adjarabet.com SBC Awards-ზე წლის მარკეტინგული კამპანიის კატეგორიის ფინალისტებში მოხვდა!

SBC (Sports Betting Community) 2009 წელს, ლონდონში დაარსებული საერთაშორისო კომპანიაა. მის შემადგენლობაში შედის SBC News, რომელიც მომხმარებელს გემბლინგის სფეროს უახლეს ამბებს აცნობს. გარდა ამისა, კომპანიის ნაწილია SBC Events, რომელიც სპორტბეთინგში მოღვაწე კომპანიებისთვის ყოველწლიურად ატარებს სხვადასხვა ტიპის საერთაშორისო კონფერენციებს, სემინარებს, გამოფენებს. მათ ორგანიზებულ ღონისძიებებს 4 წლის წინ SBC Awards შეემატა, სადაც ყოველ წელს სხვადასხვა კატეგორიაში საუკეთესო გემბლინგ კომპანიებს აჯილდოებენ.

წლევანდელ დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულები 38 განსხვავებულ კატეგორიაში გამოვლინდებიან. სწორედ მათ შორისაა “წლის მარკეტინგული კამპანიის ‘’კატეგორია, რომლის ფინალისტებში 8 ონლაინ გემბლინგ ვებგვერდი მოხვდა, მათ შორის კი – adjarabet.com

SBC Awards-ზე სხვადასხვა კატეგორიის ჯილდოები მოგებული აქვთ ისეთ ცნობილ კომპანიებს, როგორებიცაა: Bet365, SkyBet, Oddscheker.

SBC Awards

adjarabet.com კონკურსში ისეთ კომპანიებთან ერთად მონაწილეობს, როგორიცაა: ბეთ365ვილიამ ჰილიმარათონბეთილედბროკსი და ა.შ, ხაზს უსვამს აჭარაბეთის წარმატებას და აღიარებას საერთაშორისო ბაზარზე.

SBC Awards-ის გამარჯვებულები 4 დეკემბერს, ლონდონში გამართულ ღონისძიებაზე გამოვლინდება.

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply