adjarabet.com საქართველოს მკლავჭიდის ეროვნული ნაკრების სპონსორია!
საქართველოს მკლავჭიდის ეროვნული ნაკრები, აჭარაბეთის სპონსორობით საბერძნეთში Euro Arm Loutraki 2019 ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა და ახალგაზრდებში და პარა-მკლავჭიდელების კატეგორიაში ტურნირზე გუნდური პირველობა მოიპოვა.აღსაღნიშნავია ის ფაქტი, რომ ახალგაზრდებმა 24 ოქრო, 14 ვერცხლი და 15 ბრინჯაო მოიპოვეს. რაც შეეხება, პარა-მკლავჭიდელებს მათ 23 ოქრო, 20 ვერცხლი და 9 ბრინჯაო მოიპოვეს საქართველოს სახელით. უფროსების გუნდმა კი მეორე ადგილი მოიპოვა.
ჯამში საქართველოს სახელით ტურნირზე არც მეტი, არც ნაკლები 120 მედალი მოვიპოვეთ.