2019 წლის 3-4 აგვისტოს ბათუმში, Sheraton Batumi Hotel-ის სააქტო დარბაზში გაიმართა ინტელექტუალური თამაშების ფესტივალი „პირველი ქართული ინტელექტიადა – 2019“
ფესტივალის მონაწილეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სხვადასხვა ინტელექტუალურ თამაშები. ფესტივალზე მონაწილეობდნენ საქართველოს უძლიერესი გუნდები და მოაზროვნეები.

ფესტივალის ფარგლებში, აჭარაბეთის ეგიდით გაიმართა საქართველოს რიგით მეოთხე ჩემპიონატი თამაშში Geopardy! (Jeopardy! ქართულ თემატიკაზე) 32 მოთამაშისთვის, რომლის ავტორიგახლდათ ანტონ ვაჭარაძე, ხოლო წამყვანები: ანტონ ვაჭარაძე, ქეთი დიასამიძე, ვლადიმერ მინდელი, ბაჩი კაკაბაძე.

Jeopardy! მსოფლიოში ცნობილი ინდივიდუალური თამაშია, რომელშიც მოთამაშეები ერთანეთს ეჯიბრებიან ცოდნის სწრაფად გამოვლენაში. ფინალში გასასვლელად მოთამაშეები ერთმანეთსდაუპირისპირდნენ ოლიმპიური პრინციპით, თამაშები დაიწყო 1/8 ფინალიდან.

ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდა ოთხი მოაზროვნე: ზაზა მანია, გიორგი იაშვილი, სოსო ბერიკაშვილი და შალვა ჩიკვილაძე. თამაში წარიმართა 12 თემაზე (თითო თემაში 5 შეკითხვა). ზაზამანიამ თავიდანვე საგრძნობი უპირატესობა მოიპოვა და დამაჯერებლად მოახერხა მისი შენარჩუნება. მეორე-მეოთხე ადგილებისთვის ბრძოლა თანაბარი გამოდგა დანარჩენ სამ მონაწილეს შორის. საბოლოოდ გიორგი იაშვილმა მოახერხა მეორე ადგილის დაკავება, ხოლო შალვა ჩიკვილაძესა და სოსო ბერიკაშვილს შორის საჭირო გახდა დამატებით 1 თემაზე თამაში, სადაც ამ უკანასკნელმამოახერხა უფრო მეტი ქულის დაგროვება.

საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:
1.ზაზა მანია – 500 ლარი აჭარაბეთის ანგარიშზე
2.გიორგი იაშვილი – 300 ლარი აჭარაბეთის ანგარიშზე
3.სოსო ბერიკაშვილი – 200 ლარი აჭარაბეთის ანგარიშზე

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply