10 წლის შემდეგ ბარსელონამ კოპა დელ რეის ნახევარფინალამდე პირველად ვერ მიაღწია. კატალონიელები ლა ლიგაში რეალს ჩამორჩებიან, ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტად კი, ბარსელონას ბუქმეიქერები აღარ თვლიან.

არავინ იცის, რა მოხდება დასკვნით ფაზაში, მაგრამ, ჯერ-ჯერობით, ბარსელონა ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე ცუდ სეზონს ატარებს. რა არის ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზები?

5.დე იონგის გამოუყენებლობა

5 მიზეზი ბარსელონა

დე იონგი ბარსელონაში ბევრად უფრო შემტევ როლს ირგებს, ვიდრე ამას აიაქსში აკეთებდა. ამაზე კომენტარი აიაქსის მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმაც გააკეთა.

“დე იონგის მოვალეობა გოლების გატანა არ არის. ის მომმარაგებელი ფეხბურთელია, რომელიც ბურთს ანაწილებს და გუნდის შეტევების ორკესტრირებას ახდენს.” – განაცხადა ტენ ჰაგმა.

აიაქსის თავკაცმა ისიც თქვა, რომ ერთხელ დე იონგი მოედნიდან იმიტომ გაიყვანა, რომ ფრენკი მოედანზე ზედმეტად წინ თამაშობდა.

4.სუსტი დაცვა

5 მიზეზი ბარსელონა

ლა ლიგაში ბარსელონას ორჯერ მეტი გოლი აქვს გაშვებული, ვიდრე მადრიდის რეალს. ეს შედეგი ძალიან უჩვეულოა, როგორც წესი, ბარელონა ამ მაჩვენებლით ლა ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა ხოლმე, ახლა კი რეალის გაშვებულ 14 გოლს, კატალონიელები 28 გაშვებულით პასუხობენ.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი პრობლემებს მარტო ვეღარ აგვარებს. დაცვას შეთამაშებულობა და ერთიანობა აკლია, ამჟამად კატალონიელთა დაცვის ხაზი მეტოქეებისთვის დიდ დაბრკოლებას საერთოდ არ წარმოადგენს. 22 მატჩში ტერ შტეგენმა კარის მშრალად შენახვა მხოლოდ 6-ჯერ მოახერხა და 26 გოლი გაუშვა (წინა სეზონში, ტერ შტეგენმა 35 მატჩში 32 გოლი გაუშვა)

3.მოწყვეტილი შეტევა

5 მიზეზი ბარსელონა

ბარსელონამ დემბელეს, კოუტინიოს და გრიზმანის ტრანსფერებში 345 მილიონი დახარჯა, რომელიც დამატებითი პუნქტების შესრულების შემთხვევაში ჯამში 425 მილიონამდე ავა. სამი თავდამსხმელიდან გუნდს, სათანადოდ, ვერც ერთი ვერ შეეწყო, ნეიმარის ჩანაცვლებამდე კი ახლოსაც არავინ მისულა.

კუტინიო გუნდმა გაანათხოვრა, დემბელე ამ სეზონში უკვე რამდენჯერმე დაიმტვრა, გრიზმანი კი თავისი თამაშის პოვნას ვერაფრით ვერ ახერხებს.

ლიონელ მესის ინდივიდუალურად შესანიშნავი სეზონი აქვს, 26 მატჩში ლეომ 19 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა, მაგრამ მხოლოდ ლეო ყველაფერს ვერ მოიგებს.

2.კონფლიქტი გუნდში

5 მიზეზი ბარსელონა

ბეტისთან 3 საგოლე გადაცემის შემდეგ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ გაბრაზებული ლიონელ მესი ბარსელონასთვის ძალიან კარგია, მაგრამ ბოლო დროს გუნდში მომხდარი კონფლიქტისგან კატალონიური გუნდის გულშემატკივრები სიამოვნებას ნამდვილად ვერ მიიღებდნენ.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

ბეტისთან მატჩმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ გუნდი ლიონელ მესიზე ძალიან არის დამოკიდებული. მესიმ წინა კვირაში გუნდის სპორტული დირექტორი, ერიკ აბიდალი გააკრიტიკა და პრესა მისი გუნდიდან წასვლის შესაძლებლობაზე კიდევ ერთხელ ასაუბრდა.

მესის კონტრაქტი 2021 წელს იწურება, ბარსელონას პრეზიდენტმა კი დაადასტურა, რომ კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მესის გუნდის დატოვება ზაფხულში შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ ამის შანსი საკმაოდ მცირეა, უტიტულო სეზონი ლეოს გუნდიდან წასვლის შესაძლებლობას საგრძნობლად გაზრდიდა, რაც გუნდს კიდევ უფრო დიდი წნეხის ქვეშ აქცევს.

1.მწვრთნელი

5 მიზეზი ბარსელონა

 

კიკე სეტიენს ბარსელონაში ძალიან რთული საქმე ერგო, როცა კიკე გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, ბარსელონას ბოლო 5-დან მხოლოდ 1 მატჩი ჰქონდა მოგებული და სახარბიელო ფორმაში არ იმყოფებოდნენ.

ჯერ-ჯერობით კიკე ყოველ 2 მატჩს იგებს, 1-ს კი აგებს. სუარესის და დემბელეს ტრავმებმა ისეთი რეალობა მოგვცეს, რომ სეტიენს ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ბარსელონას შემადგენლობა ჰყავს. კიკე ცდილობს გუნდს თავისი ფილოსოფია შუა სეზონში მოარგოს, როცა სრული შემადგენლობა არც ჰყავს მზადყოფნაში.

სეტიენისთვის ასეთ ვითარებაში სეზონის დამაკმაყოფილებლად დასრულება ძალიან რთული იქნება, მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, ეს თავად კიკეს ბრალი საერთოდ არ იყოს.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

ბურთი-და-მოედანის-ჰედერი

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply