კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალი (Cannes Lions International Festival of Creativity) ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი მოვლენაა მსოფლიო სარეკლამო სფეროში. ფესტივალი 1954 წელს იღებს სათავეს და ყოველწლიურად ქალაქ კანში ტარდება.

ფესტივალის სიმბოლოა ლომი. ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაოს ლომების მოსაპოვებლად იბრძვიან მთელი მსოფლიოს პროფესიონალები სარეკლამო სამყაროდან. კანის ლომების ფლობა განსაკუთრებულ სტატუსს სძენს მის მფლობელს.

ახალგაზრდა ლომების კონკურსი კანის ფესტივალის ერთ-ერთი ნაწილია. აქ სფეროს ამომავალი ვარსკვლავები (30 წელს ქვემოთ) უმტკიცებენ ერთმანეთს სიძლიერეს სხვადასხვა მიმართულებაში.

Young Lions Georgia სარეკლამო სფეროს საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალია, რომელიც საქართველოში მეხუთედ ტარდება. “Cannes Lions 2019”-ის ახალგაზრდული შეჯიბრი თბილისში, 12-14 აპრილს იწყება.

წელს adjarabet.com Young Lions Georgia-ს ოფიციალური მხარდამჭერია.

მხარდამჭერია

კონკურსს 7 კატეგორია აქვს: ბეჭდური რეკლამა, დიზაინი, ციფრული კამპანია, მედია, პიარი, ვიდეო და ახალგაზრდა მარკეტერი. 

adjarabet.com-ის სახელით ახალგაზრდულ შეჯიბრში წელს 10 გუნდი იღებს მონაწილეობას, მათ შორის არიან:

Print (ბეჭდური რეკლამა) 
თამარ კოლოტაური, ზუკა ოქროპირიძე
ქეთი დიასამიძე, ანა გუგუტიშვილი
სალომე ყალიჩავა, გურამ აზმაიფარაშვილი

FILM (ვიდეო) 
აჩი ცენტერაძე, გიორგი მახარაშვილი
ლევან ზაზარაშვილი, ნოდარ ტურაშვილი

DESIGN (დიზაინი) 
ნიკოლოზ კირკიტაძე, სამუელ მუზაევი
ბერდია ხმალაძე, მარიამ გიგუაშვილი

MARKETER (ახალგაზრდა მარკეტერი) 
გიორგი გვენეტაძე, ცოტნე ჭანკოტაძე
სოფო კივილაძე, თამთა ჭალიძე
ჯაბა ხუციშვილი, თამარ კოდალაშვილი

გამარჯვებული ხუთი გუნდი, 17-21 ივნისს, საფრანგეთში, კანის საერთაშორისო ფესტივალზე, მსოფლიოს პირველობისთვის საქართველოს სახელით იბრძოლებს.

adjarabet.com წარმატებას უსურვებს ყველა მონაწილეს და განაგრძობს ახალგაზრდების მხარდაჭერას!

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply