I შეთავაზება – სტერლინგი გაიტანს პირველ გოლს – 4.55 >> 6

გამართლდა ✔

adjarabet.com-მა მომხმარებელს პირველი კოეფიციენტის ბუსტი გასულ უიქენდზე მანჩესტერ სიტი – ასტონ ვილას მატჩზე შესთავაზა – “რაჰიმ სტერლინგი გაიტანს პირველ გოლს”.
სიტიმ ასტონ ვილას სამბურთიანი სხვაობით სძლია, მატჩში გოლები დავიდ სილვამ და ილკაი გიუნდოგანმა გაიტანეს, მაგრამ პირველი გოლის გატანა სწორედ რაჰიმ სტერლინგმა მოახერხა და ყველა ადამიანს, რომელმაც ეს ბუსთი გამოიყენა, პოზიციამ გაუმართლა.

II  შეთავაზება – აქსელ ვიტსელი გაიტანს პირველ გოლს – 14 >> 23

არ გამართლდა ✖

მეორე ბუსტმა, რომელიც შალკე – დორტმუნდის მატჩზე ვრცელდებოდა, სამწუხაროდ, არ გაამართლა. შალკე – დორტმუნდის მატჩში დაბუსტული კოეფიციენტი პირველი გოლის ავტორად აქსელ ვიტსელს ითვალისწინებდა, მაგრამ მატჩში გოლი საერთოდ არ გავიდა.
რევიედერბი ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი დერბია ევროპულ ფეხბურთში, შალკე და დორტმუნდი სანახაობრივ, უხვგოლიან მატჩებს მაყურებლებს ყოველთვის სთავაზობენ ხოლმე – სულ ახლახანს, რურის დერბის პირველი ტაიმი დორტმუნდმა 4:0 მოიგო, შალკემ კი მეორე ტაიმში ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და საბოლოო ანგარიში – 4:4 დააფიქსირა. ნულოვანი ფრე ამ დაპირისპირებაში ყველასთვის მოულოდნელი შედეგი იყო

III შეთავაზება – ატლეტიკო მადრიდის ტაიმბოლი X/1 – 3.7 >> 6

არ გამართლდა ✖

მესამე კოეფიციენტი ატელტიკოსა და ატლეტიკის დაპირისპირების ტაიმბოლზე დაიბუსტა. პოზიცია რომ პირველი ტაიმი ფრედ დამთავრდებოდა, მატჩს კი ატლეტიკო მოიგებდა წარუმატებელი გამოდგა.

ატლეტიკო მადრიდი და ბილბაოს ატლეტიკი ორი ყველაზე დაცვითი გუნდია ესპანეთში, ატლეტიკოს ყველაზე ცოტა (5) გოლი აქვს გაშვებული, ბილბაო კი ამ მაჩვენებლით მეორე (7) ადგილზეა. თუმცა, ატლეტიკომ უპირატესობის მოპოვება პირველივე ტაიმში მოახერხა და მატჩი, საბოლოოდ, 2:0 მოიგო.

IV შეთავაზება – ჰარი კეინი გაუტანს ლივერპულს – 2.6 >> 3

გამართლდა ✔

პოზიცია “ჰარი კეინი გაუტანს ლივერპულს” – უიქენდის მეოთხე კოეფიციენტი იყო, რომელიც აჭარაბეთმა დაბუსტა. ეს პოზიცია ყველაზე მარტივად, პირველივე წუთზე გამართლდა.
ანგარიში ჰარი კეინმა მატჩის დასაწყისშივე გახსნა და ტოტენჰემს უპირატესობა მოუტანა, რომლის შენარჩუნებაც დეზებმა ვერ მოახერხეს. ლივერპულმა ქულების ზედიზედ ორ ტურში დაკარგვაზე უარი თქვა და ჰენდერსონი-სალაჰის გოლების წყალობით ლონდონელებს ქამბექი გაუკეთეს.

V შეთავაზება – ჯეკო გაიტანს პირველ გოლს – 4.7 >> 6

გამართლდა ✔

რომა მილანის მატჩში adjarabet.com-მა ივარაუდა, რომ ანგარიშს ედინ ჯეკო ან კშიშტოფ პიატეკი გახსნიდნენ – რაც ასევე გამართლდა. 38-ე წუთზე რომამ უპირატესობა სწორედ ედინ ჯეკოს გოლის წყალობით მოიპოვა.

მეორე ტაიმის დასაწყისში, 55 წუთზე ტეო ერნანდესმა ანგარიშის გათანაბრება და მილანელების მატჩში დაბრუნება მოახერხა, მაგრამ როსონერის სიხარულმა სულ რაღაც 3 წუთს გასტანა – ნიკოლო ცანიოლომ რომაელთა უპირატესობა 59 წუთზე აღადგინა და მატჩის საბოლოო ანგარიში, 2:1 დააფიქსირა.

VI შეთავაზება – ფიორენტინა – ლაციოს ზუსტი ანგარიში 1:2 – 9.25 >> 13

გამართლდა ✔

adjarabet.com-ის საბოლოო, მეექვსე, ბუსტი ამ უიქენდზე მეტად სარისკო იყო. შეთავაზება ფიორენტინა – ლაციოს ზუსტ ანგარიშს – 1:2ს ვარაუდობდა და გამართლდა კიდეც. შესაბამისად, აჭარაბეთის 6 უიქენდის შეთავაზებიდან 4 გამართლდა.
მატჩის ბოლო წუთები, უიქენდის ყველაზე სანახაობრივი მონაკვეთი იყო. 89 წუთზე იმობილემ ლაციო წინ გაიყვანა და ანგარიში 2:1 გახადა, აქედან ექვს წუთში კი რანიერი ხელით თამაშისთვის გააძევეს და ფიორენტინას კარში პენალტი დაიდო, რომლის გატანაც კაისედომ ვერ მოახერხა. გაცუდებული პენალტის შემდეგ კი წითელი ბარათი მინდვრიდან გასულმა ფრენკ რიბერიმაც მიიღო.
საბოლოოდ, adjarabet.com-ის 6 შეთავაზებიდან ამ უიქენდზე 4 გამართლდა. სამომავლო შემოთავაზებებისთვის თვალის მიდევნება მომხმარებლებს აჭარაბეთის ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე შეუძლიათ.
პრემიერ ლიგის მატჩებზე adjarabet.com ლაივ შეთავაზებებსაც გთავაზობს, რომლის შესახებაც ფეისბუქ და ინსტაგრამ სთორისთან ერთად, adjarasport.tv-ს კომენტატორები რეპორტაჟის მიმდინარეობისას აუცილებლად გაგაგებინებენ. ამ უიქენდზე, პრემიერ ლიგის მატჩების შესვენებაზე დაწერილი ბილეთების ავტორებს იმდენი 10₾-ანი ფრიბეთი დაერიცხათ, რამდენი გოლიც იმ მატჩებში გავიდა.

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply