკლუბის ხელმძღვანელს იგივე ბატონ წამყვანს, გიორგი მოსიძეს და რამდენიმე შეკითხვა დავუსვით მონატრებული პროექტის შესახებ.

ძალიან მოანატრეთ თავი მაყურებელს, რამდენად იყო მაყურებლის მხრიდან მოთხოვნა რომ დაბრუნებულიყავით? 

ისეთი სერიოზული ტალღა მოდიოდა მოსახლეობისგან და ძველი მაყურებლებისგან რომ ფიზიკურად ვეღარ გავუძელით და გადავწყვიტეთ რომ აღგვედგინა პროექტი. 3 წლის წინ, ასე ვთქვათ, მოყირჭებას ვგრძნობდით, რადგან გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს ყოველ ორშაბათს ახალი შოუს ჩაწერა, თუმცა ახლა ვგრძნობთ შიმშილს და მზად ვართ ძველებური ენერგიით შევუჩნდე ჩვენს მოაზროვნეებს და კუდით ქვა ვასროლინო

როგორი შეგრძნებაა ამდენი ხნის შემდეგ ეთერში დაბრუნება? 

სერიოზული ადრენალინია და დარწმუნებული ვარ გუნდი ინანებს რომ გადაწყვიტა ეთამაშა. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, ყველანი ძალიან მოხარულები ვართ და ერთი სული გვაქვს როდის დაიწყება ჩაწერა.

რითი იქნება გამორჩეული ეს სეზონი?

ამ სეზონზე იგივე ფორმატით წარვდგებით მაყურებლის წინაშე, თუმცა შემდეგი წლისთვის ვფიქრობთ, გადახალისებას, მემკვიდრეობის გაგრძელებას და ახალგაზრდა მოაზროვნეების შემოერთებას.

შოუში უამრავი სპორტსმენი მოგიწვევიათ, ამ სეზონშიც ველოდოთ მსგავს მოულოდნელობებს?

სპორტსმენები მოდიოდნენ სტუმრად, მათ არ სცალიათ თამაშისთვის, გვყავდა ჟურნალისტების გუნდი და გაისად ვფიქრობთ რომ უფრო მეტად ჩავატარებთ ექსპერიმენტებს, ამიტომ მოულოდნელი არაფერია.

 

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply